აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (23)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 102
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობის უსაფრთხოება
 
ბილეთის განმარტება #908

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, დაუშვებელია  სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომელიც აბინძურებს გარემოს(გარემო არ უნდა დავაბინძუროთ).  სწორი პასუხია: დაუშვებელია

908

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა ისეთი ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაში, რომლებიც აბინძურებენ გარემოს?

1 დასაშვებია

2 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის ვალდებულებას

3 დაუშვებელია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #909

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლი ვალდებულია  გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენს მძღოლის მოქმედებაზე, (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ..) მიუხედავად იმისა თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი.

909

ვალდებულია თუ არა მძღოლი, გათვითცნობიერებული ჰქონდეს ისეთი ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ მის მოქმედებაზე (მაგალითად დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა.შ)?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია მხოლოდ ის მძღოლი, რომელიც მართავს ძრავიან სატრანსპორტო საშუალებას

3 ვალდებულია მიუხედავად იმისა, თუ რომელ სატრანსპორტო საშუალებას მართავს იგი

4 ვალდებულია მხოლოდ იმ ავტობუსის ან სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც რეგულარულად ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას, ან ტვირთის გადაზიდვას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #910

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, დაუშვებელია საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავისი უფლებების რეალიზება თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა  სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლებები (თქვენი რეალიზებით არ უნდა დაარღვიოთ სხვისი უფლებები).  სწორი პასუხია: დაუშვებელია

910

დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიერ თავიანთი უფლებების რეალიზება, თუ აღნიშნულით შეიზღუდება ან დაირღვევა სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების უფლებები?

1 დასაშვებია

2 დაუშვებელია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #911

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლი არ არის ვალდებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  მძღოლი ისარგებლოს  უსაფრთხოების ღვედით თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების  კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს(ანუ არ აქვს უსაფრთხოების ღვედი)

911

გზაზე მოძრაობისას, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში არ არის ვალდებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ისარგებლობს უსაფრთხოების ღვედით?

1 თუ იგი მოძრაობს დასახლებულ პუნქტში

2 თუ იგი მოძრაობს ოპერატიული სამსახურის ავტომობილით

3 თუ იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია

4 თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია არ ითვალისწინებს უსაფრთხოების ღვედებს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #912

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლის მოქმედებაზე ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა  დაღლილობა, უძილობა, სამედიცინო პრეპარატების მიღება, ალკოჰოლის მიღება და ა. შ. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

912

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ფაქტორი არ ახდენს ზეგავლენას მძღოლის მოქმედებაზე?

1 უძილობა

2 დაღლილობა

3 ალკოჰოლის მიღება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #913

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ   საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების  მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის საშუალების ყურსასმენით ან მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი (ან დისტანციური) საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად.

913

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა?

1 დაუშვებელია ნებისმიერ შემთხვევაში

2 დასაშვებია, თუ იგი სარგებლობს მობილური კომუნიკაციის ხმამაღალი საუბრის ფუნქციით და ორივე ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად

3 დასაშვებია, თუ ერთი ხელი თავისუფალი აქვს სატრანსპორტო საშუალების სამართავად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #914

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  ბილეთში ჩამოთვლილი უწესივობებიდან მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა  მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის  დროს.

914

ქვემოდ ჩამოთვლილი რომელი უწესრიგობის დროს ეკრძალება მძღოლს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა?

1 მხოლოდ ხმოვანი სიგნალის გაუმართაობის დროს

2 მხოლოდ საჭის მექანიზმის გაუმართაობის დროს

3 მხოლოდ ნისლსაწინააღმდეგო ფარნების გაუმართაობის დროს

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #915

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის თანახმად, ბილეთში ჩამოთვლილი უწესივობებიდან  ნისლის, წვიმისა და თოვის დროს  მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება მართვა მხოლოდ მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში .

915

ნისლის, წვიმის, ან თოვის დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა აკრძალულია:

1 ნისლსაწინააღმდეგო ფარების არ არსებობის შემთხვევაში

2 საავარიო გაჩერების ნიშნის არ არსებობის შემთხვევაში

3 მძღოლის მხარეს არსებული მინასაწმენდის უმოქმედობის შემთხვევაში

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #916

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე.

916

მძღოლმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე უფრო ხშირად გზა მოყინულია:

1 გვირაბებში, რომლებშიც არ არის ხელოვნური განათება

2 ხიდზე, გზაგამტარსა და ესტაკადაზე

3 დასახლებული პუნქტების ცენტრალურ ქუჩებზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #917

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს , რომ თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლება რთული შესამჩნევია.

917

გზის ნათელი მონაკვეთიდან ბნელ მონაკვეთზე გასვლისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 სავალდებულოა ნისლსაწინააღმდეგო ფარების ჩართვა

2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი

3 თვალი ნელა ეჩვევა სიბნელეს, რის გამოც მძღოლის წინ არსებული შესაძლო დაბრკოლებები რთული შესამჩნევია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #918

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ღამე, ცუდად განათებული ან არათანაბრად განათებული გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას,მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა.

918

ღამე ცუდად ან არათანაბრად განათებულ გზის მონაკვეთებზე მოძრაობისას, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 გართულებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიერ ერთმანეთის შემჩნევა

2 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი

3 სავალდებულოა საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #919

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას. 

919

მოყინულ გზის მონაკვეთზე მძღოლმა:

1 შეძლებისდაგვარად თავი უნდა აარიდოს დამუხრუჭებას, სიჩქარის ცვლილებასა და მიმართულების მკვეთრ შეცვლას

2 დამუხრუჭებისათვის დამატებით უნდა გამოიყენოს ხელის მუხრუჭი

3 მიმართულების შეცვლა უნდა განახორციელოს საჭის მკვეთრი მობრუნებითა და სიჩქარის მომატებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #920

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა  შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის.

920

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას, მძღოლმა უნდა:

1 შეამციროს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის

2 შეამციროს სიჩქარე და გაზარდოს დისტანცია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის

3 ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #921

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან ნალექი აუარესებს ხილვადობას.

921

წვიმისა და თოვის დროს მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა

2 მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება

3 იზრდება სატრანსპორტო საშუალების დამუხრუჭებისათვის საჭირო დრო და მანძილი, ამასთან, ნალექი აუარესებს ხილვადობას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #922

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით.

922

წვიმის დაწყებისას გზის ზედაპირი ტალახიანდება და ქმნის მოცურების საშიშროებას, რის გამოც მძღოლმა უნდა:

1 შეამციროს სიჩქარე მდორე დამუხრუჭებით

2 შეამციროს სიჩქარე მკვეთრი დამუხრუჭებით

3 გაზარდოს სიჩქარე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #923

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს , რომ მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ (განსაკუთრებით გზის სველი ზედაპირის არსებობისას) შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა.

923

მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 მოსახვევში მუხრუჭის მკვეთრად გამოყენებამ ან/და მაღალი სიჩქარით შესვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვაზე კონტროლის დაკარგვა

2 მოსახვევში შესასვლელად სიჩქარის შემცირება უნდა განხორციელდეს მკვეთრი დამუხრუჭებით

3 მიზანშეწონილია მოხვევა განხორციელდეს მაღალი სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #924

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება , ამასთანავე, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა (განსაკუთრებით გაცვეთილი საბურავებით ან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას).

924

გზაზე წყლის გუბეების არსებობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:

1 მიზანშეწონილია გუბეში გავლისას სიჩქარის გაზრდა

2 გართულებულია სატრანსპორტო საშუალების მართვა და დამუხრუჭება, ამასთან, დიდია სატრანსპორტო საშუალების მოცურების ალბათობა

3 მიზანშეწონილია მასსა და მის წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას შორის დისტანციის შემცირება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #925

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ხოლო შესაძლებლობის შემთხვევაში − საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.

925

თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია:

1 სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის მომატება

2 კოფეინის შემცველი სითხის მიღება

3 სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, შესაძლებლობის შემთხვევაში საჭესთან სხვა მძღოლის დასმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #926

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება.

926

თუ მძღოლი გზაზე ამჩნევს სხვა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელიც აგრესიულად არის განწყობილი და გამომწვევად იქცევა, მან:

1 უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და აკონტროლოს თავისი სატრანსპორტო საშუალება

2 ორი გაბმული და ერთი მოკლე ხმოვანი სიგნალის მიცემით უნდა მოუწოდოს აგრესიულ მძღოლს სიმშვიდისაკენ

3 თვითონაც უნდა გამოიჩინოს აგრესიულობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #927

 დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა იწვევს მძღოლის კონცენტრაციისა და მაღალი სიჩქარის შეგრძნების დაქვეითებას.

927

დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა იწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო სისტემის მწყობრიდან გამოსვლას

2 მძღოლის კონცენტრაციისა და მაღალი სიჩქარის შეგრძნების დაქვეითებას

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებას

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია