აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
ბილეთების რაოდენობა 20
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მოძრაობის სიჩქარე
 
ბილეთის განმარტება #573

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, დასახლებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით, ამავე კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი -. „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ − ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. მოცემულ ბილეთში გვაქვს საგზაო ნიშანი - ,,მინიმალური სიჩქარის შეზუდვა" არანაკლებ 40კმ/სთ და აგრეთვე არის დასახლებული პუნქტი, სადაც ნებადართულია არაუმეტეს 60კმ/სთ, აქედან გამომდინარე ,,B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში შეუძლია იმოძრაოს არანაკლებ 40კმ/სთ და არაუმეტეს 60კმ/სთ. სწორი პასუხია: არანაკლებ 40კმ/სთ და არაუმეტეს 60კმ/სთ

573

რა სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

1 არა უმეტეს 40კმ/სთ

2 არანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 90კმ/სთ

3 არანაკლებ 40კმ/სთ და არა უმეტეს 60კმ/სთ

4 არანაკლებ 20კმ/სთ და არა უმეტეს 40კმ/სთ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #574

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით,  „C“ და „CE“ კატეგორიების (მოცემულ შემთხვევაში სატვირთო),  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა  ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით, D1“ და „D1E“ ქვეკატეგორიების (მოცემულ შემთხვევაში თეთრი მიკროავტობუსი)  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე, მათ შორის ავტომაგისტრალზეც არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე მწვანე ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს 100კმ/სთ მოძრაობის შემთხვევაში, ხოლო სატვირთო  ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს 100კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემხვევაში.  სწორი პასუხია: მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები

574

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ თეთრი მიკროავტობუსის მძღოლი

4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და თეთრი მიკროავტობუსის მძღოლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #575

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,   „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა  თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე დასაშვებია არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე  ,,B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს 110კმ/სთ სიჩქარით. ანუ სწორი პასუხია: 110კმ/სთ სიჩქარით

575

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს გზის ამ მონაკვეთზე?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 80 კმ/სთ სიჩქარით

3 90 კმ/სთ სიჩქარით

4 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #576

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის თანახმად,  დაუსახლებელ პუნქტსა და საგზაო ნიშანით - „საავტომობილო გზა“ აღნიშნულ გზაზე ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, დასაშვებია არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე  სწორი პასუხია: 90კმ/სთ სიჩქარით

576

დაუსახლებულ პუნქტში, მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს არა უმეტეს:

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 70 კმ/სთ სიჩქარით

3 90 კმ/სთ სიჩქარით

4 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #577

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშანი - „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ), ხოლო  ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან  დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ამავე კანონის თანახმად ,  „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, თუ ის ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას,  ნებადართულია ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ნიშნის - ,,მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა" - 50კმ/სთ მოქმედება ვრცელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე, ხოლო მსუბუქმისაბმელიანი ,,B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებული პუნქტის დასასრულის აღმნიშვნელი საგზაო ნიშნის შემდეგ მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 80კმ/სთ სიჩქარით

577

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მსუბუქმისაბმელიანი „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დასახლებული პუნქტის დასასრულის ამღვნიშვნელი საგზაო ნიშნის შემდეგ?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 80 კმ/სთ სიჩქარით

3 90 კმ/სთ სიჩქარით

4 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #578

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  დაუსახლებელ პუნქტში  ნებადართულია  „B1“ (კვადროციკლი და მოტორიზებული ტრიციკლი) ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ,,B1" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მოცემულ მონაკვეთზე უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია:  80კმ/სთ სიჩქარით

578

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B1“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებულ პუნქტში, გზის მოცემულ მონაკვეთზე?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 80 კმ/სთ სიჩქარით

3 90 კმ/სთ სიჩქარით

4 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #579

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  დაუსახლებელ პუნქტსა და  ყველა გზაზე  „BE“ (მსუბუქი ავტომობილი დიდი მისაბმელით) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: 70კმ/სთ სიჩქარით  (რაც შეეხება საგაო ნიშანს, იგი ,,მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ზონის დასასრულ" -ს აღნიშნავს, ანუ აღარ მოქმედებს ნიშანი).

579

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს მისაბმელიანი „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში გზის ამ მონაკვეთზე?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 70 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #580

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, „BE“ (მსუბუქი ავტომობილი დიდი მისაბმელით) კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე  ნებადართულია არაუმეტეს 70 კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 70კმ/სთ სიჩქარით

580

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „BE“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს ავტომაგისტრალზე?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 70 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #581

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  ავტომაგისტრალზე  ,,B"  კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) სტრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 110კმ/სთ სიჩქარით, ხოლო „C“  და ,,D"  კატეგორიების (მოცემულ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი),  სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა  ნებადართულია: არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100კმ/სთ სიჩქარით საგზაო მოძრაობის წესებს არღვევს მხოლოდ სატვირტო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები. სწორი პასუხია: მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები

581

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს 100 კმ/სთ სიჩქარით?

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილის მძღოლები

3 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები

4 მხოლოდ სატვირთო ავტომობილისა და ავტობუსის მძღოლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #582

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. ანუ სწორი პასუხია: 50კმ/სთ სიჩქარით

582

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის მაბუქსირებელი ავტომობილის მძღოლს დასახლებულ პუნქტში, გზის ამ მონაკვეთზე?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 70 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #583

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშანი - „რეკომენდებული სიჩქარე“ - მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე (რეკომენდაცია არის რჩევა, რომელიც შეგვიძლია არ გავითვალისწინოთ. ანუ მოცემული ნიშანი არ გვავალდებულებს 50კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას).  ამავე კანონის თანახმად დაუსახლებელ პუნქტსა და სხვა გზებზე ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისა  თუ ისინი არ ახორციელებენ მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ნებადართულია არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე ,,B" კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ მონაკვეთზე უფლება აქვს იმოძრაოს არაუმეტეს 90კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 90კმ/სთ სიჩქარით

583

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს დაუსახლებელ პუნქტში, გზის მითითებულ მონაკვეთზე?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

4 90 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #584

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საგზაო პირობები: ადგილის რელიეფი, მოძრაობის ინტენსივობა, ატმოსფერული პირობები,  არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა, გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა, რათა საჭიროების შემთხვევაში, აგრეთვე ნებისმიერი დაბრკოლების წინ, რომლის განჭვრეტაც მას შეუძლია, შეამციროს სიჩქარე, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს. აქედან გამომდინარე ბილეთში ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან მძღოლმა ყველა პირობა უნდა გაითვალისწინოს. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა

584

ქვემოთ ჩამოთვლილი საგზაო პირობებიდან, რომელი უნდა გაითვალისწინოს მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის შეცვლისას?

1 მხოლოდ ადგილის რელიეფი და მოძრაობის ინტენსიურობა

2 მხოლოდ ატმოსფერული პირობები, აგრეთვე არასაკმარისი ან შეზღუდული ხილვადობა

3 მხოლოდ გზისა და სატრანსპორტო საშუალების მდგომარეობა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა საგზაო პირობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #585

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ  საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო ნიშანი - „ავტომაგისტრალი” არის ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები.   „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე ნებადართულია არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით.  აქედან გამომდინარე მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, მისაბმელის გარეშე, ,,B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს 110კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 110კმ/სთ სიჩქარით

585

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, მისაბმელის გარეშე, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

1 110 კმ/სთ სიჩქარით

2 90 კმ/სთ სიჩქარით

3 70 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #586

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  „B“ კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი) სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით. ხოლო „A“ კატეგორიის (მოცემულ შემთხვევაში მოტოციკლი) და „B1“ ქვეკატეგორიების (მოცემულ შემთხვევაში კვადროციკლი) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს 90კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში, ხოლო კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლები 90კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს. სწორი პასუხია: მხოლოდ კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლები

586

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ისინი მოძრაობენ 90 კმ/სთ სიჩქარით?

1 მხოლოდ კვადროციკლის მძღოლი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი

4 მხოლოდ კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #587

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია, ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 20 კმ/სთ სიჩქარით.  სწორი პასუხია: 20კმ/სთ სიჩქარით

587

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის უფლება აქვს ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის მძღოლს დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში?

1 20 მკ/სთ სიჩქარით

2 30 მკ/სთ სიჩქარით

3 40 მკ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #588

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა, რომელიც ახორციელებს სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას ყველა შემთხვევაში (ხისტი, დრეკადი და ნაწილობრივი დატვირთვითაც), არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია: 50კმ/სთ სიჩქარით

588

რა მაქსიმალური სიჩქარით შეუძლია მოძრაობის გაგრძელება სატვირთო ავტომობილის მძღოლს, თუ ბუქსირება ხდება ხისტი გადაბმით?

1 50 კმ/სთ სიჩქარით

2 60 კმ/სთ სიჩქარით

3 80 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #589

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, კონსტრუქციული სიჩქარე არის ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე.

589

„კონსტრუქციული სიჩქარე” არის:

1 ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური სიჩქარე

2 მოცემულ გზის მონაკვეთზე, სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სიჩქარის მაქსიმალური ზღვარი

3 სატრანსპორტო საშუალებაზე დამაგრებულ საცნობ ნიშანზე „სიჩქარის შეზღუდვა”- მითითებული სიჩქარე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #590

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა,  მსუბუქი მისაბმელით , ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით 90კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში. სწორი პასუხია: დაარღვევს

590

დაარღვევს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით 90 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #591

 მოცემულ სიტუაციაში B  კატეგორიის ავტომობილის მძღოლს აქვს საგზაო ნიშნით დადგენილი მაქსიმალური სიჩქარე არამეტეს 90კმ/სთ .  მძღოლს ეკრძალება  მისთვის დადგენილი მაქსიმალური სიჩქარის ზღვრის გადაჭარბება, მაგრამ უფლება აქვს იმოძრაოს ნიშანზე მითითებულზე ნაკლები სიჩქარით. ამასთან საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად:, დაუსახლებელ პუნქტებში, აგრეთვე დასახლებულ პუნქტებში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც შესაბამისი ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მსუბუქი მისაბმელით, ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე B  კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს არაუმეტეს 80კმ/სთ სიჩქარით.  სწორი პასუხია:  80კმ/სთ სიჩქარით

591

რა მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში?

1 60 კმ/სთ სიჩქარით

2 80 კმ/სთ სიჩქარით

3 90 კმ/სთ სიჩქარით

4 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #592

 საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად  „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს. მოცემულ სიტუაციაში B კატეგორიის ავტომობილის მძღოლს აქვს საგზაო ნიშნით დადგენილი მინიმალური სიჩქარე 50კმ/სთ, მძღოლს ეკრძალება ნიშანზე მითითებულზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობა, მაგრამ უფლება აქვს იმოძრაოს ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით, ამასთან   B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა  დასაშვებია, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით. აქედან გამომდინარე B კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნით აღნიშნულ ზოლში მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს არანაკლებ 50კმ/სთ  და  არაუმეტეს 110კმ/სთ სიჩქარით. სწორი პასუხია:  არანაკლებ 50კმ/სთ  და არაუმეტეს 110კმ/სთ სიჩქარით

592

რა სიჩქარით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს „B“ კატეგორიის ავტომობილის მძღოლს საგზაო ნიშნით აღნიშნულ ზოლში?

1 არა უმეტეს 50 კმ/სთ

2 არა უმეტეს 50 კმ/სთ

3 არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით

4 არანაკლებ 50 კმ/სთ და არა უმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია