აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 24
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
 
ბილეთის განმარტება #799

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა 25 კმ/სთ-ზე მეტი კონსტრუქციული სიჩქარის მქონე მცირე კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. ანუ ნებადართულია, თუ მცირე კვადროციკლის კონსტრუქციული სიჩქარე არაუმეტეს 25კმ/სთ - ია. სწორი პასუხია: არაუმეტეს 25კმ/სთ - ია

799

მცირე კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება, 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია, თუ მცირე კვადროციკლის კონსტრუქციული სიჩქარე:

1 არა უმეტეს 25 კმ/სთ-ია

2 25 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ 45 კმ/სთ-ზე ნაკლებია

3 25 კმ/სთ-ზე მეტია, იმ პირობით რომ მძღოლს გააჩნია მცირე კვადროციკლის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #800

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა მოტორიზრბული ტრიციკლით ან კვადროციკლით, თუ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. ანუ სწორი პასუხია: არ არის ნებადართული

800

ნებადართულია თუ არა 12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა იმ მოტორიზებული ტრიციკლით ან კვადროციკლით, რომლის კონსტრუქციიდან გამომდინარე შეუძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება?

1 ნებადართულია, თუ მძღოლს გააჩნია აღნიშნული ტრანსპორტის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

2 ნებადართულია ნებისმიერ შემთხვევაში

3 არ არის ნებადართული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #801

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად) ითვლება, თუ , თუ ტვირთი სატრანსპორტო საშუალების უკანა გაბარიტის წერტილიდან 2 მეტრზე მეტადაა გამოშვერილი. სწორი პასუხია: 2 მეტრზე მეტად

801

სატრანსპორტო საშუალება ითვლება არაგაბარიტულად (მსხვილგაბარიტიანად), თუ ტვირთი მისი უკანა გაბარიტის წერტილიდან გამოშვერილია:

1 1 მეტრზე

2 1,70 მეტრზე

3 2 მეტრზე

4 2 მეტრზე მეტად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #802

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:  საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე;  არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა; არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები.  ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა

802

სატრანსპორტო საშულებაზე გადასაზიდი ტვირთის განთავსებისას ან/და დამაგრებისას ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი მოთხოვნის გათვალისწინება არ არის სავალდებულო?

1 საფრთხე არ უნდა შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე

2 არ უნდა იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ უნდა დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა

3 არ უნდა დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ხელით მისაცემი სიგნალები

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოთხოვნის გათვალისწინება სავალდებულოა

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია