ბილეთების რაოდენობა 26 |
![]() |
|
|
ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
|
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითს. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან ისრის მიმარტულებით მოძრაობის შემთხვევაში გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ მსუბუქი ავტომობილი გამოდის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიიდან?
1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2 მოპედის მძღოლს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში.
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, თითოეულში არაუმეტეს:
1 15 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 10 საჭაპანო ტრანსპორტისა
2 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის კოლონები გზის სავალ ნაწილზე მოძრაობისას უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვისა და 5 საჭაპანო ტრანსპორტისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს 80-100 მეტრის. სწორი პასუხია: 80 -100 მეტრს
სასაპალნე და დასაჯდომი პირუტყვის, აგრეთვე საჭაპანო ტრანსპორტის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
1 20-40 მეტრს
2 40-60 მეტრს
3 60-80 მეტრს
4 80-100 მეტრს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე ვალდებულია გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს. სწორი პასუხია: ვალდებულია
ვალდებულია თუ არა საჭაპანო ტრანსპორტის მეხრე, გზის მიმდებარე ტერიტორიიდან ან მეორეხარისხოვანი გზიდან იმ ადგილზე გასვლისას, სადაც ცუდი ხილვადობაა, პირუტყვი აღვირით ატაროს?
1 არ არის ვალდებული
2 ვალდებულია
საგზაო მოძრაობის წესების შესახე საქართველოს კანონის თანახმად, პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს დღე-ღამის ნათელ დროს.
პირუტყვის გზაზე გადარეკვა, როგორც წესი, უნდა განხორციელდეს:
1 დღე-ღამის ბნელ დროს
2 დღე-ღამის ნათელ დროს
3 როგორც დღე-ღამის ნათელ, ასევე ბნელ დროს
საგზაო მოძრაობის წესების შესახე საქართველოს კანონის თანახმად, პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგებზე გადარეკვისას (მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით) მთელი პირუტყვი უნდა დაიყოს ჯგუფებად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თითოეული ჯგუფის უსაფრთხო გადარეკვა. ე.ი. სავალდებულოა პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგებზე გადარეკვისას მთელი პირუტყვი დაიყოს ჯგუფებად, მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით.
სავალდებულოა თუ არა პირუტყვის რკინიგზის ლიანდაგებზე გადარეკვისას მთელი პირუტყვი დაიყოს ჯგუფებად, მეხრეთა რაოდენობის გათვალისწინებით?
1 სავალდებულოა
2 არ არის სავალდებულო
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მეხრეს ეკრძალება: როგორც პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება; ასერვე სხვა გზის არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე. (შპარგალკა ,,როგორც")
მეხრეს ეკრძალება:
1 მხოლოდ პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება
2 მხოლოდ სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
3 როგორც პირუტყვის გზაზე უმეთვალყურეოდ მიტოვება, ასევე სხვა გზების არსებობისას პირუტყვის გარეკვა ასფალტისა და ცემენტ-ბეტონის საფრის მქონე გზებზე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოძრაობის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად, კერძოდ, დაუსახლებელ პუნქტში, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც გზის სავალ ნაწილზე მოძრაობენ, შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაონ ერთ მწკრივად. სწორი პასუხია: ერთ მწკრივად
დაუსახლებელ პუნქტში, არასაკმარისი ხილვადობის პირობებში ან სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის მაღალი ინტენსიურობის შემთხვევაში ქვეითებმა (გარდა მსვლელობით სიარულის შემთხვევებისა), რომლებიც მოძრაობენ გზის სავალ ნაწილზე (რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის კიდესთან), შეძლებისდაგვარად უნდა იმოძრაონ:
1 ერთ მწკრივად
2 ორ მწკრივად
3 სამ მწკრივად
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზაზე ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია არანაკლებ 14 წლის ასაკიდან, ხოლო მოპედის მართვა და მეხრეობა – 16 წლის ასაკიდან. ანუ სწორი პასუხია: 14 წლის ასაკიდან
გზებზე, ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა ნებადართულია:
1 12 წლის ასაკიდან
2 14 წლის ასაკიდან
3 16 წლის ასაკიდან
4 18 წლის ასაკიდან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზაზე მოპედის მართვა და მეხრეობა ნებადართულია არანაკლებ – 16 წლის ასაკიდან, ხოლო ველოსიპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მართვა 14 წლის ასაკიდან. ანუ სწორი პასუხია: 16 წლის ასაკიდან
გზებზე მოპედის მართვა ნებადართულია:
1 12 წლის ასაკიდან
2 14 წლის ასაკიდან
3 16 წლის ასაკიდან
4 18 წლის ასაკიდან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალული არ არის ველოსიპედებისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გზებზე კოლონებად გადაადგილება. სწორი პასუხია: არ არის აკრძალული
აკრძალულია თუ არა ველოსიპედებისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების გზებზე კოლონად გადაადგილება?
1 აკრძალულია
2 არ არის აკრძალული
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებისათვის დასაშვებია კოლონად გადაადგილება. ველოსიპედებისა და მოპედების კოლონების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში ისინი უნდა დაიყოს ჯგუფებად, მაგრამ არაუმეტეს 10 ერთეულისა თითოეულში. გასწრების გასაადვილებლად ჯგუფებს შორის მანძილი უნდა იყოს 80−100 მეტრი. სწორი პასუხია: 80 - 100 მეტრს
ველოსიპედისა და მოპედის ჯგუფების გზის სავალ ნაწილზე მოძრაობის შემთხვევაში, გასწრების გასაადვილებლად, ჯგუფებს შორის მანძილი უნდა შეადგენდეს:
1 40-60 მეტრს
2 60-80 მეტრს
3 80-100 მეტრს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, ამასთანავე, თუ გზის სავალ ნაწილზე გართულებულია მოძრაობა, დასაშვებია ველოსიპედით ტროტუარზე გადაადგილება იმ პირობით, რომ არ შეფერხდება ქვეითთა მოძრაობა. სწორი პასუხია: ველოსიპედის მძღოლს
ველოსიპედის მოძრაობის ზოლის ან ველობილიკის ან გვერდულას არარსებობისას, გზის სავალ ნაწილზე გართულებული მოძრაობის შემთხვევაში, თუ არ შეფერხებს ქვეითთა მოძრაობას, ტროტუარზე გადაადგილების უფლება აქვს:
1 ველოსიპედის მძღოლს
2 მოპედის მძღოლს
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზაჯვარედინის მიღმა გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებმა გზა უნდა დაუთმონ ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს. ე.ი. ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაერმოექმნებათ გზის დათმობის ვალდებულება. სწორი პასუხია : წარმოექმნებათ გზის დათმობის ვალდებულება
გზაჯვარედინის მიღმა, გამავალ გზასთან ველობილიკის არარეგულირებულ გადაკვეთაზე, ველოსიპედისა და მოპედის მძღოლებს ამ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებების მიმართ:
1 ენიჭებათ უპირატესობა
2 წარმოექმნებათ გზის დათმობის ვალდებულება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ველოსიპედის, მოპედისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლებს არ ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით უჭირავთ. სწორი პასუხია: არ ეკრძალებად
ეკრძალებათ თუ არა ველოსიპედების, მოპედებისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით უჭირავთ?
1 ეკრძალებათ
2 არ ეკრძალებათ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი ველობილიკის ან ველოსიპედის მოძრაობის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით.
გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების კარი გზის სავალი ნაწილის, ველობილიკის ან ველოსიპედის ზოლის მხარეს არ უნდა იყოს გაღებული:
1 5 წუთზე მეტი ხნით
2 15 წუთზე მეტი ხნით
3 მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის საჭირო დროზე მეტი ხნით
4 20 წუთზე მეტი ხნით
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის, ველოსიპედის მძღოლი ვალდებულია გზაზე ისე იმოძრაოს, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი ეხებოდეს გზის ზედაპირს. ანუ სწორი პასუხია: არა აქვს უფლება
აქვს თუ არა უფლება მოპედის, მოტოციკლის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა და ველოსიპედის მძღოლს გზაზე იმოძრაოს ისე, რომ სატრანსპორტო საშუალების ყველა თვალი არ ეხებოდეს გზის ზედაპირს?
1 არ აქვს უფლება
2 აქვს უფლება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გზებზე სასაპალნე, შესაბმელ და დასაჯდომ, აგრეთვე გასარეკ პირუტყვს უნდა ჰყავდეს მეხრე, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს მის მართვას. გზებზე მეხრეობა ნებადართულია 16 წლის ასაკიდან. სწორი პასუხია: 16 წლის ასაკიდან
გზებზე მეხრეობა ნებადართულია:
1 12 წლის ასაკიდან
2 14 წლის ასაკიდან
3 16 წლის ასაკიდან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მეხრეს ეკრძალება პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა.
მეხრეს ეკრძალება:
1 გზაზე ერთდროულად 5-ზე მეტი საპალნე პირუტყვის გარეკვა
2 პირუტყვის გადარეკვა რკინიგზის ლიანდაგებზე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილების გარდა
3 ერთდროულად ფარისა და ნახირის გარეკვა
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე.
სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოცდა ნებადართულია:
1 გზის სავალ ნაწილზე
2 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე
3 მხოლოდ სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მათი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე
© ყველა უფლება დაცულია