აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
ბილეთების რაოდენობა 43
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
სამედიცინო დახმარება
 
ბილეთის განმარტება #845

მნიშვნელოვანია დაზარალებულის მდგომარეობა სწრაფად და მართებულად შეფასდეს. პირველი ეტაპი არის ცნობიერების შემოწმება (არის თუ არა დაზარალებული გონზე). მეორე ეტაპი - სასუნთქი გზების გახსნა მესამე ეტაპი - სუნთქვის კონტროლი. მეოთხე ეტაპი - საძილე არტერიაზე პულსაციის და ცნობიერების შემოწმება. ანუ სწორი პასუხია: როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქვის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების  შემოწმება.(შპარგალკა ,,როგორც" . მიაქციეთ ყურადღება, თუ სავარაუდო პასუხი იწყება სიტყვა ,,როგორც" ესეიგი ეს არის სწორი პასუხი. ეს შპარგალკა სამედიცინო საკითხებში მოქმედებს ყველგან ერთი გამონაკლისის გარდა)

845

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მდგომარეობის შეფასების მიზნით უპირველესად საჭიროა:

1 მხოლოდ სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი

2 მხოლოდ ცნობიერების შემოწმება

3 მხოლოდ საძილე არტერიაზე პულსაციის შემოწმება

4 როგორც სასუნთქი გზების გახსნა და სუნთქის კონტროლი, ასევე საძილე არტერიაზე პულსაციისა და ცნობიერების შემოწმება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #846

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას: ბუშტები არ უნდა გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი.(შპარგალკა: კანის მე-2ხარისხის დამწვრობას რომ წაიკითხავთ, სავარაუდო პასუხებში მოძებნეთ ის პასუხი სადაც წერია ბუშტუკები არ გაუხსნათ)

846

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება კანის მე-2 ხარისხის დამწვრობა (კანის ქსოვილის დარღვევა და მოწითალო შეფერილობა, დამწვრობის ადგილზე სითხით შევსებული ბუშტების წარმოქმნა, ძლიერი ტკივილი) პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით მას უნდა:

1 დამწვარი ზედაპირი გადავურეცხოთ ცივი წყლით, დავუმუშაოთ იოდის ხსნარით, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, შევუხვიოთ ბინტით

2 გავუხსნათ ბუშტები, გავუსუფთაოთ დამწვარი ზედაპირი ტანსაცმლის ნარჩენებიდან, დავადოთ ბაქტერიციდული ან სუფთა საფენი, დაშავებულს დავალევინოთ წყალი

3 ბუშტები არ გავუხსნათ, ტანსაცმლის ნარჩენები დამწვარი ზედაპირიდან არ მოვაცილოთ, ჭრილობაზე დავადოთ სტერილური საფენი, ბინტით არ შევუხვიოთ, მივადოთ ყინული ან ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (თუ დაშავებულს მის მიმართ ალერგია არ გააჩნია) და დაშავებულს დავალევინოთ წყალი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #847

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს: როგორც ხელოვნური სუნთქვა და გულის არაპირდაპირი მასაჟი .( შპარგალკა ,,როგორც". მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ ბილეთში დაშავებულს არ აღენიშნება არც სუნთქვა და არც პულსაცია, ამიტომ ორივე სჭირდება ხელოვნური სუნთქვაც და გულის არაპირდაპირი მასაჟიც. მაგრამ გვაქვს მსგავსი ბილეთიც, სადაც წერია , რომ არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია, იმ შემთხვევაში რადგან პულსაცია აღენიშნება გულის არაპირდაპირი მასაჯი აღარ სჭირდება და სწორი პასუხია: მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა. ანუ ის ბილეთია გამონაკლისი სადაც შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს.)

847

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, მას უნდა ჩაუტარდეს:

1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა

2 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი

3 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #848

თუ დაზარალებული არ სუნთქავს, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:  მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა. ( ეს ბილეთი არის გამონაკლისი სადაც შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს, ანუ რადგან დაშავებულს პულსაცია აქვს გულის არაპირდაპირი მასაჟი აღარ სჭირდება და სწორი პასუხია: მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა.)

848

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს არ აღენიშნება სუნთქვა, მაგრამ აღენიშნება პულსაცია საძილე არტერიაზე, მას უნდა ჩაუტარდეს:

1 მხოლოდ ხელოვნური სუნთქვა

2 მხოლოდ გულის არაპირდაპირი მასაჟი

3 როგორც ხელოვნური სუნთქვა, ასევე გულის არაპირდაპირი მასაჟი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #849

თუ არსებობს ეჭვი საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და  მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება დაშავებულის გადათრევით გადაადგილება  დამხმარეს გარეშე უნდა მოხდეს შემდეგნაირად : მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან  მკლავები მხრებქვეშ უნდა შეუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან. (შპარგალკა: გადათრევით გადაადგილება დამხმარის გარეშე - სავარაუდო პასუხებში მოძებნეთ ის პასუხი სადაც წერია: ,,დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი")

849

თუ არსებობს ეჭვი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანების შესახებ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, როგორ უნდა მოხდეს დაშავებულის გადათრევით გადაადგილება დამხმარეს გარეშე (ერთი ადამიანის მიერ)?

1 მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ზურგიდან მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ, დავაფიქსიროთ ქვედა ყბა და კისერი და ისე გადათრევით გადავაადგილოთ უკან

2 მჯდომარე პოზიციაში დაშავებულს ჩავუდგეთ ფეხებს შორის მკლავები მხრებქვეშ უნდა შევუცუროთ და ზურგზე ერთმანეთს ჩავჭიდოთ. ავწიეთ ფეხებით და დაშავებული გადათრევით გადავაადგილოთ უკან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #850

მუცლის არეში მიღებული ჭრილობის დროს დაშავებულის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს: ზურგზე დაწოლილი მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით.

850

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს მუცლის არეში აღენიშნება ჭრილობა, მისი ტრანსპორტირება უნდა მოხდეს:

1 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით

2 ნახევრად მჯდომარე მდგომარეობაში გამართული ფეხებით

3 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში მუხლებში მოხრილი ფეხებით

4 მჯდომარე მდგომარეობაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #851

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოცენის მიზნით იგი უნდა: დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით). (შპარგალკა: გულწასულიას რომ წაიკითხავთ, სავარაუდო პასუხებში მოძებნეთ სიტყვა -,,ადეკალონი")

851

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული გულწასულია, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით იგი უნდა:

1 დავაწვინოთ გვერდზე მოხრილი ფეხებით

2 დავაწვინოთ ზურგზე, ამოვუდოთ თავქვეშ ბალიში, ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი

3 დავაწვინოთ ზურგზე, ფეხები წამოუწიოთ. ვასუნთქოთ ნიშადურის სპირტი, საფეთქლები დავუზილოთ ადეკოლონით (ან სხვა სპირტის შემცველი სითხით)

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #852

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება  უნდა განხორციელდეს:  გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში.

852

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის თავის ტვინის შერყევის შემთხვევაში, მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

1 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში, ამასთან უნდა ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში

2 გვერდზე დაწოლილ მდგომარეობაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #853

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს  აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი  ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს: ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

853

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს აღენიშნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობა მისი ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს:

1 მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში

2 ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში

3 ჯანმრთელ გვერდზე დაწოლილ ან ნახევრადმჯდომარე მდგომარეობაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #854

ერთი ხელის დაზიანების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ: ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

854

ერთი ხელის დაშავების შემთხვევაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს პიჯაკი ან პერანგი უნდა გავხადოთ:

1 ჯერ ჯანსაღ, ხოლო შემდეგ დაშავებულ ხელზე

2 ჯერ დაშავებულ, ხოლო შემდეგ ჯანსაღ ხელზე

3 ერთდროულად ორივე ხელზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #855

ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:  აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები, თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას , დავალევინოთ თბილი სასმელი. ( შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

855

ტრამვული შოკის დროს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს უნდა:

1 მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, დავაწვინოთ ზურგზე, თავქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი

2 გავხადოთ ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, შუბლზე დავადოთ ცივი საფენები

3 აუცილებლობის შემთხვევაში შევაჩეროთ სისხლდენა, დავაფაროთ სათბურები; თუ არ ვეჭვობთ მუცლის ღრუს შიდა ორგანოების დაზიანებას, დავალევინოთ თბილი სასმელი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #856

საგზაო- სატრანსპორტო  შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასიეთებელი ნიშნებია: ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით. ( შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

 

856

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მსხვილი არტერიიდან სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

1 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით

2 ტანსაცმელი სწრაფად იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

3 ტანსაცმელი გაჟღენთილია სისხლით მხოლოდ ჭრილობის ადგილზე, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #857

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასიათებელი ნიშნებია:ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით,რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

857

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ჭრილობიდან ვენური სისხლდენის დამახასითებელი ნიშნებია:

1 ტანსაცმელი გაჟღენთილია ალისფერი სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება პულსირებული ნაკადით

2 ტანსაცმელი ნელა იჟღინთება მუქი ფერის სისხლით, რომელიც ჭრილობიდან გამოედინება სუსტი ნაკადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #858

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის ადგილის ზემოთ.

858

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კიდურების დაზიანების შემთხვევაში არტერიული სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი უნდა დავადოთ ჭრილობის:

1 ადგილის ზემოთ

2 ადგილის ქვემოთ

3 ადგილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #859

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, თუ არა გვაქვს არტაშანის დასამზადებელი მასალა დაშავებულს დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი უნდა დავამაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით. ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

859

არტაშანის დასამზადებელი მასალის არარსებობისას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ფეხის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში, მას უნდა:

1 დაშავებული ფეხის მთელ სიგრძეზე დავადოთ ბინტის სახვევი

2 დაშავებული და ჯანმრთელი ფეხი დავუმაგროთ ერთმანეთს ბინტის სახვევის გამოყენებით, ამასთან აუცილებელია ფეხებს შორის ჩავუდოთ რბილი ქსოვილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #860

საგზაო-სატრანსპორტო შემტხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე დაშავებული უნდა: დავაწვინოთ ზურგზე მუხლებ ქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

860

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის მენჯისა და ბარძაყის ძვლის მოტეხილობის შემთხვევაში „სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ მოსვლამდე, იგი უნდა:

1 დავაწვინოთ ზურგზე მუხლებქვეშ ამოვუდოთ მჭიდროდ დახვეული საფენი ან ტანსაცმელი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

2 დავაწვინოთ გვერდზე დაუზიანებელ მხარეს, დავადოთ დაშავებულ ადგილზე ცივი საფენი, მივცეთ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #861

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა მიზანშეწონილია: როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე. (შპარგალკათ გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

861

რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ავტომობილის კაბინიდან გადმოყვანა?

1 ყოველთვის დაშავებულის გონების დაკარგვის შემთხვევაში

2 დაშავებულის ქვედა კიდურების მოტეხილობის შემთხვევაში

3 როცა დაშავებულს გონება აქვს დაკარგული და არ აღენიშნება სუნთქვა და პულსაცია საძილე არტერიაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #862

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია: დაშავებულს  კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც  მატულობს ხელით შეხებისას.

862

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ზურგის ტვინის დაუზიანებლად კისრის ხერხემლის მალების ტრავმების სიმპტომებია:

1 დაშავებული ვერ ამოძრავებს ზედა კიდურებს, სუნთქვა უძნელდება

2 დაშავებულს კისრისა და ზურგის არეში აქვს ტკივილი, რომელიც მატულობს ხელით შეხებისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #863

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის კისრის ან ხერხემლის დაზიანებისას ან მასზე ეჭვის მიტანისას არ შეიძლება: როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა; ასევე მის  ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და  უცხო სხეულების მოცილება. (შპარგალკა ,,როგორც")

863

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს კისერი ან ხერხემალი ან არსებობს ეჭვი მათი დაზიანების შესახებ, არ შეიძლება:

1 მხოლოდ დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა

2 მხოლოდ დაშავებულის ჭრილობაზე შეხება

3 მხოლოდ დაშავებულისათვის ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება

4 როგორც დაშავებულისთვის თავისა და კისრის მოძრაობა, ასევე მის ჭრილობაზე შეხება, ძვლის ნამსხვრევების ჩასწორება და უცხო სხეულების მოცილება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #864

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულის ხერხემლის დაზიანების დროს იგი უნდა: დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში. (შპარგალკად გამოიყენეთ გამუქებული ადგილები)

864

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულს დაზიანებული აქვს ხერხემალი, იგი უნდა:

1 დავაწვინოთ გვერდზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე, ამოვუდოთ ბალიში თავქვეშ

2 დავაწვინოთ ზურგზე, სწორ და მაგარ ზედაპირზე და ამოვუდოთ ბალიში კისრისა და წელის არეში

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია