აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (8)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 44
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
გაჩერება დგომა
 
ბილეთის განმარტება #611

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების დგომა, დაუსახლებელ პუნქტში  გზის სავალ ნაწილზე, აგრეთვე დასახლებულ პუნქტში გზის სავალ ნაწილზე, სადაც მოძრაობა დაშვებულია 80 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, გარდა სპეციალურად აღნიშნული ადგილებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში გვაქვს საგზაო ნიშანი ,,მაქსიმალური სიჩქარე" - 90კმ/სთ, ამიტომ ამ ნიშნის მოქმედების ზონაში მძღოლს ეკრძალება ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილის დგომა. ანუ სწორი პასუხია: ეკრძალება

 

611

ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილზე ავტომობილით დგომა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #612

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს. ამავე კანონის თანახმად გზაზე, სადაც  საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მღოლი არღვევს გაჩერების წესს, რადგან იგი გადასულია საგზაო ნიშნით აღნიშნულ სამარშუტო სატრანსორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში, გაჩერების წესს არღვევს სატვირთო ავტომობილის მძღოლიც, რადგან იგი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელის წინ, გაჩერების წესებს არ არღვევს მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი, რადგან იგი გაჩერებულია საგზაო წესების დაცვით საგზაო ნიშნით აღნიშნულ ავტობუსების გაჩერების ადგილზე. ანუ სწორი ასუხია: მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი

612

მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი აწარმოებს მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას. რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს გაჩერების წესებს?

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ სამარშუტო ყვითელი ავტობუსის მძღოლი

3 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #613

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ არარეგულირებული ქვეითთა გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი.

613

თუ ქვეითთა არარეგულირებული გადასასვლელის წინ გაჩერდა ან მოძრაობა შეანელა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებამ, მეზობელ ზოლებზე მოძრავ სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებმა მოძრაობა უნდა განაგრძონ:

1 სიჩქარის შეუცვლელად, რადგან ქვეითი ვალდებულია არ გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში

2 მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებიან, რომ გაჩერებული სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების წინ არ არის ქვეითი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #614

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად გზაზე, სადაც საგზაო ნიშნებით აღნიშნული სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლია, აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება.  აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება მგზავრთა ჩასხდომის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას (მითუმეტეს უწყვეტი ხაზის გადაკვეთის უფლება). ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

614

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მგზავრთა ჩასხდომის მიზნით გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #615

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. ამავე კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა ნებადართულია ერთ რიგად, სავალი ნაწილის კიდის პარალელურად, გარდა იმ ადგილისა, რომელიც სატრანსპორტო საშუალების სხვაგვარად დაყენების პირობებს ქმნის. დასაშვებია გვერდითი მისაბმელის გარეშე ორთვლიანი სატრანსპორტო საშუალებების ორ რიგად დაყენება. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ეტლიანი მოტოციკლი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით, რადგან იგი დადგა უეტლო მოტოციკლის გვერდით ორ რიგად. ანუ სწორი პასუხია: ეტლიანი მოტოციკლი

615

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ ჯერ დადგა თეთრი მსუბუქი ავტომობილი, მერე - უეტლო მოტოციკლი და ბოლოს - ეტლიანი მოტოციკლი?

1 თეთრი მსუბუქი ავტომობილი

2 უეტლო მოტოციკლი

3 ეტლიანი მოტოციკლი

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #616

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. ამავე კანონის თანახმად დაუსახლებელ პუნქტში ხანგრძლივი დასვენების (ღამის გათევის ან სხვა) მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლების მიღმა. ამავე კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „დასახლებული პუნქტის დასასრული“ - მიუთითებს შესაბამისად  აღნიშნული დასახლებული პუნქტების დასასრულს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით, რადგან ხანგრძლივი დასვენების მიზნით დგომა ნებადართულია მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ სადგომზე ან გზის ფარგლებს მიღმა. ანუ სწორი პასუხია: წითელი ავტომობილი

616

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით, თუ მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი დადგა ხანგრძლივი დასვენების მიზნით?

1 შავი ავტომობილი

2 წითელი ავტომობილი

3 ორივე ავტომობილი

4 არცერთი ავტომობილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #617

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება გაჩერდეს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით.  ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

617

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გაჩერდეს ისრით მითითებულ ადგილას მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #618

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადაზე, ხიდსა და გზაგამტარზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნულ ადგილებში ორზე მეტი თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში თეთრი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, რადგან იგი გაჩერებულია იქ სადაც ორზე მეტი (სამი) თანმხვედრი მიმართულების მოძრაობის ზოლია, ხოლო წითელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, რადგან იგი გაჩერებულია იქ სადაც მხოლოდ ორი ზოლია თანმხვედრი მიმართულების მოძრაობისათვის. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი

618

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ხიდზე ისრით მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

1 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი

3 ორივე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #619

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, რადგან იგი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელის შემდეგ (და არა მასზე და მის წინ) და სავალი ნაწილების გადაკვეთიდან 5 მეტრზე მეტ მანძილზე (9 მეტრში),  ხოლო თეთრი ავტომობილის მძღოლი  არვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, რადგან იგი გაჩერებულია ქვეითთა გადასასვლელის წინ 3 მეტრში. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი

619

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

1 ორივე ავტომობილის მძღოლი

2 არცერთი ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლი

4 მხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #620

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე დგომა ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, რადგან იგი  ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს. ანუ სწორი პასუხია: დაარღვევს

620

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, თუ ამით დაბრკოლებას უქმნის ქვეითებს?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #621

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებების დგომა სავალ ნაწილთან მოსაზღვრე ტროტუარის ნაპირზე  ნებადართულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისთვის, მოტოციკლისთვის, მოპედისა და ველოსიპედისთვის, თუ ისინი დაბრკოლებას არ უქმნიან ქვეითს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით. ანუ სწორი პასუხია: სატვირთო ავტომობილი

621

რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

1 მსუბუქი ავტომობილი

2 სატვირთო ავტომობილი

3 ორივე ავტომობილი

4 არცერთი ავტომობილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #622

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს  არ აქვს უფლება გაჩერდეს სურათზე მითითებულ ადგილას, მგზავრთა ჩასხდომის მიზნით. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

622

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, გაჩერდეს სურათზე მითითებულ ადგილას, მგზავრთა ჩასხდომის მიზნით?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #623

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მძღოლს ეკრძალება სატვირთო ავტომობილის მონიშნულ ადგილზე დაყენება. ანუ სწორი პასუხია: ეკრძალება

623

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს სატვირთო ავტომობილის მონიშნულ ადგილზე დაყენება?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #624

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, ესტაკადის, ხიდისა და გზაგამტარის ქვეშ, აგრეთვე გვირაბში, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში, რადგან იგი დაყენებულია საგზაო ნიშნით აღნიშნულ სპეციალურად გამოყოფილ სადგომ ადგილას. ანუ სწორი პასუხია: არ დაარღვევს

624

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #625

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება: სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს;  ამავე კანონის თანახმად საგზაო ნიშანი - „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.  ნიშნის მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მოტოციკლი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით, რადგან იგი დგას სავალი ნაწილების გადაკვეთიდან 2 მეტრის მანძილზე, მსუბუქი ავტომობილიც დგომის წესების დარღვევითაა დაყენებული,რადგან იგი დგას ,,დგომა აკრძალულია" ნიშნის მოქმედების ზონაში. ე.ი. ორივე სატრანსპორტო საშუალება დაყენებულია დგომის წესების დარღვევით. ანუ სწორი პასუხია: ორივე სატრანსპორტო საშუალება

625

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

1 მხოლოდ მოტოციკლი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი

3 ორივე სატრანსპორტო საშუალება

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #626

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე. ამავე კანონის თანახმად, სავალი ნაწილის შუაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა არ არის ნებადართული. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს მხოლოდ  A და C ადგილას. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ  A  და  C  ადგილას.

626

დასახლებულ პუნქტში, მოცემულ გზას თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლი გააჩნია. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

1 მხოლოდ A და B ადგილას

2 მხოლოდ B და C ადგილას

3 მხოლოდ C ადგილას

4 მხოლოდ A და C ადგილას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #627

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას სავალ ნაწილზე, უნდა იმყოფებოდეს სავალი ნაწილის კიდესთან რაც შეიძლება ახლოს. მძღოლს შეუძლია გაჩერდეს ან დააყენოს სატრანსპორტო საშუალება სავალ ნაწილზე, მარჯვენა მხარეს. სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს ნებადართულია ცალმხრივმოძრაობიანი გზის სავალ ნაწილზე, სატვირთო ავტომობილის ცალმხრივი მოძრაობის გზის მარცხენა მხარეს გაჩერება ნებადართულია მხოლოდ მისი დატვირთვის ან გადმოტვირთვის დროს. ამავე კანონის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე, სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში სატვირთო ავტომობილის მძღოლი  მარცხნივ გაჩერების შემთხვევაში არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, ხოლო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში, რადგან იგი გაჩერებულია სავალი ნაწილების გადაკვეთიდან 7 მეტრში. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

627

რომელი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

3 ორივე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #628

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება , რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში საგზაო ნიშანი გვიჩვენებს,რომ დასრულდა დასახლებული პუნქტი და დაიწყო დაუსახლებელი პუნქტი, დაუსახლებელ პუნქტში წითელი ავტომობილი დაყენებულია დგომის წესების დარღვევით, რადგან იგი უნდა გადასულიყო სავალი ნაწილის გარეთ (გზის ფარგლებს მიღმა). ანუ სწორი პასუხია: წითელი ავტომობილი

628

რომელი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით დაუსახლებელ პუნქტში?

1 ორივე ავტომობილი

2 არცერთი ავტომობილი

3 წითელი ავტომობილი

4 მწვანე ავტომობილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #629

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების გაჩერება ნებისმიერ ადგილზე, სადაც მას შეუძლია შექმნას საფრთხე, მათ შორის, იმ ადგილას, სადაც მონიშვნის უწყვეტ ხაზსა (სავალი ნაწილის ნაპირის აღმნიშვნელი მონიშვნის გარდა) და გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებას შორის მანძილი 3 მეტრზე ნაკლებია. ამავე კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩერდება ან დგას დაუსახლებელ პუნქტში, შესაძლებლობის ფარგლებში, სავალი ნაწილის გარეთ უნდა იმყოფებოდეს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში თეთრი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში. ანუ სწორი პასუხია: დაარღვევს

629

დაარღვეს თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, სურათზე მითითებულ ადგილას გაჩერების შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #630

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად ,  სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ: მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისათვის ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისათვის.

630

სატრანსპორტო საშუალება სადგომზე მდგომად ითვლება, თუ:

1 მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი ხნით, თუ ეს აუცილებელი არ არის მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომისთვის, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის

2 მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე

3 მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია