აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
giorgi
ნოემ 14 ოთხ 2018
12:02
30
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:34
სად ან როგორ შეიძლება ვნახო მართვის მოწმობის გამოცდის შედეგი ტარებაში?
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:43
+იათუ შეიძლება მიპასუხეთ
natia
ოქტ 06 შბ 2018
16:47
ukacravad aq rac dev biletebi bolo drois monacemebi aris da zustia rac sa.gov.ge ze devs?
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
ბილეთების რაოდენობა 18
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია
 
ბილეთის განმარტება #593

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, აკრძალულია ბუქსირება უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მისი ფაქტობრივი მასა მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასის ნახევარს აღემატება, ხოლო თუ მასა ნაკლებია, ბუქსირება დასაშვებია როგორც ხისტი გადაბმით ან ნაწილობრივი დატვირთვით.  (შპარგალკა ,,როგორც")

593

თუ უმოქმედო სამუხრუჭო სისტემის მქონე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივ მასაზე ნაკლებია, მისი ბუქსირება დასაშვებია:

1 მხოლოდ მოქნილი გადაბმულობით

2 მხოლოდ ხისტი გადაბმულობით

3 მხოლოდ ნაწილობრივი დატვირთვით

4 როგორც ხისტი გადაბმულობით, ასევე ნაწილობრივი დატვირთვით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #594

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:  ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. მოყინულ გზაზე დისტანციის დასაფარი დრო  3 - ჯერ იზრდება: მოყინულ გზაზე დასახლებულ პუნქტში - არანაკლებ 6 წამისა, ხოლო მოყინულ გზაზე დაუსახლებელ პუნქტსი - არანაკლებ 9 წამისა. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: არანაკლებ 2 წამისა

594

დასახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

1 არა უმეტეს 2 წამისა

2 არანაკლებ 2 წამისა

3 არა უმეტეს 5 წამისა

4 არანაკლებ 7 წამისა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #595

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები:  ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 3 წამისა. მოყინულ გზაზე დისტანციის დასაფარი დრო  3 - ჯერ იზრდება: მოყინულ გზაზე დასახლებულ პუნქტში - არანაკლებ 6 წამისა, ხოლო  მოყინულ გზაზე დაუსახლებელ პუნქტში - არანაკლებ 9 წამისა. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: არანაკლებ 3 წამისა

595

დაუსახლებულ პუნქტში, ნორმალური მოძრაობის პირობებში, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

1 არა უმეტეს 4 წამისა

2 არანაკლებ 3 წამისა

3 არანაკლებ 6 წამისა

4 არა უმეტეს 9 წამისა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #596

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დასახლებულ პუნქტში  უნდა იყოს  არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში  არანაკლებ 3 წამის. მოყინულ გზაზე დისტანციის დასაფარი დრო 3-ჯერ იზრდება: მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: არანაკლებ 6 წამისა

596

დასახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

1 არა უმეტეს 2 წამისა

2 არანაკლებ 4 წამისა

3 არანაკლებ 6 წამისა

4 არანაკლებ 9 წამისა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #597

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის თანახმად, გზაზე მოძრაობისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: ნორმალური მოძრაობის პირობებში ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 2 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში არანაკლებ 3 წამისა. მოყინულ გზაზე დისტანციის დასაფარი საჭირო დრო 3 - ჯერ იზრდება:  მოყინულ გზაზე მოძრაობისას ერთმანეთის მიყოლებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარავად საჭირო დრო დასახლებულ პუნქტში უნდა იყოს არანაკლებ 6 წამისა, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − არანაკლებ 9 წამისა. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: არანაკლებ 9 წამისა

597

დაუსახლებულ პუნქტში, მოყინულ გზაზე, ერთმანეთის მიყოლებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებათა შორის არსებული დისტანციის დასაფარად საჭირო დრო უნდა იყოს:

1 არა უმეტეს 4 წამისა

2 არანაკლებ 6 წამისა

3 არანაკლებ 9 წამისა

4 12 წამზე ნაკლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #598

სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი შეიძლება გახდეს:  წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მოულოდნელი, უეცარი და მკვეტრი  დამუხრუჭება, წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არასათანადოდ დაცული დისტანცა და მძღოლის უყურადღებობა. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში სწორი პასუხია:  ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

598

ჩამოთვლილიდან, რომელი შეიძლება გახდეს სატრანსპორტო საშუალებაზე უკნიდან შეჯახების მიზეზი?

1 მხოლოდ წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების უეცარი და მკვეთრი დამუხრუჭება

2 მხოლოდ წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებასთან არსათანადოდ დაცული დისტანცია

3 მხოლოდ მძღოლის უყურადღებობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #599

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, „სამუხრუჭე მანძილი“ არის  მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე.  (მითითება: სამუხრუჭე მანძილში არის მუხრუჭის ამოქმედებიდან )

599

“სამუხრუჭო მანძილი” არის:

1 გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე

2 გზაზე მოძრაობის შენელების ზოლის სიგრძე

3 მანძილი, რომელსაც გადის სატრანსპორტო საშუალება მუხრუჭების ამოქმედებიდან სრულ გაჩერებამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #600

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს საგზაო წესებს, არ დაემორჩილოს შუქნიშნებს და საგზაო ნიშნებს, მაგრამ ამ პრიორიტეტით სარგებლობის  უფლება აქვს მხოლოდ მაშინ  , როცა მძღოლი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ.

600

ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით მოძრავ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს მინიჭებული პრიორიტეთით სარგებლობის უფლება აქვს:

1 ამ ბილეთში ჩამოთვლილ არცერთ შემთხვევაში

2 ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა უთმობენ, თუ არა მას გზას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები

3 მხოლოდ მაშინ, როცა იგი დარწმუნდება, რომ მას გზას უთმობენ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #601

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს ეკრძალება მკვეთრი დამუხრუჭება, გარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების აუცილებლობით გამოწვეული დამუხრუჭებისა. ანუ მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია: მხოლოდ საგზაო -სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით

601

მკვეთრი დამუხრუჭებით სატრანსპორტო საშუალების გაჩერება დასაშვებია:

1 მხოლოდ მარეგულირებლის მიერ სატრანსპორტო საშუალების გაჩერების მოთხოვნის შემთხვევაში

2 მხოლოდ შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალების ერთობლივად ჩართვის შემთხვევაში

3 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილების მიზნით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #602

რაც უფრო მეტია ავტომობილის მასა, მით უფრო მეტი ძალა და დროა საჭირო მისი დამუხრუჭებისათვის. მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა იზრდება, რადგან იგი ინერციით აწვება წინ და ავტომობილს მეტი მანძილი სჭირდება დასამუხრუჭებად. ანუ სწორი პასუხია: იზრდება

602

როგორ იცვლება მსუბუქი ავტომობილის სამუხრუჭე მანძილი მისაბმელით მოძრაობისას, თუ მისაბმელს არ გააჩნია სამუხრუჭე სისტემა?

1 მცირდება

2 იზრდება

3 არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #603

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია - დამუხრუჭება ძრავით.  მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი გადაცემა უნდა ჩართოს. სწორი პასუხია: დამუხრუჭება ძრავით

603

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას დამუხრუჭების ეფექტური ხერხია:

1 პერიოდული მკვეთრი დამუხრუჭება გამორთული გადაბმულობით

2 პერიოდული მდორე დამუხრუჭება ჩართული გადაბმულობითა და გადაცემათა კოლოფით

3 დამუხუჭება ძრავით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #604

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა, რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა .

604

მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომობილის მკვეთრ დაღმართზე ძრავით დამუხრუჭებისას მძღოლმა გადაცემის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოს რომ:

1 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს გადაცემა

2 რაც უფრო მკვეთრია დაღმართი, მით უფრო დაბალი უნდა იყოს გადაცემა

3 გადაცემის შერჩევა დამოკიდებული არ არის დაღმართის სიმკვეთრეზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #605

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მიიღწევა თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე.

605

ექსტრემალურ სიტუაციაში სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისას სამუხრუჭე მანძილის შემცირება მძღოლმა უნდა მოახდინოს:

1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით თვლების სრულ ბლოკირებამდე

2 თვლების ბლოკირების ზღვარზე მრავალჯერადი მკვეთრი ზემოქმედებით მუხრუჭის სატერფულზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #606

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა მცირდება.

606

სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდისას საბურავის გზასთან ჩაჭიდების ძალა:

1 იზრდება

2 მცირდება

3 არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #607

სამუხრუჭო მანძილის მნიშვნელობა დამოკიდებულია: სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე, ასევე გზის საფარის მდგომარეობაზე და სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე

607

რაზეა დამოკიდებული სატრანსპორტო საშუალების სამუხრუჭო მანძილი?

1 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეზე

2 მხოლოდ გზის საფარის მდგომარეობაზე

3 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების საბურავების ცვეთაზე

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ გარემოებაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #608

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს სამუხრუჭო სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შენცირება.

608

ციცაბო დაღმართზე მოძრაობისას, მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალების ხანგრძლივმა დამუხრუჭებამ გამორთული გადაბმულობით შეიძლება გამოიწვიოს:

1 საჭით მართვის მექანიზმის მწყობრიდან გამოსვლა

2 სამუხრუჭე სისტემის გადახურება და დამუხრუჭების ეფექტურობის შემცირება

3 სამუხრუჭო მანძილის შემცირება

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #609

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე.

609

თუ ავტომობილის მარჯვენა თვლები გადავიდა არამდგრადი და სველი საფარის მქონე გვერდულზე, მიზანშეწონილია:

1 ავტომობილის მკვეთრი დამუხრუჭება მის სრულ გაჩერებამდე

2 დამუხრუჭების გარეშე ავტომობილის მდორედ დაბრუნება გზის სავალ ნაწილზე

3 სიჩქარის გაზრდა და ავტომობილის მიმართვა მარცხენა მხარეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #610

მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS) აღჭურვილი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ სამართავია. სწორი პასუხია: ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია

610

თუ ავტომობილი აღჭურვილია მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემით (ABS):

1 მძღოლს შეუძლია დამუხრუჭება დაიწყოს მოგვიანებით, რადგან სამუხრუჭო მანძილი მცირდება

2 მატულობს სამუხრუჭო სისტემის სიმძლავრე

3 ასეთი ავტომობილი დამუხრუჭებისას უკეთ მართვადია

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია