აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (8)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 102
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობის უსაფრთხოება
 
ბილეთის განმარტება #888

საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია ან მათი შუქგამტარობა სხვაგვარად არის შეზღუდული საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით.

888

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის დარღვევით

2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ დადგენილი წესის დარღვევით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #889

საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროს, სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფის ან სხვა უბედურების შემთხვევაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. ანუ სწორი პასუხია: ნებისმიერი ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას

889

აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეზღუდვა ან დროებით შეწყვეტა ხორციელდება:

1 მხოლოდ საავტომობილო გზის გაუმართაობისას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში, ბუნებრივი მოვლენების დროსა და სტიქიური უბედურებისას

2 მხოლოდ ავარიის, კატასტროფის ან სხვა სახის უბედურების შემთხვევაში

3 მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების დაცვის უზრუნველსაყოფად

4 ნებისმიერი ჩამოთვლილი გარემოებების არსებობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #890

საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, გზის გამტარუნარიანობის გაზრდის ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილების შეტანა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე დაუშვებელია ( მიაქციეთ ყურადღება, რომ მთავარი არის უსაფრთხოება, უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე არაფრის გაკეთება არ შეიძლება). სწორი პასუხია: არ არის დასაშვები

 

890

დასაშვებია თუ არა საგზაო მოძრაობის ორგანიზებაში ცვლილებების შეტანა გზის გამტარუნარიანობის გადიდების ან სხვა მიზნით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შემცირების ხარჯზე?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #891

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, მძღოლმა უნდა უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში მყოფმა სატრანსპორტო საშუალებამ მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს. სწორი პასუხია: ვალდებულია

891

ვალდებულია თუ არა მძღოლი, უზრუნველყოს, რომ მის მფლობელობაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებებმა მინიმალური ზიანი მიაყენონ გარემოს?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #892

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების შემდეგ ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია: 1. უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა; 2. რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა); 3. გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება ( ყველა საქმიანობას ჭირდება ნებართვა).  სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საქმიანობა

892

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:

1 მხოლოდ უშუალოდ გზასთან ჯიხურის დადგმა და სხვა საგნის დაყენება, რომლებმაც შეიძლება გააუარესონ ხილვადობა ან/და გააძნელონ მძღოლისა და ქვეითის მოძრაობა

2 მხოლოდ რეგულარული სამგზავრო გადაყვანა დადგენილი მარშრუტებით (მათ შორის ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა)

3 მხოლოდ გზაზე მასობრივ, სპორტულ და სხვა ღონისძიებათა ჩატარება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საქმიანობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #893

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად  შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსაგან (უწყებისაგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე დაუშვებელია: მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება, მასზე სპეციალური ციმციმა ან/და ხმოვანი სიგნალის ან/და სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ან/და სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ან/და სატრანსპორტო საშუალების ძარას გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა  (ყველა ქმედებას ჭირდება ნებართვა).  სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება

893

შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოსგან (უწყებისგან) ნებართვის, დაშვების, თანხმობის მიღების ან ამ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია:

1 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გადაკეთება

2 მხოლოდ სპეციალური შუქური და ხმოვანი სიგნალების, აგრეთვე სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება

3 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარის გვერდებზე დახრილი თეთრი ზოლების დახაზვა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #894

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს: როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე, ასევე გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება. ( შპარგალკა  ,,როგორც" )

894

საგზაო მოძრაობის მონაწილეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს:

1 მხოლოდ თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზაზე

2 მხოლოდ გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება

3 როგორც თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდეს გზებზე, ასევე გაასაჩივროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში უფლებამოსილი თანამდებობის პირის ქმედება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #895

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია: 1. გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე;  2. გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე; 3. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია

895

საგზაო მოძრაობის მონაწილეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს ინფორმაცია:

1 მხოლოდ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების პირობების თაობაზე

2 მხოლოდ გზაზე მოძრაობის შეზღუდვის ან შეწყვეტის დაწესების მიზეზის თაობაზე

3 მხოლოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის შესახებ

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი ინფორმაცია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #896

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს არ აქვს უფლება გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით არ უნდა შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე. სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

896

აქვს თუ არა უფლება საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდოს საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #897

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნას საფრთხე, მან დაუყონებლივ უნდა  მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება. ( შპარგალკა: დროული გაფრთხილება)

897

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაყრით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე, მან დაუყოვნებლივ უნდა:

1 მიიღოს აუცილებელი ზომები მისი თავიდან აცილებისათვის, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება

2 აცნობოს შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს დასუფთავების სამსახურში და განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით გააგრძელოს მოძრაობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #898

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ანონის თანახმად, თუ  საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით, დაყრით ან დატოვებით ან მასზე რაიმე სხვა დაბრკოლების შექმნით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს ასეთი შეზღუდვის ან ასეთი საფრთხის აცილებისათვის ზომების მიღებას, მან უნდა უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დროული გაფრთხილება. ( შპარგალკა: დროული გაფრთხილება)

898

თუ საგზაო მოძრაობის მონაწილემ გზაზე ნივთების დაწყობით ან დაყრით შეზღუდა საგზაო მოძრაობა ან/და შექმნა საფრთხე და ობიექტური მიზეზის გამო დაუყოვნებლივ ვერ ახერხებს ამ შეზღუდვის ან საფრთხის აცილებისათვის აუცილებელი ზომების მიღებას, მან უნდა:

1 უზრუნველყოს აღნიშნულის თაობაზე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეთა დროული გაფრთხილება

2 გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილით, ამასთან იგი ვალდებული არ არის აღნიშნული შეზღუდვის ან საფრთხის შესახებ გააფრთხილოს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #899

თუ შუქნიშანის წინ ბავშვები აპირებენ გზაზე გადასვლას შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ: - ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე; - ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა; - შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვამდე. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

899

თუ შუქნიშანის წინ დგანან ბავშვები, შუქნიშანთან მიახლოებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

1 მხოლოდ, ის გარემოება რომ ბავშვები შეიძლება სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის ყვითელი სიგნალით შეცვლისთანავე

2 მხოლოდ, ის გარემოება რომ ჯგუფიდან ხელის კვრით რომელიმე ბავშვს შეიძლება აიძულონ სავალ ნაწილზე გადმოსვლა

3 მხოლოდ, ის გარემოება რომ შეიძლება ბავშვები სავალ ნაწილზე გადმოვიდნენ მათთვის მოძრაობის ნებადამრთველი შუქნიშნის სიგნალის ჩართვამდე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #900

მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს: ის გარემოება, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად, ასევე ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია და სარკეს გააჩნია „უხილავი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

900

მსუბუქი ავტომობილის შიდა უკუხედვის სარკის გამოყენებისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:

1 მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკე დარეგულირებული უნდა იყოს მძღოლის სიმაღლის შესაბამისად

2 მხოლოდ ის გარემოება, რომ ამობურცულ სარკეში საგნები უფრო შორს ჩანს ვიდრე სინამდვილეშია

3 მხოლოდ ის გარემოება, რომ სარკეს გააჩნია „უხილავი უბნები“, რის გამოც იგი ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სრულყოფილ მხედველობის არეს და გამსწრები სატრანსპორტო საშუალების თვალის მიდევნას

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #901

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, მძღოლი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. სწორი პასუხია: ვალდებულია

901

ვალდებულია თუ არა მძღოლი უზრუნველყოს, რომ მისმა სატრანსპორტო საშუალებამ დაბრკოლება არ შეუქმნას პრიორიტეტის მქონე საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #902

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ: 1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას;2. სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; 3. ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა

902

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:

1 მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა

2 მხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა

3 მხოლოდ ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა)

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #903

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, ქვევითს არ აქვს უფლება გზის სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ,  დააყოვნოს გადასვლა,  შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

903

აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გასვლის შემდეგ, დააყოვნოს გადასვლა, შეყოვნდეს ან შეჩერდეს მასზე, თუ ეს არ უკავშირდება მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #904

სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის დაღლილობაზე მიანიშნებს შემდეგი გარემოებები: ქუთუთოების დამძიმება, ასევე ხშირი მთქნარება და რექციის გაუარესება. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

904

სატრანსპორტო საშუალების მართვისას, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი გარემოება მიანიშნებს მძღოლის დაღლილობაზე?

1 მხოლოდ ქუთუთოების დამძიმება

2 მხოლოდ ხშირი მთქნარება

3 მხოლოდ რექციის გაუარესება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #905

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონის  თანახმად, გარდა კანონით  განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს: როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ  ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს .(შპარგალკა: ,,როგორც")

905

გარდა კანონით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვისა, მძღოლს ეკრძალება გადააჭარბოს:

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარეს

2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებული სიჩქარეს

3 მხოლოდ საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარეს

4 როგორც სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი მაქსიმალური კონსტრუქციულ, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა” მითითებულ და საგზაო ნიშნით დადგენილ მაქსიმალურ სიჩქარეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #906

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეს ეკრძალება გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვაგვარად დაბინძურება. სწორი პასუხია: ეკრძალება

906

ეკრძალება თუ არა საგზაო მოძრაობის მონაწილეს გზის საფარის და გზის მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანება ან სხვა სახით დაბინძურება?

1 ეკრძალება

2 ეკრძალება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამით საფრთხე ექმნება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

3 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #907

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში, ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში და მათ ნაპირებთან წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე.  სწორი პასუხია: აკრძალულია

907

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბებში, წყალსაცავებში, მდინარეებში და ზედაპირული წყლის სხვა ობიექტებში და აგრეთვე მათ ნაპირებთან წყლიდან არანაკლებ 10 მეტრისა?

1 არ არის აკრძალული, როგორც დასახლებულ, ასევე დაუსახლებელ პუნქტებში

2 დასახლებულ პუნქტებში აკრძალულია, ხოლო დაუსახლებელ პუნქტებში ნებადართულია, მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისათვის

3 აკრძალულია

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია