აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (13)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 24
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი
 
ბილეთის განმარტება #779

საგზაო მოძრაობის  წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ბავშვთა ჯგუფების გამცილებლის მინიშნებისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ გზის სავალ ნაწილს.  სწორი პასუხია: ვალდებულია

779

ვალდებულია თუ არა მძღოლი ბავშვთა ჯგუფების გამცილებლის მინიშნებისას გზა დაუთმოს იმ ბავშვებს, რომლებიც კვეთენ სავალ ნაწილს?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #780

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ბავშვთა ჯგუფების გადაყვანილი უნდა იქნეს სრულწლოვანი გამცილებლის თანმხლებით, ამასთანავე ბავშვთა ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს ორი ბავშვისა.  სწორი პასუხია: ორი ბავშვისა

780

ბავშვთა ჯგუფების გადაყვანისას ჯგუფი უნდა დაიყოს რიგებად, რიგში არაუმეტეს:

1 ორი ბავშვისა

2 სამი ბავშვისა

3 ოთხი ბავშვისა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #781

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად:  3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, რომელიც შეესაბამება ბავშვის სიმაღლესა და წონას. გარდა იმ შემთხვევისა , როდესაც  უკანა სავარძელზე მჯდომი არანაკლებ 16 წლის მგზავრის კალთაში,  მხოლოდ ეს ბავშვი უზის. ანუ სწორი პასუხია:  სავალდებულოა

781

სავალდებულოა თუ არა 3 წლამდე ბავშვის მსუბუქი ავტომობილის უკანა სავარძლით გადაყვანისას გამოყენებული იქნას სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძელი ან დამჭერი მოწყობილობა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უკანა სავარძელზე მჯდომ არანაკლებ 16 წლის მგზავრს კალთაში მხოლოდ ეს ბავშვი უზის?

1 სავალდებულოა

2 არ არის სავალდებულო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #782

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მგზავრთა გადაყვანა აკრძალულია, თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად).  სწორი პასუხია: აკრძალულია

782

აკრძალულია თუ არა მგზავრთა (12 წლამდე ბავშვების გაუთვალისწინებლად) გადაყვანა, თუ მგზავრთა რაოდენობა აღემატება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლით გათვალისწინებულ ოდენობას?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #783

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, არ არის ნებადართული მგზავრთა იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს სატრანსპორტო საშუალების მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს. სწორი პასუხია: არ არის ნებადართული

783

ნებადართულია თუ არა მგზავრების იმ რაოდენობით ან ისე გადაყვანა, რომ ეს ხელს უშლიდეს მართვას ან მძღოლს უზღუდავდეს ხედვის არეს?

1 არ არის ნებადართული

2 ნებადართულია, მხოლოდ მძღოლის თანხმობით

3 ნებადართულია, მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში, მეორეხარისხოვან გზაზე, იმ პირობით, რომ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/სთ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #784

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალული არ არის  მგზავრთა გადაყვანა მობუქსირე ავტობუსით. (ანუ ავტობუსში ,რომელიც ბუქსირებას ეწევა შეიძლება მზავრების ყოფნა). სწორი პასუხია: მობუქსირე ავტობუსით

784

აკრძალული არ არის მგზავრთა გადაყვანა:

1 ტრაქტორის და სხვა თვითმავალი მანქანების სალონის, ან კაბინის გარეთ

2 სატვირთო ავტომობილის მისაბმელით, აგრეთვე მისაბმელ-აგარაკით

3 სატვირთო მოტოციკლის ძარით

4 მობუქსირე ავტობუსით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #785

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულია მგზავრთა გადაყვანა თუ სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას.  სწორი პასუხია: აკრძალულია

785

აკრძალულია თუ არა მგზავრთა გადაყვანა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება მის ნებადართულ მაქსიმალურ მასას?

1 არ არის აკრძალული

2 აკრძალულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #786

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:  საფრთხე არ შეექმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე; არ შეიზღუდოს ხილვადობა და ხედვის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა;  არ დაიფაროს სატრანსპორტო საშუალების სინათლეები, „სდექ“ სიგნალი, მოხვევის შუქ-მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები. ანუ სწორი პასუხია: დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა

786

სატრანსპორტო საშუალებაზე ნებისმიერი ტვირთი იმგვარად უნდა მოთავსდეს და აუცილებლობის შემთხვევაში დამაგრდეს, რომ მისი გადაზიდვისას:

1 მხოლოდ საფრთხე არ შეექმნას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეს, ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო, საზოგადოებრივ და კერძო ქონებას, ტვირთი არ ეთრეოდეს და არ ცვიოდეს გზაზე

2 მხოლოდ არ იქნეს შეზღუდული ხილვადობა და მხედველობის არე, არ დაირღვეს სატრანსპორტო საშუალების მდგრადობა და არ გაძნელდეს მისი მართვა

3 მხოლოდ არ დაიფაროს სინათლეები, სდექ-სიგნალი, მოხვევის მაჩვენებლები, შუქამრეკლი მოწყობილობები, რეგისტრაციის ნომერი და მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული ხელით მისაცემი სიგნალები

4 დაცული იქნეს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #787

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად  და უკან 2 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“. ვინაიდან მოცემულ ბილეთში გვეკითხებიან წინ და უკან ამიტომ სწორი პასუხია: 1,0 მეტრზე მეტად

787

ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, თუ ის სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან გადმოშვერილია:

1 1,0 მეტრზე მეტად

2 არანაკლებ 1,5 მეტრით

3 არანაკლებ 2,0 მეტრით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #788

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად ,ან წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად  და უკან 2 მეტრზე მეტად  გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“. ვინაიდან მოცემულ ბილეთში გვეკითხებიან გვერდიდან, ამიტომ სწორი პასუხია: 0,4 მეტრზე მეტად

788

ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით - „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი”, თუ ის გვერდიდან, საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან გადმოშვერილია:

1 არანაკლებ 2 მეტრით

2 არანაკლებ 1,5 მეტრით

3 0,4 მეტრზე მეტად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #789

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტის გარეთ წინ ან/და უკან 1 მეტრზე მეტად ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი უნდა აღინიშნოს საცნობი ნიშნით „არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთი“, აგრეთვე დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, წინ – თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით.  ანუ სწორი პასუხია: როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან - წითელი ფარნით ან შუქამრეკლით  ( შპარგალკა  ,,როგორც")

789

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების გაბარიტს გარეთ, წინ ან/და უკან ერთ მეტრზე მეტად, ან გვერდიდან საგაბარიტო სინათლის გარე ნაპირიდან 0,4 მეტრზე მეტად გადმოშვერილი ტვირთი დამატებით უნდა აღინიშნოს:

1 მხოლოდ წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით

2 მხოლოდ უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით

3 როგორც წინ - თეთრი ფარნით ან შუქამრეკლით, ასევე უკან – წითელი ფარნით ან შუქამრეკლით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #790

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში. სწორი პასუხია: მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში

790

სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანა დასაშვებია:

1 მხოლოდ დგომით მდგომარეობაში

2 ჯდომით მდგომარეობაში, თუ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია ითვალისწინებს დასაჯდომ ადგილებს, ხოლო თუ არ ითვალისწინებს - დგომით მდგომარეობაში

3 მხოლოდ ჯდომით მდგომარეობაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #791

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

791

გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვის შემთხვევაში, მძღოლმა უნდა:

1 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს

3 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული გზის მონაკვეთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #792

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე ან მის სიახლოვეს ბავშვის დანახვისას ან გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“, მძღოლმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს ისეთი სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერების შესაძლებლობას მისცემს.

792

გზაზე გაჩერებული ავტობუსის დანახვისას, რომელზეც დამაგრებულია საცნობი ნიშანი -„ბავშვების გადაყვანა“, მძღოლი ვალდებულია:

1 მისცეს ხმოვანი სიგნალი და გაიაროს შეუჩერებლივ

2 გააჩეროს სატრანსპორტო საშუალება და არ დაძრას იგი, სანამ აღნიშნული ავტობუსი არ გააგრძელებს მოძრაობას

3 გამოიჩინოს განსაკუთრებული სიფრთხილე და იმოძრაოს სიჩქარით, რომელიც თავიდან ააცილებს საფრთხეს და აუცილებლობის შემთხვევაში მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე შეძლებს გაჩერებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #793

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს. სწორი პასუხია: ვალდებულია ყველა შემთხვევაში

793

ვალდებულია თუ არა გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, გზა დაუთმოს თეთრი ფერის ხელჯოხით მოძრავ უსინათლო ქვეითს, რომელიც კვეთს სავალ ნაწილს?

1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში

2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე

3 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #794

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები. მძღოლი ვალდებულია ყველა შემთხვევაში გზა დაუთმოს თეთრი ხელჯოხით ან გამყოლ-ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს. სწორი პასუხია: ვალდებულია ყველა შემთხვევაში

794

რა შემთხვევაშია ვალდებული მძღოლი, გზა დაუთმოს გამყოლ ძაღლთან ერთად მოძრავ უსინათლო ქვეითს?

1 ვალდებულია ყველა შემთხვევაში

2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე

3 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უსინათლო ქვეითი მოძრაობს არარეგულირებულ ქვეითთა გადასასვლელზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #795

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ გზის სავალი ნაწილის კიდესთან არსებობს ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკი, ტროტუარი ან გზისპირი, ქვეითმა უნდა გამოიყენოს იგი, თუმცა უნდა დაიცვას სიფრთხილის აუცილებელი ზომები. მაგრამ  ქვეითის  გზის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება დასაშვებია, თუ მას  გადააქვს დიდი მოცულობის ტვირთი,  რის გამოც მისი ტროტუარზე  გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს .

795

დასაშვებია თუ არა ქვეითის სავალი ნაწილის კიდესთან გაადაგილება ქვეითთა მოძრაობისთვის გამოსადეგი ტროტუარის არსებობისას?

1 დაუშვებელია

2 დასაშვებია, თუ მას გადააქვს დიდი მოცულების ტვირთი, რის გამოც მისი ტროტუარზე გადაადგილება დააბრკოლებს სხვა ქვეითებს

3 დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #796

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს  უფლება აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გადაადგილდეს გზის სავალი ნაწილის კიდესთან. სწორი პასუხია: დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში

796

დასაშვებია თუ არა სავარძელ-ეტლით მოძრავ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სავალი ნაწილის კიდესთან გადაადგილება, მოძრაობისთვის გამოსადეგი ქვეითთა ბილიკის არსებობის შემთხვევაში?

1 დაუშვებელია

2 დასაშვებია ნებისმიერ შემთხვევაში

3 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეითთა ბილიკზე ქვეითთა ინტენსიური მოძრაობაა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #797

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ქვეითს ეკრძალება ორმხრივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე ან მის გასწვრივ მოძრაობა, თუ მასზე ტროტუარი არ არის. სწორი პასუხია: დაუშვებელია

797

დასაშვებია თუ არა ქვეითის მოძრაობა ორმხივმოძრაობიანი გზის გამყოფ ზოლზე, თუ მასზე არ არის ტროტუარი?

1 დასაშვებია, თუ აღნიშნულ გზაზე მოძრაობა ნებადართულია არა უმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით

2 დასაშვებია მხოლოდ ავტომაგისტრალებზე

3 დაუშვებელია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #798

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია 12 წლამდე ბავშვის გადაყვანა:  მსუბუქ ავტომობილის წინა სავარძლით,  მოპედით და მოტოციკლით. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

798

12 წლამდე ასაკის ბავშვის გადაყვანა ნებადართულია:

1 მსუბუქ ავტომობილის წინა სავარძლით

2 მოპედით

3 მოტოციკლით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არც ერთი პასუხი არ არის სწორი

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია