აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
ბილეთების რაოდენობა 21
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
ბუქსირება
 
ბილეთის განმარტება #750

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ანუ მოცემულ სიტუაციაში თუ ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით ( თოკით), მაშინ მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ  B   მიმართულებით (ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს).  სწორი პასუხია:  მხოლოდ  B  მიმართულებით   ( გამონაკლისი: შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს, აქ გაითვალისწინეთ მეორე შპარგალკა: საკმაოდ ბევრი ბილეთებია ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გასასვლელებზე და ყველგან B მიმართულებაა სწორი პასუხი, გარდა სასწავლო სვლების შემთხვევაში - ავტომაგისტრალზე სასწავლო სვლა არ შეიძლება.)

750

ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით). მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #751

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულ სატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება ავტომაგისტრალზე შესვლა. თვითნაკეთი მოწყობილობით ბუქსირებულმა გაუმართავმა სატრანსპორტო საშუალებამ, რომელიც ავტომაგისტრალზე მწყობრიდან გამოვიდა, ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს. ანუ მოცემულ სიტუაციაში თუ ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით ( თოკით) მაშინ მაბუქსირებელ ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით (ავტომაგისტრალი უახლოეს გამოსასვლელზე უნდა დატოვოს). სწორი პასუხია:   არა აქვს უფლება

751

აქვს თუ არა უფლება მაბუქსირებელ ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ბუქსირება ხდება თვითნაკეთი მოწყობილობით (თოკით)?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #752

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება, ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს. ანუ მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი არღვევს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სწორი პასუხია:  არღვევს

752

არღვევს თუ არა ისრის მიმართულებით მოძრავი მობუქსირე ავტომობილის მძღოლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისათვის დადგენილ მოთხოვნებს?

1 არღვევს

2 არ არღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #753

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია: ტრაქტორის ანუ  „T“ და „S“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით; აგრეთვე იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ანუ მოცემულ სიტუაციაში ტრაქტორის მძღოლი არღვევს საგზაო წესებს რადგან იგი მოძღაობს 50კმ/სთ სიჩქარით და სატვირთო ავტომობილის მძღოლიც არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს,რადგან თუ იგი 50კმ/სთ -ით მოძრავს უსწრებს ე.ი. ის უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობს. ანუ მოცემულ სიტუაციაში ორივე ავტომობილისმძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. სწორი პასუხია:  როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი  (შპარგალკა ,,როგორც")

753

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ტრაქტორი მოძრაობს 50კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სატვირთო ავტომობილი ახორციელებს გასწრებას?

1 მხოლოდ ტრაქტორის მძღოლი

2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

3 როგორც ტრაქტორის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #754

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ხისტი ან მოქნილი გადაბმით, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია. მისი ბუქსირება უნდა განხორციელდეს ნაწილობრივი დატვირთვის მეთოდით. ანუ სწორი პასუხია:  არ არის დასაშვები

754

დასაშვებია თუ არა, გაუმართავი საჭის მართვის მექანიზმის მქონე მსუბუქი ავტომობილის მოცემული ხერხით ბუქსირება?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #755

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ბუქსირება  იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის საჭის მართვის მექანიზმი გაუმართავია უნდა განხორციელდეს მოცემული ხერხით, ანუ ნაწილობრივი დათვირთვის მეთოდით.  სწორი პასუხია:  დასაშვებია

755

დასაშვებია თუ არა, გაუმართავი საჭის მართვის მექანიზმის მქონე მსუბუქი ავტომობილის მოცემული ხერხით ბუქსირება?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #756

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკძალულია  მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით  სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება. ანუ მოცემულ სიტუაციაში მობუქსირე ნახევრადმისაბმელიანი საწევარას მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.  სწორი პასუხია: მობუქსირე ნახევრადმისაბმელიანი საწევარას მძღოლი

756

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მობუქსირე ნახევარმისაბმელიანი საწევარას მძღოლი

2 წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #757

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად:  დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია; მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად საბუქსირო (შემაერთებელი) მოწყობილობა აღნიშნული უნდა იქნეს ალმებით ან სხვა გამაფრთხილებელი მოწყობილობით, არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). ამავე კანონის  თანახმად, დაუსახლებელ პუნქტში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალი ნაწილის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც მოძრაობა ნებადართულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მძღოლმა უნდა იმოძრაოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. აკრძალულია მარცხენა ზოლის დაკავება, როცა მარჯვენა ზოლი თავისუფალია, გარდა დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების შემთხვევისა. მოცემულ სიტუაციაში გვაქვს შემდეგი სახის დარღვევები: სავალ ნაწილზე განლაგება; მობუქსირე ავტომობილს არა აქვს ჩართული ახლო განათების ფარები; საბუქსიროს - ავარიული სიგნალიზაცია და საბუქსირო მოწყობილობა აღნიშნული არ არის ალმებით. ე.ი. ოთხი დარღვევა. სწორი პასუხია:  ოთხი

757

მოცემულ სიტუაციაში საგზაო მოძრაობის წესების რამდენი მოთხოვნაა დარღვეული, თუ მოქნილი გადამბმით ბუქსირებული შემადგენლობა მოძრაობს 50 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო მათ შორის მანძილი 5 მეტრია?

1 ორი

2 სამი

3 ოთხი

4 ხუთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #758

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო სასუალების ბუქსირებას დასაშვებია არაუმეტეს 50კმ/სთ სიჩქარით.მოცემულ სიტუაციაში გვაქვს  საგზაო ნიშანი - „რეკომენდებული სიჩქარე“  ,რომელიც მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე, მაგრამ ნიშანი არ ავალდებულებს მძღოლს ნიშანზე აღნიშნული სიჩქარით მოძრაობას (რეკომენდაცია არის რჩევა , რომელიც შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ). ანუ  მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს როგორც A ,  ასევე   B  მიმართულებით . სწორი პასუხია:  როგორც A , ასევე B მიმართულებით  (შპარგალკა ,,როგორც")

758

მოცემულ სიტუაციაში, მობუქსირე ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #759

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია. ანუ სწორი პასუხია: ეკრძალება

759

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მობუქსირე ავტომობილის მძღოლს, ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ გზა მოყინულია?

1 ეკრძალება

2 არა ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #760

საგზაო მოძრაობის შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, დაუშვებელია მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით  სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება .  ანუ სწორი პასუხია: არ არის დასაშვები

760

დასაშვებია თუ არა მისაბმელიანი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

3 დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელის ნებადართული მაქსიმალური მასა 750 კგ-ზე ნაკლებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #761

საგზაო მოძრაობის  წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს  სამი მეთოდით:  ხისტი ან მოქნილი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.  ანუ სწორი პასუხია: როგორც  ხისტი, ასევე მოქნილი გადაბმით და ნაწილობრივი დატვირთვით. (შპარგალკა  ,,როგორც")

761

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება შეიძლება განხორციელდეს:

1 მხოლოდ ხისტი გადაბმით

2 მხოლოდ მოქნილი გადაბმით

3 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით

4 როგორც ხისტი, ასევე მოქნილი გადაბმით და ნაწილობრივი დატვირთვით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #762

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას. მოცემულ სიტუაციაში, რადგან გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირე სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას არ არის სავალდებულო საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი. სწორი პასუხია: არ არის სავალდებულო

762

სავალდებულოა თუ არა, ხისტი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი, როცა გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე ტრანსპორტის ტრაექტორიით მიყოლას?

1 სავალდებულოა

2 არ არი სავალდებულო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #763

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხისტი ან მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მძღოლი უნდა მართავდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოძრაობისას ხისტი გადაბმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს საბუქსირო სატრანსპორტო საშუალების მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ტრაექტორიით მიყოლას. მოცემულ სიტუაციაში რადგან ბუქსირება ხდება მოქნილი გადაბმით სავალდებულოა საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი. სწორი პასუხია:  სავალდებულოა

763

სავალდებულოა თუ არა, მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას, საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებას მართავდეს მძღოლი?

1 სავალდებულოა

2 არ არი სავალდებულო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #764

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია მგზავრის გადაყვანა  საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, აგრეთვე მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ძარაზე. ანუ სწორი პასუხია: როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების ძარაზე   (შპარგალკა  ,,როგორც")

764

ნაწილობრივი დატვირთვით ბუქსირებისას აკრძალულია ხალხის ყოფნა:

1 მხოლოდ საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში

2 მხოლოდ მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე

3 როგორც საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაში, ასევე მობუქსირე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძარაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #765

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის მანძილი მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას უნდა იყოს 4−6 მეტრი, ხოლო ხისტი გადაბმით ბუქსირებისას – არაუმეტეს 4 მეტრისა.  ანუ სწორი პასუხია: 4 - 6 მეტრს

765

მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას მანძილი მობუქსირე და საბუქსირო სატრანსპორტო საშუალებებს შორის უნდა შეადგენდეს:

1 2-4 მეტრს

2 4-6 მეტრს

3 6-8 მეტრს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #766

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება ორი ან მეტი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, რომელსაც ორი ან მეტი მისაბმელი აქვს. სწორი პასუხია: აკრძალულია

766

აკრძალულია თუ არა, იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება, რომელსაც ორი მისაბმელი აქვს?

1 არ არის აკრძალული

2 აკრძალულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #767

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება: მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება; მოქნილი გადაბმით, როცა გზა მოყინულია. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

767

ბუქსირება დასაშვებია:

1 მოტოციკლით, გვერდითი მისაბმელის გარეშე, აგრეთვე ასეთი მოტოციკლის ბუქსირება

2 მოქნილი გადაბმით, როცა გზები მოყინულია

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი პასუხი არ არის სწორი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #768

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი. ანუ სწორი პასუხია: ახლო განათების ფარები

768

დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს:

1 საგაბარიტო სინათლეები

2 ახლო განათების ფარები

3 ნისლსაწინააღმდეგო ფარები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #769

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას დრეკადი შემაერთებელი რგოლების აღსანიშნავად გამოიყენება ალმები, ან გამაფრთხილებელი მოწყობილობა.  დრეკად შემაერთებელ რგოლზე მაგრდება არანაკლებ ორი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი). ანუ სწორი პასუხია: ორი

769

სულ მცირე, რამდენი გამაფრთხილებელი მოწყობილობა (ალამი) უნდა დამაგრდეს დრეკად შემაერთებელ რგოლზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოქნილი გადაბმით ბუქსირებისას?

1 ორი

2 სამი

3 ოთხი

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია