ბილეთების რაოდენობა 43 |
![]() |
|
|
ადმინისტრაციული კანონი
|
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:
1 მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან
2 მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. (ანუ სადაც გაიარა შემოწმება, რომ ვარგისია გზისთვის).
ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს:
1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
2 ტესტირების ცენტრი
3 სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:
1 ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა
2 მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
3 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.
ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?
1 ვალდებულია
2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია
3 არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას
4 არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.
თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:
1 გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ
2 შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში
3 დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:
1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს
2 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს
3 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს შეუძლია მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას: თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა.
ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?
1 თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით
2 თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა
3 თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას
საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?
1 არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება
2 შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძროლები უნდა მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:
1 მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად
2 შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.
თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:
1 განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე
2 განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა
საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.
აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?
1 აქვთ
2 არ აქვთ
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენა. (შპარგალკა ,,ძლიერი სისხლდენა")
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:
1 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის
2 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულების რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს:
1 დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით
2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 30 დღემდე ვადით
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: 1. საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; 2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; 3. საქონლის განადგურება. ანუ სწორი პასუხია: შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება.
ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის რომელი ღონსძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ?
1 მხოლოდ საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა
2 მხოლოდ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა
3 მხოლოდ საქონლის განადგურება
4 შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონსძიების გამოყენება
საქართველოს საგადასახადო თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.
თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?
1 არ აქვს უფლება
2 აქვს უფლება
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება; საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.
თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:
1 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე
2 საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:
1 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ
2 დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.
საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:
1 მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული
2 ნებისმიერი საქონელისათვის
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე.
საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:
1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე
2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.
ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:
1 დეკლარანტი
2 შინაგან საქმეთა სამინისტრო
3 საგადასახადო ორგანო
© ყველა უფლება დაცულია