აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (23)
 
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 102
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობის უსაფრთხოება
 
ბილეთის განმარტება #948

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმდ, თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ - ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებს უპირატესობა ენიჭებათ ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მიმართ. (ესეთი არის სამი ბილეთი: 1. ერთი და იგივე კატეგორიის შემთხვევაში დაღმართში მოძრავი მიდის უკუსვლით, გარდა იმ შემთხვევისა როცა აღმართში მოძრავს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება. 2. თუ ავტობუსია უპირატესობა ენიჭება სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილების მიმართ ( ანუ მათ უნდა იმოძრაონ უკუსვლით და გაატარონ ავტობუსი) 3. თუ შემადგენლობაა უპირატესობა ენიჭება ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მიმართ). მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია: ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მიმართ

948

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობებს უპირატესობა ენიჭებათ:

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

2 მხოლოდ ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ

3 ყველა სხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #949

საგზაო მოძრაობის წესერბის  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე,  ორი სატრანსპორტო საშუალებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ  მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ. ( ესეთი არის სამი ბილეთი: 1. ერთი და იგივე კატეგორიის შემთხვევაში დაღმართზე მოძრავი მიდის უკუსვლით, გარდა იმ შემთხვევისა , როცა აღმართში მოძრავს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება. 2. თუ ავტობუსია უპირატესობა ენიჭება სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილების მიმართ ( ანუ მათ უნდა იმოძრაონ  უკუსვლით და გაატარონ ავტობუსი). 3. თუ შემადგენლობაა უპირატესობა ენიჭება ყველა სხვა კატეგორიის მიმართ). მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია: მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

949

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ ავტობუსების მძღოლებს უპირატესობა ენიჭებათ:

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობების მძღოლების მიმართ

2 მხოლოდ სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ

3 ყველა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #950

მძღოლის ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს მოძრაობის უსაფრთხოებაზე. სწორი პასუხია: დიახ, ახდენს

950

ახდენს თუ არა გავლენას მოძრაობის უსაფრთხოებაზე მძღოლის ემოციური მდგომარეობა?

1 დიახ, ახდენს

2 არ ახდენს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #951

მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებას აქვეითებს, რეაქციის დრო ზრდის (რეაქცია სუსტდება, მაგრამ რეაქციის დრო იზრდება, მაგალითად 2წმ -ის მაგივრად ჭირდება 5წმ). სწორი პასუხია: ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება

951

როგორ მოქმედებს მძღოლის გადაღლილობა მის ყურადღებასა და რეაქციაზე საგზაო მოძრაობაში მონაწილეობისას?

1 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო იზრდება

2 ყურადღება ქვეითდება, რეაქციის დრო მცირდება

3 არ იცვლება ყურადღება და არც რეაქციის დრო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #952

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,  ბილეთში ჩამოთვლილი უწესივობებიდან აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა  მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას.

952

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა:

1 მუშა სამუხრუჭო სისტემის გაუმართაობისას

2 კვების სისტემის ჰერმეტულობის დარღვევისას

3 მაყუჩის გაუმართაობისას

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #953

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლი ვალდებულია  შეამოწმოს  და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას.

953

მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს და უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობა:

1 მხოლოდ მგზავრობის დაწყებამდე

2 მგზავრობის დაწყებამდე და მგზავრობისას

3 მხოლოდ მგზავრობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #954

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ბილეთში ჩამოთვლილი უწესივობებიდან აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ გაუმართაოვია სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა .

954

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

1 არ მუშაობს გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა

2 გაუმართავია სატრანსპორტო საშუალების შემადგენლობაში მისაბმელი მოწყობილობა

3 არ მუშაობს სპიდომეტრი

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #955

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა , თუ მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედობისას უმოქმედოა ნისლის, წვიმისა და თოვის დროს.

955

მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

1 გაუმართავია გადამუშავებული აირების გამოშვების სისტემა

2 არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკანა ხედვის სარკე

3 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდი უმოქმედოა ნისლის, წვიმის ან თოვის დროს

4 უსაფრთხოების ღვედები არამუშა მდგომარეობაშია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #956

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ორიენტირება ხდება მხოლოდ ფარების შუქზე, ამიტომ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა. ( არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სიჩქარეს აღვიქვავთ უფრო ნაკლებად ვიდრე რეალურადაა, ხოლო მანძილს უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია ).სწორი პასუხია: სიჩქარეს აღვიქვამთ უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა

956

დღე-ღამის ბნელ დროს და არასაკმარისი ხილვადობის პირობებში შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აღვიქვამთ:

1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა

2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა

3 ისე, როგორც რეალურადაა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #957

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ჩართული პირველი გადაცემით მოძრაობისას სიჩქარე დაბალია, ხოლო ძრავი მუშაობს მაღალი ბრუნთა რიცხვით და საჭიროებს მეტ საწვავს. მოძრაობის დაწყებისას, პირველი გადაცემით ჩართული სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაქანების დროს საწვავის ხარჯი იზრდება. სწორი პასუხია: იზრდება

957

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის დაწყებისას ჩართული პირველი გადაცემით ხანგრძლივი გაქნების დროს საწვავის ხარჯი:

1 იზრდება

2 მცირდება

3 არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #958

მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი გადაყირავების წინააღმდეგ მეტად მდგრადია მგზავრებისა და ტვირთის გარეშე.

958

მოსახვევში მოძრაობისას მსუბუქი ავტომობილი რომელ შემთხვევაშია მეტად მდგრადი გადაყირავების წინააღმდეგ?

1 მგზავრებით, მაგრამ ტვირთის გარეშე

2 ტვირთით, მაგრამ მგზავრების გარეშე

3 მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #959

რაც უფრო მაღლაა განლაგებული სატრანსპორტო საშუალების სიმძიმის ცენტრი მით უფრო ნაკლებია მისი მდგრადობა გადაყირავების წინააღმდეგ, განურჩევლად ტვირთის ხასიათისა. ანუ სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს დაბლა. სწორი პასუხია: დაბლა

959

სატრანსპორტო საშუალება გადაყირავების წინააღმდეგ უფრო მდგრადია, თუ მისი სიმძიმის ცენტრი მდებარეობს:

1 დაბლა

2 მაღლა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #960

მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე იქნება სატრანსპორტო ნაკადის სიჩქარის ტოლი. (მჭიდრო ნაკადში სიჩქარე მეტი რომ იყოს წინ შეეჯახებით, ნაკლები რომ იყოს უკანიდან დაგეჯახებიან)

960

მჭიდრო სატრანსპოტო ნაკადში მოძრაობისას ავარიული სიტუაციის წარმოქმნის ალბათობა ნაკლებია, თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე სატრანსპორტო ნაკადის:

1 სიჩქარეზე საგრძნობლად მეტია

2 სიჩქარეზე საგრძნობლად ნაკლებია

3 სიჩქარის ტოლია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #961

წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება. (შპარგალკა: წინა წამყვანღერძიანზე - მოუმატოს საწვავის მიწოდება, ხოლო უკანა წამყვანღერძიანზე - შეამციროს საწვავის მიწოდება)

961

მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

1 დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს

2 შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა

3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #962

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს. (შპარგალკა: წინა წამყვანღერძიანზე - მოუმატოს საწვავის მიწოდება, ხოლო უკანა წამყვანღერძიანზე - შეამცირო საწვავის მიწოდება)

962

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

1 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს

2 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს

3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #963

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით,  მკვეთრი მობრუნებისა და გაჩერებების გარეშე.

963

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:

1 წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე

2 გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #964

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია მოძრაობის დაწყებისას ერთდროულად .

964

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?

1 მოძრაობის დაწყებამდე

2 მოძრაობის დაწყების შემდეგ

3 მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #965

სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა  იზრდება.

965

მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:

1 მცირდება

2 იზრდება

3 არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #966

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად  გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.

966

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:

1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე

2 მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე

3 მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #967

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.

967

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:

1 გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით

2 იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით

3 გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია