აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (13)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 16
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
საგზაო მონიშვნა
 
ბილეთის განმარტება #829

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს საგზაო ნიშნების მოთხოვნები.

829

თუ საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს:

1 საგზაო ნიშნების მოთხოვნები

2 საგზაო მონიშვნის მოთხოვნები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #830

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. სწორი პასუხია: მხოლოდ მარჯვენა მხრიდან

830

თუ უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან მოწყობილობა განლაგებულია ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე, მძღოლმა მას უნდა შემოუაროს:

1 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან

2 მხოლოდ მარცხენა მხრიდან

3 მარჯვენა, ან მარცხენა მხრიდან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #831

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები.

831

თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა არ რეგულირდება არც საგზაო შუქნიშნით და არც მარეგულირებლის მეშვეობით, მძღოლმა ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოებისას:

1 უნდა მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს ქვეითთა გადასავლელი შეუჩერებლად

2 როგორც ქვეითების მიმართ უპირატესობის მქონემ, უფლება აქვს გაიაროს ქვეითთა გადასასვლელი ნებისმიერი სიჩქარით

3 სათანადოდ უნდა შეამციროს სიჩქარე, რათა საფრთხე არ შეუქმნას ამ გადასასვლელზე შესულ ან შემავალ ქვეითებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს ქვეითები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #832

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლმა, რომელიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფი სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებს, უნდა შეამციროს სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა.

832

მძღოლებმა, რომლებიც მოძრაობის მიმართულების შესაბამისი მხრიდან სათანადო წესით მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისთვის გვერდის ავლას აპირებენ, უნდა:

1 შეამცირონ სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ, რათა უზრუნველყონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების უსაფრთხო ჩასხდომის ან გადმოსხდომის შესაძლებლობა

2 გაზარდონ სიჩქარე, რათა სწრაფად გაიარონ და არ შეაფერხონ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესი

3 გაჩერდნენ გვერდულასთან და არ დაიძრან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გაგრძელებამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #833

საგზაო მოძრაობის შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის მოძრაობის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება საგზაო მონიშვნით ან/და  საგზაო ნიშნებით, ხოლო მისი/მათი არარსებობის შემთხვევაში – თვით მძღოლის მიერ, გზის სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით.

833

შესაბამისი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების არარსებობის შემთხვევაში, ურელსო სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობისათვის ზოლების რაოდენობა განისაზღვრება:

1 თვით მძღოლის მიერ, სავალი ნაწილის სიგანის, სატრანსპორტო საშუალებების გაბარიტებისა და მათ შორის აუცილებელი ინტერვალის გათვალისწინებით

2 ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს მიერ

3 კონონით, რომლის თანახმად ასეთი სახის გზა ითვლება ცალხმრივ მოძრაობიან გზად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #834

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა  უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. სწორი პასუხია: მხოლოდ მარჯვენა მხრიდან

834

ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზე განლაგებულ უსაფრთხოების კუნძულს ან ტუმბოს მძღოლმა უნდა შემოუაროს:

1 მხოლოდ მარცხენა მხრიდან

2 მხოლოდ მარჯვენა მხრიდან

3 მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #835

მოცემულ ბილეთში გვაქვს  საგზაო მონიშვნა , რომელიც  ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან;  ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ხოლო გასწრების ან შემოვლის დამთავრების შემდეგ  უკვე უწყვეტი ხაზის მხრიდანაც, მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლის მძღოლს ეკრღალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება, რადგან იგი უწყვეტი მხრიდან კვეთს სავალ ნაწილს.  სწორი პასუხია: მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს

835

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლს

2 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს

3 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #836

მოცემულ ბილეთში გვაქვს  საგზაო მონიშვნა - წყვეტილი ხაზით, ამ ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან. ანუ მოცემულ სიტუაციაში არცერთი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება.  სწორი პასუხია: არცერთი ავტომობილის მძღოლს

836

მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

3 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #837

მოცემულ ბილეთში გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერები აღნიშნავენ  გზის (მარშრუტის) ნომერს. 

837

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერები აღნიშნავენ:

1 მანძილს უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე

2 გზის (მარშრუტის) ნომერს

3 შესაბამისი ნომრის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ მოძრაობის ზოლებს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #838

მოცემულ ბილეთში გზის სავალ ნაწილზე დატანილი  ყვითელი ტეხილი ხაზი აღნიშნავს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს და ტაქსის სადგომს.

838

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ყვითელი მონიშვნა აღნიშნავს:

1 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისა და ტაქსის სადგომს

2 ხაგრძლივი დასვენებისთვის დგომის ადგილს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #839

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი საგზაო მონიშვნა  აღნიშნავს ადგილს, სადაც ველობილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს.

839

გზის სავალ ნაწილზე დატანილი განივი მონიშვნა აღნიშნავს ადგილს, სადაც:

1 ქვეითთა ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს

2 საველოსიპედო ბილიკი კვეთს გზის სავალ ნაწილს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #840

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს; ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს (როდესაც გამორთულია რევერსული შუქნიშანი) გზაზე, რომელიც რევერსულად წესრიგდება. სწორი პასუხია: რევერსიულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს

840

გზის სავალ ნაწილზე დატანილი ორმაგი წყვეტილი ხაზი აღნიშნავს:

1 გზაჯვარედინზე საველოსიპედო ბილიკებს

2 ადგილს, სადაც მძღოლი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაჩერდეს

3 რევერსულად მოწესრიგებული მოძრაობის ზოლების საზღვრებს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #841

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მონიშვნა გზის სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა  აკრძალულია, დასაშვებია სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი და მძღოლის მარჯვენა მხარეს განლაგებული  ხაზის გადაკვეთა სატრანსპორტო საშუალების გზის ნაპირზე გასაჩერებლად. მოცემულ სითუაციაში აღნიშნული ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ მძღოლი მოძრაობს  B მიმართულებით.  სწორი პასუხია:  B მიმართულებით

841

გზის სავალი ნაწილის ნაპირის ამღვნიშვნელი უწყვეტი ხაზის გადაკვეთა ნებადართულია, თუ მძღოლი მოძრაობს:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #842

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა  ,,BUS"  აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის.

842

გზის სავალ ნაწილზე დატანილი წარწერა “BUS” აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია:

1 ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებებისათვის

2 ველოსიპედებისა და მოპედებისათვის

3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #843

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა იძლევა გაფრთხილებას სავალი ნაწილის შევიწროებასთან, იმ მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ.

843

გზის სავალ ნაწილზე საგზაო მოძრაობის ზოლის შუაში დატანილი ისრის ფორმის მონიშვნა აფრთხილებს:

1 სახიფათო მოსახვევიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე

2 სავალი ნაწილის შევიწროებასთან, მონაკვეთთან, სადაც მცირდება მოცემული მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობა მიახლოების შესახებ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #844

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს გვირაბის, ხიდის, გზაგამტარისა და სხვა ნაგებობის ელემენტის ქვედა ნაპირს, რომელიც განთავსებულია გზის სავალი ნაწილიდან 5 მეტრზე ნაკლებ სიმაღლეზე და რომლის ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი.

844

ხიდზე დახაზული ვერტიკალური მონიშვნა აღნიშნავს:

1 გზის სავალი ნაწილზე მოძრაობის ზოლების რაოდენობას

2 გვირაბის, ხიდის და გზაგამტარის და სხვა ნაგებობათა ელემენტების ქვედა ნაპირს, რომლებიც განთავსებულნი არიან 5 მ-ზე ნაკლებ სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილიდან და რომელთა ქვეშ მთლიანად ან ნაწილობრივ გადის გზის სავალი ნაწილი

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია