აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
ბილეთების რაოდენობა 16
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობა ავტომაგისტრალზე
 
ბილეთის განმარტება #723

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „ავტომაგისტრალი” აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.  ამავე კანონის თანახმად ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის  გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის  გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია  და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი  საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. სწორი პასუხია: უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

723

სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის იძულებით გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა:

1 მხოლოდ უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 მხოლოდ შესაბამისი ნიშნით უნდა მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

3 უნდა ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #724

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა იმოძრაოს ამ ზოლზე და შემდეგ გადაადგილდეს ძირითად  მოძრაობის ზოლზე (მას არა აქვს უფლება პირდაპირ გადაჭრას ძირითადი ზოლი). ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ B  მიმართულებით.  სწორი პასუხია: მხოლოდ  B მიმართულებით  (შპარგალკა: ავტომაგისტრალის შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე საკმაოდ ბევრი ბილეთებია და ყველგან  ,, B მიმართულებაა" სწორი პასუხი, სასწავლო სვლების გარდა -ავტომაგისტრალზე სასწავლო სვლები არ შეიძლება )

724

გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #725

საგზაო მოძრაობის წესების შესახ საქართველოს კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ამავე კანონის  თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა .  ანუ წითელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა. სწორი პასუხია: ეკრძალება

725

წითელი ავტომობილის მძღოლი გასცდა მარჯვნივ მოსახვევს. ეკრძალება თუ არა მას მოსახვევში შესასვლელად ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #726

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „ავტომაგისტრალი” - აღნიშნავს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.ამავე კანონის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება  უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ანუ  მოცემულ სიტუაციაში მძღოლს ეკრძალება უკუსვლით მოძრაობა. სწორი პასუხია: ეკრძალება

726

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასცდა სავალი ნაწილების განივი შეერთების ადგილს. ეკრძალება თუ არა მას ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #727

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც მოხვევას აპირებს, დროულად უნდა გადაადგილდეს ამ ზოლზე და შემდეგ  შეანელოს სიჩქარე.

727

დამუხრუჭების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლი, რომელიც აპირებს მოხვევას ვალდებულია:

1 წინასწარ შეანელოს სიჩქარე და მოხვევის მანევრი შეასრულოს დამუხრუჭების ზოლზე გადაუსვლელად

2 დროულად გადაადგილდეს დამუხრუჭების ზოლზე და შემდეგ შეანელოს სიჩქარე

3 მოხვევის მანევრის შესრულებამდე გაჩერდეს დამუხრუჭების ზოლზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #728

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია ქვეითის, მოპედის, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის  მოძრაობა. ანუ მოცემულ ბილეთში ჩამოთვლილ საგზაო მოძრაობის მონაწილეთაგან მხოლოდ ავტომატარებლების მძღოლებს არ ეკრძალებათ მოძრაობა. სწორი პასუხია: ავტომატარებლების მძღლებს

728

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეებს არ ეკრძალებათ ავტომაგისტრალებზე, აგრეთვე ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მოძრაობა?

1 მოპედის მძღოლებს

2 ქვეითებს

3 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების მძღოლებს

4 ავტომატარებლების მძღოლებს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #729

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალულია სასწავლო სვლა. ამავე კანონის თანახმად ავტომაგისტრალებზე, ავტომაგისტრალების შესასვლელებზე და გამოსასვლელებზე მძღოლს ეკრძალება მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა, აგრეთვე ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა. ანუ მოცემულ ბილეთში ჩამოთვლილთაგან ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის მეორე ზოლის იქით, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემათება.  სწსორი პასუხია: მეორე ზოლის იქით, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომელის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება

729

ავტომაგისტრალზე, ასევე ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე აკრძალული არ არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მობრუნება ან უკუსვლით მოძრაობა

2 სატრანსპორტო საშუალებით ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა

3 მეორე ზოლის იქეთ, იმ მგზავრთა გადაყვანისათვის განკუთვნილი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება

4 სასწავლო სვლა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #730

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე დემონსტრაციის, ავტორალის, სარეკლამო ავტოგადარბენის, საავტომობილო შეჯიბრების ჩატარება და სატრანსპორტო საშუალებისა და მისი ძარას მქონე პროტოტიპის ტექნიკური გამოცდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით.

730

დემონსტრაციები, ავტორალი, სარეკლამო ავტოგადარბენები, საავტომობილო შეჯიბრებები და სატრანსპორტო საშუალებების და მათი ძარის მქონე პროტოტიპების ტექნიკური გამოცდა ავტომაგისტრალზე დასაშვებია:

1 აღნიშნული პროცესების ჩამტარებელი ორგანოს ან საზოგადოების ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით

2 აღმასრულებელი ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით

3 აღნიშნულ პროცესებში მონაწილე პირთა გადაწყვეტილებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #731

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე და რაც შეიძლება სწრაფად შევიდეს მოძრაობის შენელების ზოლზე. ანუ მოცემულ სიტუაციაში ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს B  მიმართულებით.  სწორი პასუხია:  B  მიმართულებით  (შპარგალკა: ავტომაგისტრალების შესასვლელებსა და გასასვლელებში ყველგან ,, B  მიმართულებაა " სწორი პასუხი, სასწავლო სვლების გარდა - ავტომაგისტრალზე სასწავლო სვლები არ შეიძლება)

731

ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #732

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე გასასვლელ ადგილზე გაქანების ზოლის არსებობის შემთხვევაში მძღოლმა ამ ზოლზე უნდა იმოძრაოს და შემდეგ  გადაადგილდეს ძირითად მოძრაობის ზოლზე ( მას არა აქვს უფლება პირდაპირ გადაჭრას ძირითადი ზოლი). ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ  B მიმართულებით.  სწორი პასუხია: მხოლოდ   B  მიმართულებით  (გამონაკლისი შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს, მიაქციეთ ყურადღება სხვა  შპარგალკას: ავტომაგისტრალების შესასვლელებსა და გასასვლელებზე საკმაოდ ბევრი ბილეთებია და ყველგან ,, B მიმართულებაა"  სწორი პასუხი სასწავლო სვლების გარდა - ავტომაგისტრალზე სასწავლო სვლები აკრძალულია.).

732

ავტომაგისტრალზე შესასვლელად მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #733

საგზაო მოძრაობისწესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე შესვლისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს. ანუ მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობით სარგებლობს მოტოციკლის მძღოლი. სწორი პასუხია: მოტოციკლის მძღოლი

733

ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობით სარგებლობს:

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მოტოციკლის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #734

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება. ამავე კანონის თანახამდ, ავტომაგისტრალიდან გამოსვლისას მძღოლი დროულად უნდა გადავიდეს ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე ზოლზე. მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, რადგან იგი მოძრაობს მეორე ზოლის იქით და მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც დაარღვევს, რადგან დროულად არ გადაადგილდა ავტომაგისტრალიდან გამოსასვლელის მიმდებარე მარჯვენა ზოლზე . ანუ ორივე ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში. სწორი პასუხია: ორივე ავტომობილის მძღოლი

734

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

2 ორივე ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #735

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე  მძღოლს ეკრძალება:  ცენტრალურ გამყოფ ზოლსა და გზის ორივე სავალი ნაწილის განივ შეერთებაზე გასვლა; ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებითი გაჩერების შემთხვევაში არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. სწორი პასუხია: არღვევს

735

არღვევს თუ არა საგზაო მოძრაობის წესებს მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 არ არღვევს

2 არღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #736

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე აკრძალულია  მოპედების მოძრაობა,  ამავე კანონის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება მეორე ზოლის იქით იმ ტვირთის გადამზიდავი ავტომობილით (სატვირთოთი) მოძრაობა, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონას აღემატება . აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მოპედის და სატვირთო ავტომობილის  მძღოლებს ეკრძალებათ  ისრის მიმართულებით მოძრაობა და მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა.  ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

736

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ მოპედის მძღოლს

3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

4 ყველა სატრანსპორტო საშუალების მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #737

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი ფერის მოელვარე სპეციალური შუქური სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების,  თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს, მას არ ეკრძალება ისრის მიმართულებით  მოძრაობა,  არ ეკრძალება არც მსუბუქი ავტომობილის მძღოლს. ე.ი. ისრის მიმართულებით მოძრაობა არცერთი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება. სწორი პასუხია: არცერთი ავტომობილის მძღოლს

737

სატვირთო ავტომობილის მძღოლი ასრულებს საგზაო-სარემონტო სამუშაოებს. რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #738

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება, ავტომობილის  გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის  გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია  და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი  საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები. ამავე კანონის  თანახმად, „საავარიო გაჩერების ნიშანი“  უნდა დაიდგას  დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებიდან - არანაკლებ 15 მეტრზე, ხოლო დაუსახლებელში - არანაკლებ 30 მეტრზე. აქედან გამომდინარე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს.  სწორი პასუხია: არ არღვევს

738

მოცემულ სიტუაციაში, არღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სატრანსპორტო საშუალების იძულებით გაჩერების წესებს?

1 არ არღვევს

2 არღვევს

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია