ბილეთების რაოდენობა 22 |
![]() |
|
|
რკინიგზის გადასასვლელი
|
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით

თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი:
1 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან
2 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
3 მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით
4 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად შეიძლება მიეცეს ხმოვანი სიგნალი, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეებს დამატებით ამცნობს რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ.
რკინიგზის გადასასვლელზე, შუქნიშნის წითელ მოციმციმე მაშუქ სიგნალთან ერთად მიცემული ხმოვანი სიგნალი, მოძრაობის მონაწილეებს დამატებით აწვდის ინფორმაციას:
1 გადასასვლელზე მოძრაობის აკრძალვის შესახებ
2 გადასასვლელზე მოძრაობის გაგრძელების უფლების შესახებ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე.
რკინიგზის გადასასვლელზე ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე, ან ერთი მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს:
1 ეკრძალებათ მოძრაობა
2 უფლება აქვთ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ ამასთან ვალდებულები არიან დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალები გამორთულია, მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა).
თუ რკინიგზის გადასასვლელზე შუქნიშნის მაშუქი სიგნალები გამორთულია:
1 მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, როცა ხილვადობის ფარგლებში არ ჩანს გადასასვლელთან მოახლოებული მატარებელი (ლოკომოტივი, დრეზინა)
2 მოძრაობა აკრძალულია
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა. ამავე კანონის თანახმად , აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა , ხოლო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება. სწორი პასუხია: მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
3 ორივე ავტომობილის მძღოლს
4 არცერთი ავტომობილის მძღოლს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. ამავე კანონის თანახმად, შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არ არსებობისას - შლაგბაუმიდან ან ნახევრადშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: ,,სდექ" ხაზთან

მოცემულ სიტუაციაში მძღოლი უნდა გაჩერდეს:
1 შუქნიშნის გასწვრივ
2 უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
3 „სდექ“ ხაზთან
4 უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა. თუ რკინიგზის გადასასვლელზე ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია მძღოლი უნდა გაჩერდეს შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა , ,,სდექ" ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: გაჩერდება ნახევრადშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე

ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია. ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
1 გაჩერდება ნახევარშლაგბაუმამდე, არანაკლებ 5 მეტრის მანძილზე
2 შემოუვლის შლაგბაუმს და გაივლის რკინიგზის გადასასვლელს
3 სიფრთხილის ზომების გათვალისწინებით თვითონ გახსნის შლაგბაუმს და გააგრძელებს მოძრაობას
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი პასუხებიდან არცერთი არ არის სწორი
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე კანონის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან. სწორი პასუხია: გაჩერდეს შუქნიშანთან

მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:
1 გააგრძელოს მოძრაობა, რადგან შლაგბაუმი აწეულია
2 გაჩერდეს შუქნიშანთან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე კანონის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სარკინიგზო გადასასვლელთან მძღოლები უნდა გაჩერდნენ ,,STOP" ნიშანთან, რაც შეასრულა თეთრი ავტომობილის მძღოლმა, ხოლო ყვითელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან იგი გასცდა ,,STOP" ნიშანს და შემდეგ გაჩერდა. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი

მოცემულ სიტუაციაში, სარკინიგზო გადასასვლელთან გაჩერებული, რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?
1 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
2 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი
3 ორივე ავტომობილის მძღოლები
4 არცერთი ავტომობილის მძღოლი
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, ამავე კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ლურჯი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით გასწრება, რადგან იგი არღვევს კანონის ორივე მოთხოვნას. სწორი პასუხია: ეკრძალება

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
მოცემულ სიტუაციაში რკინიგზის გადასასვლელთან დგას მარეგულირებელი ავტომობილისაკენ მარჯვენა გვერდით, ხელები ჩამოშვებული აქვს. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ამ მდგომარეობაში მარეგულირებელი მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს აძლევს მოძრაობის უფლებას. აქედან გამომდინარე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა. სწორი პასუხია: უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა

მარეგულირებელი დგას ავტომობილისაკენ მარჯვენა გვერდით, ხელები ჩამოშვებული აქვს. მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი:
1 ვალდებულია შეანელოს მოძრაობა და გაჩერდეს
2 ვალდებულია გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
3 ვალდებულია გაჩერდეს ნახევარშლაგბაუმამდე, არა ნაკლებ 5 მეტრის მანძილზე
4 უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ავტომობილის მძღოლს შუქნიშანში უნთია წითელი მაშუქი სიგნალი, რომელიც უკრძალავს მოძრაობას, მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მატარებლის გავლისა და შუქნიშანზე მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ.

მატარებელი ამთავრებს რკინიგზის გადასასვლელის გავლას. ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1 დაუყოვნებლივ, მატარებლის გავლის შემდეგ
2 მატარებლის გავლისა და შუქნიშანზე მოციმციმე ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის შემდეგ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მიუხედავად მაშუქი და ხმოვანი სიგნალების მითითებისა, არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, რომლის შლაგბაუმი ან ნახევარშლაგბაუმი დაკეტილია, იკეტება ან იწევა. ამავე კანონის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან. სწორი პასუხია: შუქნიშანთან

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს:
1 ნახევარშლაგბაუმთან, არანაკლებ 5 მ-ის მანძილზე
2 უახლოესი რელსიდან, არანაკლებ 10 მ-ის მანძილზე
3 შუქნიშანთან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა. ამავე კანონის თანახმად თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან, ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. მოცემულ სიტუაციაში მძოლი ვალდებულია გაჩერდეს პირველ რიგში ,,სდექ" ხაზთან. სწორი პასუხია: ,,სდექ" ხაზთან

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს:
1 უშუალოდ შლაგბაუმთან
2 „სდექ“ ხაზთან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, ამავე კანონის თანახმად საგზაო ნიშანი - „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ და „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ, რომელიც დაუსახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან 50 მეტრის მანძილზე (ერთ ხაზიანი - 50 მეტრში, სამ ხაზიანი - 150-300 მეტრში); აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი იმყოფება რკინიგზის გადასავლელთან 50 მეტრის მანძილზე და მას ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა (გასწრება), ხოლო ვინაიდან ლურჯი ავტომობილის მძღოლს შუქნიშანში ყვითელი მაშუქი სიგნალი უნთია მას უფლება აქვს გააგრძელოს ისრის მიმართულებით მოძრაობა. სწორი პასუხია: მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?
1 ორივე ავტომობილის მძღოლს
2 არცერთი ავტომობილის მძღოლს
3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
4 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად: აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება რკინიგზის გადასასვლელზე; მძღოლი, რომელიც მობრუნებას ან უკუსვლით მოძრაობას აპირებს, უნდა დარწმუნდეს, რომ მას შეუძლია ისე შეასრულოს ეს მანევრი, რომ საფრთხე არ შეუქმნას და ხელი არ შეუშალოს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. მოცცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი მობრუნების მანევრს რკინიგზის გადასასვლელზე არ ასრულებს, იგი უკუსვლით შორდება რკინიგზის გადასასვლელს, რითაც არ უქმნის საფრთხეს მოძრაობის სხვა მონაწილეებს და მხოლოდ ამის შემდეგ ასრულებს მობრუნების მანევრს. აქედან გამომდინარე მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით უკუსვლით მოძრაობა და შემდგომ მობრუნების მანევრის შესრულება. სწორი პასუხია: არ ეკრძალება

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრის მიმართულებით ავტომობილით უკუსვლით მოძრაობა და შემდგომ მობრუნების მანევრის შესრულება?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად რკინიგზის გადასასვლელზე გამოიყენება ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალი, რომელთაგან წითელი მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას, ხოლო ყვითელი მაშუქი სიგნალი ნიშნავს, რომ მძღოლებს შეუძლიათ გააგრძელონ მოძრაობა, მაგრამ, ამასთანავე, ვალდებული არიან, დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან მძღოლს შუქნიშანში ყვითელი მაშუქი სიგნალი უნთია, აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით

მოცემულ სიტუაციაში, შუქნიშნის მოციმციმე ყვითელ მაშუქ სიგნალზე:
1 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან და დაელოდოს სიგნალის შეცვლას
2 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს უახლოესი რელსიდან არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე
3 მძღოლს უფლება აქვს გააგრძელონ მოძრაობა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით
4 მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს შუქნიშანთან
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გასწრება აკრძალულია რკინიგზის გადასასვლელზე და მის წინ 100 მეტრზე ახლოს, ამავე კანონის თანახმად საგზაო ნიშანი -„რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” - აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ; და „რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოება” - დამატებით აფრთხილებს მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების შესახებ, რომელიც დაუსახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან 50 მეტრის მანძილზე (ერთ ხაზიანი - 50 მეტრში, სამხაზიანი - 150-300 მეტრში); აქედან გამომდინარე ლურჯი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება ეკრძალება. სწორი პასუხია: ეკრძალება

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით გასწრება?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლი არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, თუ წინასწარ არ დარწმუნდება, რომ იძულებული არ იქნება, გაჩერდეს მასზე. მოცემულ სიტუაციაში რკინიგზის გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი, წითელი ავტომობილის მძღოლი თუ შევა რკინიგზის გადასასვლელზე იგი იძულებული გახდება გაჩერდეს მასზე. აქედან გამომდინარე წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება არა აქვს . სწორი პასუხია: არა აქვს უფლება

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს რკინიგზის გადასასვლელზე შესვლის უფლება, თუ გადასასვლელის შემდეგ წარმოქმნილია საცობი?
1 არ აქვს უფლება
2 აქვს უფლება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია: საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით რკინიგზის გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა; შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა; იმ სასოფლო-სამეურნეო, საგზაო-სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ რკინიგზის გადასასვლელი ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა; აქედან გამომდინარე რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება
რკინიგზის გადასასვლელზე აკრძალულია:
1 მხოლოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით, გადასასვლელის წინ მდგომი სატრანსპორტო საშუალების შემოვლა
2 მხოლოდ შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის თვითნებური გახსნა
3 მხოლოდ იმ სასოფლო - სამეურნეო, საგზაო - სამშენებლო და სხვა მანქანებისა და მექანიზმების არასატრანსპორტო მდგომარეობაში გადატანა, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ გადასასვლელი, ან შეაფერხონ მასზე მოძრაობა
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების განხორციელება
© ყველა უფლება დაცულია