აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 44
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
გაჩერება დგომა
 
ბილეთის განმარტება #651

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას.  ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება, ნიშნის მოქმედების ზონაში  დაფიანი განმეორებითი  ნიშნების დადგმით -  „დგომის ადგილი“ (P). აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს   მხოლოდ  A ადგილას.  ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ  A  ადგილას  ( გამონაკლისი შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს)

651

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 როგორც A, ასევე B ადგილას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #652

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო მონიშვნა - მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოიყენება დამოუკიდებლად ან ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ  ადგილას. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

652

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრის ჩამოსმის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #653

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო მონიშვნა - მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოიყენება დამოუკიდებლად ან ნიშანთან ერთად,  ამ შემთხვევაში ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს მხოლოდ  A  ადგილას. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ  A  ადგილას

653

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 არც A და ასევე არც B ადგილას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #654

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს A ადგილას გაჩერების უფლება არ აქვს, რადგან იგი სავალი ნაწილების გადაკვეთის ადგილია, ხოლო  B ადგილას უფლება აქვს გაჩერდეს, რადგან იგი ქვეითთა გადასასვლელის წინ  10 მეტრითაა დაშორებული. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ B ადგილას (გამონაკლისი - შპარგალკა ,,როგორც" არ მოქმედებს)

654

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A ადგილას

2 მხოლოდ B ადგილას

3 როგორც A ადგილას, B ასევე ადგილას

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია