ბილეთების რაოდენობა 11 |
![]() |
|
|
საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი
|
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. ამავე თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ტრაექტორიები იკვეთება, ხოლო გავლის რიგითობა განსაზღვრული არ არის, მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მას მარჯვნიდან უახლოვდება. ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება როგორც მოტოციკლის, ასევე ქვეითის მიმართ. სწორი პასუხია: როგორც მოტოციკლის, ასევე ქვეითის მიმართ (შპარგალკა ,,როგორც")

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში:
1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლის მიმართ
2 მხოლოდ ქვეითის მიმართ
3 როგორც მოტოციკლის მძღოლის, ასევე ქვეითის მიმართ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს.
თუ ხილვადობის ზონაში არ არის ქვეითთა გადასასვლელი ან გზაჯვარედინი, ქვეითის გზაზე გადასვლა ნებადართულია გზის სავალი ნაწილის ღერძის პერპენდიკულარულად, იმ მონაკვეთში, სადაც:
1 გამყოფი ზოლია და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
2 არ არის გამყოფი ზოლი ან ღობურა და გზა ორივე მხრიდან კარგად ჩანს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, იქ სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, ქვეითი უნდა გადავიდეს როგორც მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, ასევე მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ. (შპარგალკა ,,როგორც")
იქ სადაც არ არის ქვეითთა გადასასვლელი, გზის სავალ ნაწილზე ქვეითი უნდა გადავიდეს:
1 მხოლოდ მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის განსაზღვრის შემდეგ
2 მხოლოდ მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის განსაზღვრის შემდეგ
3 მხოლოდ გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ
4 როგორც მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, ასევე მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნების შემდეგ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მიმდებარე ტერიტორიიდან გზაზე გასვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასა და ქვეითებს. ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ. სწორი პასუხია: როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ ( შპარგალკა ,,როგორც")

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 მხოლოდ ქვეითების მიმართ
2 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
4 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი საგზაო ნიშნით - „საცხოვრებელი ზონა“ აღნიშნულ საცხოვრებელ ზონებში, ქვეითმა უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს ტრანსპორტის მოძრაობა. ანუ სწორი პასუხია: არ აქვთ უფლება

აქვთ თუ არა უფლება საცხოვრებელ ზონაში მოძრავ ქვეითებს უსაფუძვლოდ შეაფერხონ თეთრი ავტომობილის მოძრაობა?
1 აქვთ უფლება, ვინაიდან საცხოვრებელ ზონაში ქვეითს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ
2 არ აქვთ უფლება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო ნიშნით - ,,საცხოვრებელი ზონა" აღნიშნულ საცხოვრებელ ზონაში მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს - არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 20კმ/სთ სიჩქარით

საცხოვრებელ ზონაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს:
1 20 კმ/სთ სიჩქარით
2 40 კმ/სთ სიჩქარით
3 60 კმ/სთ სიჩქარით
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, შესაბამისი საგზაო ნიშნით -„საცხოვრებელი ზონის დასასრული“, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გამოდის საცხოვრებელი ზონიდან იგი ვალდებულია გადაკვეთაზე გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს. ანუ გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

რომელი ავტომობილს მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
2 ავტობუსის მძღოლს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად საგზაო ნიშანი - „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ - აღნიშნავს საცხოვრებელი ზონის დასასრულს. ამავე კანონის თანახმად, საცხოვრებელი ზონიდან გამოსვლისას საგზაო მოძრაობის მონაწილემ, გადაკვეთაზე გზა უნდა დაუთმოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს და ქვეითებს ( ყველას ვისაც გზას უჭრის). მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ. სწორი პასუხია: როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა მოპედის მძღოლების მიმართ (შპარგალკა ,,როგორც")

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 მხოლოდ ქვეითების მიმართ
2 მხოლოდ ველოსიპედის მძღოლის მიმართ
3 მხოლოდ მოპედის მძღოლის მიმართ
4 როგორც ქვეითების, ასევე ველოსიპედისა და მოპედის მძღოლების მიმართ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში აკრძალულია გამჭოლი მოძრაობა, სასწავლო სვლა და ჩართული ძრავათი დგომა; ანუ მოცემულ ბილეთში ჩამოთვლილთაგან აკრძალული არ არის მხოლოდ იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120კმ/სთ (კონსტრუქციული სიჩქარე არ ნიშნავს იმას, რომ ავტომობილი 120კმ/სთ -ით მოძრაობს, შეიძლება კონსტრუქციული სიჩქარე 120კმ/სთ ჰქონდეს და მოძრაობდეს 20კმ/სთ -ით ) სწორი პასუხია: იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ქმედების განხორციელება არ არის აკრძალული ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში?
1 ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამჭოლი მოძრაობა
2 სასწავლო სვლა
3 ჩართული ძრავით სატრანსპორტო საშუალების დგომა
4 იმ ავტომობილით გადაადგილება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეითთა ზონად გამოცხადებულ ადგილზე და საცხოვრებელ ზონაში ქვეითებს უპირატესობა აქვს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ქვეითებს
ქვეითთა ზონებად გამოცხადებულ ადგილებში და საცხოვრებელ ზონებში სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ მოძრაობის უპირატესობა ენიჭებათ:
1 მძღოლებს
2 ქვეითებს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია მხოლოდ გზის სავალი ნაწილის შედარებით ამაღლებულ ჩასასხდომ ბაქანზე, ხოლო მისი არარსებობისას – ტროტუარზე ან გვერდულაზე. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულზე
ჩასასხდომი ბაქანის არ არსებობის შემთხვევაში, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისა და ტაქსის მოცდა ნებადართულია:
1 მხოლოდ სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს
2 მხოლოდ სავალი ნაწილის შუაში დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულზე
3 მხოლოდ ტროტუარზე ან გვერდულაზე
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ ადგილას
© ყველა უფლება დაცულია