აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 44
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
გაჩერება დგომა
 
ბილეთის განმარტება #631

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება: გზის სავალ ნაწილზე, გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა;  აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება  იმ ადგილზე, სადაც იგი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს; ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება აკრძალულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

631

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

1 მხოლოდ გზაზე გამავალი ტრამვაის და რკინიგზის ლიანდაგებზე, ან მათ ახლოს, თუ ამას შეუძლია გააძნელოს ტრამვაის ან მატარებლების მოძრაობა

2 მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც სატრანსპორტო საშუალება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს უფარავს შუქნიშნის სიგნალებს ან საგზაო ნიშნებს

3 მხოლოდ ნელმავალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ, შესაბამის საგზაო ნიშნით აღნიშნულ დამატებით მოძრაობის ზოლზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #632

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადებზე, ხიდებზე და გზაგამტარებზე, გარდა იმ შემთხვევებისა როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია. ამავე კანონის თანახმად ხიდზე აკრძალულია მობრუნება. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში არცერთი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში, რადგან ხიდზე თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისათვის არის ორზე მეტი ზოლი (სამი ზოლი), ხოლო თეთრი ავტომობილის მძღოლი გაცდა ხიდს და შემდეგ ასრულებს მობრუნების მანევრს. ანუ სწორი პასუხია: არცერთი ავტომობილის მძღოლი

632

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ისრით მითითებულ ადგილზე გაჩერების შემთხვევაში?

1 ორივე ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #633

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების მობრუნება და უკუსვლით მოძრაობა ხიდზე, გზაგამტარზე, ესტაკადაზე და მათ ქვეშ. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. ანუ სწორი პასუხია: ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები

633

მოცემულ სიტუაციაში, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ხიდზე მგზავრთა ჩასხდომის მიზნით მსუბუქი ავტომობილი ისრის მიმართულებით მოძრაობს უკუსვლით, ხოლო - მოტოციკლი ახორციელებს ისრის მიმართულებით მობრუნებას?

1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი

2 მხოლოდ ავტომობილის მძღოლი

3 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

4 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #634

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით 100 მეტრზე ნაკლებია. ანუ სწორი პასუხია: 100 მეტრზე ნაკლებია

634

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე სახიფათო მოსახვევისა და გზის გრძივი პროფილის ამობურცული გადატეხვის ახლოს, სადაც გზის ხილვადობა თუნდაც ერთი მიმართულებით:

1 100 მეტრზე ნაკლებია

2 100 მეტრზე მეტია, მაგრამ 150 მეტრზე ნაკლებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #635

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლი ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარი დახურულია, და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე.

635

ვალდებულია თუ არა მძღოლი მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა განახორციელოს მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სრული გაჩერების შემდეგ, ხოლო მოძრაობა დაიწყოს მაშინ, როცა კარები დახურულია და არ გააღოს ის სრულ გაჩერებამდე?

1 არ არის ვალდებული

2 ვალდებულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #636

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა, დგომის ამკრძალავი საგზაო ნიშნის  მოქმედების ზონაში. ამავე კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას. ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ორივე ავტომობილი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით, რადგან ისინი ნიშნის მოქმედების ზონაში დგანან. ანუ სწორი პასუხია: ორივე ავტომობილი

636

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი

3 ორივე ავტომობილი

4 არცერთი ავტომობილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #637

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია:  დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე; ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე (სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს). აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება გაჩერდეს დასახლებული პუნქტის ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით, რადგან აღნიშნულ ადგილზე არის თითეული მიმართულებისათვის ერთზე მეტი სამოძრაო ზოლი (ორი ზოლი). ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

637

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს დასახლებული პუნქტის ორმხრივმოძრაობიან გზაზე, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #638

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ ტრამვაის ხაზი მდებარეობს გზის შუაში, მაშინ თამხვედრი მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია  შეამციროს სიჩქარე და  აუცილებლობის შემთხვევაში, გაჩერდეს, რათა უზრუნველყოს მგზავრების საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხო ჩასხდომის ან იქიდან გადმოსხდომის შესაძლებლობა. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა- გადმოსხდომა არ წარმოებს, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

638

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ მონიშნულ გაჩერებაზე მყოფ ტრამვაიში მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხდომა არ წარმოებს?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #639

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სხვა გზაზე გასასვლელად ან გზის მიმდებარე ტერიტორიაზე შესასვლელად ,  თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი აპირებს გზიდან გასვლას მარჯვენა მხრიდან, სატრანსპორტო საშუალებამ უნდა იმოძრაოს რაც შეიძლება ახლოს სავალი ნაწილის მარჯვენა კიდესთან და შემდეგ შეასრულოს შეძლებისდაგვარად მოკლე მანევრი; ამავე კანონის  თანახმად საგზაო მონიშვნა BUS აღნიშნავს სპეციალურ ზოლს, რომელიც განკუთვნილია სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის. ამავე კანონის თანახმად, გზაზე, სადაც  სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება, მაგრამ თუ ეს ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისგან მონიშვნის წყვეტილი ხაზითაა გამოყოფილი, მოხვევისას სხვა სატრანსპორტო საშუალებები ამ ზოლზე უნდა გადაჯგუფდნენ, თუ ეს არ დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში რადგან მსუბუქი ავტომობილის მძღოლს განზრახული აქვს გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა, ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქიდან მოუხვევს მარჯვნივ. ანუ სწორი პასუხია: გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქიდან მოუხვევს მარჯვნივ

639

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს განზრახული აქვს გზაჯვარედინზე მარჯვნივ მოხვევა, ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:

1 გაუსწრებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ

2 გაუსწრებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან

3 გაატარებს ავტობუსს, გადავა მარჯვენა ზოლში და იქედან მოუხვევს მარჯვნივ

4 გაატარებს ავტობუსს და მარჯვნივ მოუხვევს მეორე ზოლიდან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #640

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად ნიშანი -  „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით. ამავე კანონის თანახმად, გზაზე, სადაც ამ საგზაო ნიშნით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

640

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს დასახლებულ პუნქტში, სურათზე მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #641

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები - მძღოლს აქვს უფლება გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის ან საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად მონიშნული ადგილი, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია:  აქვს უფლება

641

აქვს თუ არა უფლება მძღოლს, საფრთხის შემთხვევაში, გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება საგზაო ნიშნით აღნიშნულ იმ გვირაბში, რომელშიც არარსებობს სპეციალურად გაჩერებისთვის მონიშნული ადგილები?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #642

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესები -მძღოლს აქვს უფლება გააჩეროს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება მხოლოდ საავარიო სიტუაციის, ან საფრთხის შემთხვევაში, ამასთანავე მან უნდა გამოიყენოს სპეციალურად გამოყოფილი ადგილი , თუ ამის შესაძლებლობა არსებობს. ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში მძღოლმა ძრავი უნდა გამორთოს. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: არ არის დასაშვები

642

დასაშვებია თუ არა საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბში მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივი გაჩერების შემთხვევაში ჩართული ძრავით დგომა?

1 დასაშვებია

2 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #643

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან 15 მეტრზე ახლოს, თუ ეს აბრკოლებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას. ანუ მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: 15 მეტრზე ახლოს

643

სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის კონსტრუქციულად გამოყოფილი გაჩერების ადგილებიდან, ხოლო მათი არარსებობის შემთხვევაში – სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების ან ტაქსის გაჩერების მაჩვენებლიდან, თუ ეს აბრკოლებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობას, სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება აკრძალულია:

1 15 მეტრზე ახლოს

2 25 მეტრზე ახლოს

3 30 მეტრზე ახლოს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #644

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. ანუ მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია: აკრძალულია

644

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება იმ ესტაკადების, ხიდებისა და გზაგამტარების ქვეშ, სადაც არარსებობს გაჩერებისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები?

1 აკრძალული, მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება, რომელთა ნებადართული მაქსიმალური მასა 3,5 ტონაზე მეტია

2 აკრძალულია

3 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #645

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების კარის გაღება მის სრულ გაჩერებამდე. კარის გაღებამ არ უნდა შეუქმნას დაბრკოლება ან საფრთხე სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ანუ მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: აკრძალულია

645

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კარების გაღება მის სრულ გაჩერებამდე?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

3 არ არის აკრძალული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება დაბალი სიჩქარით მოძრაობს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #646

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მგზავრი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდეს და იქიდან გადმოვიდეს მისი სრული გაჩერების შემდეგ, ტროტუარის ან გვერდულას მხრიდან, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – გზის სავალი ნაწილის მხრიდან, თუ იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. ანუ მოცემულ სიტუაციაში სწორი პასუხია: დასაშვებია, თუ ტროტოარის ან გვერდულის მხრიდან ჩაჯდომა შეუძლებელია და იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

646

დასაშვებია თუ არა მგზავრის სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდომა სავალი ნაწილის მხრიდან?

1 დაუშვებელია

2 დასაშვებია, თუ ტროტუარის ან გვერდულის მხრიდან ჩაჯდომა შეუძლებელია და იგი არ შეუქმნის დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს

3 დასაშვებია მხოლოდ დაუსახლებულ პუნქტებში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #647

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  ,,გაჩერება" ნიშნავს:  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის. 

647

„გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას სატრანსპორტო ნაკადში

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებელის მოთხოვნათა გამო

3 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #648

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ,,დგომა" ნიშნავს:  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტა 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

648

„დგომა“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახულ შეწყვეტას 5 წუთამდე, ან უფრო მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელია მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვი

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის გამიზნულად შეწყვეტას 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #649

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ანუ სწორი პასუხია: ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თვითეული მიმართულებისთვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე

649

ნებადართულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს?

1 ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტებში

2 ნებადართულია მხოლოდ დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე

3 ნებადართულია ნებისმიერ გზაზე, რომლის შუაში არ არის ტრამვაის ლიანდაგი

4 არ არის ნებადართული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #650

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების დგომა: ა) იმ ადგილას, სადაც გაჩერება აკრძალულია; ბ) გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს; დ) ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ჩამოთვლილთაგან ყველა ადგილას აკრძალულია. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია

650

სატრანსპორტო საშუალების დგომა არ არის აკრძალული:

1 გაჩერების ამკრძალავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში

2 გზის სავალ ნაწილზე რკინიგზის გადასასვლელთან 50 მეტრზე ახლოს

3 ეზოდან ავტომობილის გამოსასვლელთან

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ადგილას აკრძალულია

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია