აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (23)
 
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 102
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობის უსაფრთხოება
 
ბილეთის განმარტება #928

 მძღოლი სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს მშვიდად, არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას და არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე.

928

მძღოლმა სატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს:

1 აგრესიულად, როგორც უპირატესმა გზაზე

2 მშვიდად, თუმცა უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე

3 მშვიდად და არ უნდა იჩენდეს აგრესიულობას, არ უნდა ცდილობდეს თავის გამოჩენას, როგორც უპირატესი გზაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #929

  სატრანსპორტო საშუალების მართვა  ნარკოტიკული  სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ , რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს თუნდაც სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით არ არის დასაშვები.

929

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #930

 სატრანსპორტო საშუალების მართვა  ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს თუნდაც სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით არ არის დასაშვები.

930

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირის მიერ, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #931

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული  სიმთვრალის მდგომარეობაში, მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს  თუნდაც სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით. სწორი პასუხია: აკრძალულია

931

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #932

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც  ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს თუნდაც სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით.

932

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი იმ პირისათვის, რომელსაც ფსიქოტროპული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #933

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა  იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპაპარატების ზემოქმედებას,  რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას.

933

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?

1 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით

2 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

3 აკრძალულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #934

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც  განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას.

934

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც განიცდის ისეთი სამკურნალო პრეპარატების ზემოქმედებას, რომლებიც აქვეითებენ რეაქციასა და ყურადღებას?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატების მიღება განხორციელდა სამედიცინო მიზნებისათვის ექიმის დანიშნულებით

3 არ არის აკრძალული, თუ პირი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #935

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ , რომელიც იმყოფება  ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში.

935

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში?

1 არ არის აკრძალული, თუ მას ნარკოტიკული საშუალება მოხმარებული აქვს სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით

2 არ არის აკრძალული, თუ იგი აღნიშნულის თაობაზე წინასწარ გააფრთხილებს პოლიციის შესაბამის სამსახურს

3 აკრძალულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #936

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში.

936

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული, თუ აღნიშნული პრეპარატის მიღება განხორციელდა სამედიცინი მიზნებისათვის, ექიმის დანიშნულებით

3 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #937

 აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ , რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში.

937

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ პირის მიერ, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული, თუ მძღოლი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება საერთაშორისო მოძრაობაში

3 არ არის აკრძალული, თუ იგი გადაადგილდება სიფრთხილის აუცილებელი ზომების გამოყენებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #938

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს) მართვისას  უსაფრთხოების ღვედით  სარგებლობა სავალდებულოა ნებისმიერ შემთხვევაში. სწორი პასუხია: ნებისმიერ შემთხვევაში

938

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვისას უსაფრთხოების ღვედით სარგებლობა სავალდებულოა:

1 მხოლოდ გრუნტიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას

2 მხოლოდ ღორღიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას

3 მხოლოდ ღორღიანი საფარის მქონე გზაზე მოძრაობისას

4 ნებისმიერ გზაზე მოძრაობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #939

სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ  შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე  კონტროლის დაკარგვა.

939

სველი ზედაპირის მქონე გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა

2 მუხრუჭის მკვეთრი გამოყენება ამცირებს სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობას

3 მოსახვევში შესვლისას სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია სიჩქარის შემცირება მუხრუჭის მკვეთრი გამოყენებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #940

სატრანსპორტო საშუალების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია წვიმის დასაწყისში.

940

სატრანსპორო საშულების მოცურების საშიშროება უფრო მაღალია:

1 წვიმის დასაწყისში

2 წვიმის პერიოდში, მისი დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ

3 წვიმის დასრულების შემდეგ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #941

 წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს ქვეითთა მიმართ, რადგან მათი შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია.

941

წვიმიან ამინდში მოძრაობისას მძღოლმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს:

1 ტვირთის გადამზიდავი ავტომობილების მიმართ, რადგან მაღალია ავტომობილის ძარიდან ტვირთის გზაზე გადმოვარდნის საშიშროება

2 ქვეითთა მიმართ, რადგან ქვეითთა შესაძლო სიჩქარის გამო შეიძლება შეიქმნას საფრთხის შემცველი სიტუაცია

3 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალების მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #942

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში 6 წლამდე ასაკის ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება.

942

რა ასაკამდე ბავშვის უმეთვალყურეოდ დატოვება არის აკრძალული გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებაში?

1 6 წლამდე ასაკის

2 7 წლამდე ასაკის

3 9 წლამდე ასაკის

4 12 წლამდე ასაკის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #943

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები.

943

თუ მძღოლი სხვა გზაზე შესასვლელად მოხვევას ასრულებს, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს უნდა შეასრულოს:

1 მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები

2 ნებიმიერი სიჩქარით, ვინაიდან გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით

3 მხოლოდ მაღალი სიჩქარით, რათა დროულად გაიაროს გზის აღნიშნული მონაკვეთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #944

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს არა აქვს უფლება განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით  გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

944

აქვს თუ არა უფლება მძღოლს განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე, მეტისმეტად დაბალი სიჩქარით მოძრაობით გაართულოს სხვა სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება?

1 აქვს უფლება, ვინაიდან საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით აკრძალულია მხოლოდ ნებადართული მაქსიმალური სიჩქარის გადაჭარბება

2 აქვს უფლება, თუ იგი მოძრაობს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში

3 არა აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #945

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლმა, რომელმაც ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ვალდებულია გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა ნათლად გამოხატოს სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით.

945

თუ საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნათა შესაბამისად მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, მან გზის დათმობის თაობაზე თავისი განზრახვა უნდა გამოხატოს ნათლად:

1 სიჩქარის შემცირებით ან გაჩერებით

2 ხმოვანი ან მაშუქი სიგნალის მიცემით

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #946

ალკოჰოლის მიღება ზრდის მძღოლის რეაქციის დროს (ალკოჰოლურ მდგომარეობაში მძღოლის  რეაქცია მცირდება, მაგრამ  რეაქციის დრო იზრდება,  მაგალითად 2წმ-ის მაგივრად 5წმ ჭირდება) სწორი პასუხია: ზრდის რეაქციის დროს

946

როგორ მოქმედებს ალკოჰოლო მძღოლის რეაქციაზე?

1 გავლენას არ ახდენს რეაქციაზე

2 ამცირებს რეაქციის დროს

3 ზრდის რეაქციის დროს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #947

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზაზე,  ორი ერთი და იგივე  კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ უკუსვლით მოძრაობის ვალდებულება წარმოექმნება  დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ, თუ ის  იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს. (ესეთი არის სამი ბილეთი: 1. ერთი და იგივე კატეგორიის შემთხვევაში დაღმართში მოძრავი მიდის უკოსვლით,გარდა იმ შემთხვევის,როცა აღმართში მოძრავს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება.  2. თუ ავტობუსია უპირატესობა ენიჭება სატვირთოსა და მსუბუქი ავტომობილების მიმართ (ანუ მათ უნდა იმოძრაონ უკუსვლით და გაატარონ ავტობუსი).  3. თუ შემადგენლობაა უპირატესობა ენიჭება ყველა სხვა კატეგორიის მიმართ.). მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია: დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ , თუ ის იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს.

947

თუ მთის გზებზე და ანალოგიური მახასიათებლების მქონე დიდი დახრილობის გზებზე, ორი ერთ და იგივე კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებიდან გვერდის აქცევის მიზნით ერთ-ერთმა უნდა იმოძრაოს უკუსვლით, მაშინ უკუსვლით მოძრაობის ვალდებულება წარმოექმნება:

1 აღმერთზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

2 დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, იმ შემთხვევის გარდა, როცა აშკარად ნათელია, რომ აღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გაცილებით იოლად შეუძლია ასეთი მანევრის შესრულება, კერძოდ თუ ის იმყოფება გვერდის ასაქცევ ადგილთან ახლოს

3 დაღმართზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი სატრანსპორტო საშუალებასთან ახლოს იმყოფება გვერდის ასაქცევი ადგილი და რომელი მძღოლისთვის უფრო იოლია ამ მანევრის შესრულება

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია