აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (23)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 39
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი
 
ბილეთის განმარტება #440

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღე-ღამის ბნელ დროს, აგრეთვე არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე, აგრეთვე მოპედზე ჩართული უნდა იყოს ახლო ან შორი განათების ფარა/ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხოლო მისაბმელზე – წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე.

440

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მისაბმელზე:

1 დამაგრებული უნდა იყოს მხოლოდ სპეციალური შუქამრეკლი მოწყობილობა

2 ჩართული უნდა იყოს წინა საგაბარიტო სინათლეები (თუ მათ არსებობას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა) და არანაკლებ ორი უკანა საგაბარიტო სინათლე

3 ჩართული უნდა იყოს მხოლოდ ერთი უკანა საგაბარიტო სინათლე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #441

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკური სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, ორი, ხოლო მოტოციკლზე − ერთი.

441

თუ ავტომობილი აღჭურვილია წინა ნისლსაწინააღმდეგო ფარებით, ისინი უნდა იყოს:

1 თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ორი

2 წითელი ან ყვითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ოთხი

3 წითელი სელექციური სინათლის, რაოდენობით ერთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #442

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი წითელი უნდა იყოს.

442

თუ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებზე ან მისაბმელზე დაყენებულია უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები, ისინი უნდა იყოს:

1 წითელი ფერის

2 თეთრი ფერის

3 ყვითელი ფერის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #443

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა: ბ) ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას; დ) მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე; ე) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე, სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას.

443

დღის ნათელ დროს გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების აღნიშვნის მიზნით სავალდებულოა ახლო განათების ფარებისა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ჩართვა:

1 მხოლოდ ავტობუსით ან სათანადოდ მოწყობილი სატვირთო ავტომობილის ძარით ბავშვთა ჯგუფის გადაყვანისას

2 მხოლოდ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებისას, მობუქსირე სატრანსპორტო საშუალებაზე

3 მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლზე, ძირითადი ნაკადის საპირისპიროდ მოძრაობისას

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #444

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ბ) შემხვედრისთვის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ 150 მეტრ მანძილზე, რათა ფარების შუქმა შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს თვალი არ მოსჭრას და მას მიეცეს მოძრაობის მშვიდად და უსაფრთხოდ გაგრძელების საშუალება, აგრეთვე უფრო შორ მანძილზე, თუ საპირისპირო მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ფარის/ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნებს ამის აუცილებლობაზე.

444

თუ საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ მიანიშნებს ამის აუცილობლობაზე, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემხვედრის გვერდის აქცევის დროს, სატრანსპორტო საშუალებამდე არანაკლებ:

1 150 მეტრის მანძილზე

2 200 მეტრის მანძილზე

3 300 მეტრის მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #445

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: გ) ნებისმიერ სხვა პირობებში, როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა.

445

შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად ჩაირთოს ახლო განათების ფარები:

1 როცა თავიდან უნდა იქნეს აცილებული სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ან გზის გასწვრივ გამავალი სანაოსნო ან სალიანდაგო გზით მოსარგებლეთა მხედველობის დაბინდვა

2 საცხოვრებელ ზონაში მოძრაობისას

3 თუ ხილვადობა 300 მეტრზე ნაკლებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #446

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შორი განათების ფარები უნდა გამოირთოს და მათ ნაცვლად უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები შემდეგ შემთხვევებში: ა) დასახლებულ პუნქტში, თუ გზა საკმარისად არის განათებული, და დაუსახლებელ პუნქტში, თუ სავალი ნაწილი თანაბრად არის განათებული და ეს განათება საკმარისია მძღოლისათვის საკმარის მანძილზე კარგი ხილვადობის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმისათვის, რომ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეები საკმარის მანძილზე ხედავდნენ მოცემულ სატრანსპორტო საშუალებას.

446

დღე-ღამის ბნელ დროს, დასახლებულ პუნქტში მოძრაობისას, თუ გზა საკმარისად არის განათებული:

1 უნდა ჩაირთოს საგაბარიტო სინათლეები

2 უნდა ჩაირთოს ახლო განათების ფარები

3 უნდა ჩაირთოს შორი განათების ფარები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #447

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, უკუსვლის მაშუქის ჩართვა ნებადართულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას.

447

უკუსვლის მაშუქების ჩართვა ნებადართულია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ან აპირებს უკუსვლით მოძრაობას

2 მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა სატრანსპორტო საშუალება ამუხრუჭებს

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #448

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

448

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალებების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა:

1 დასაშვებია

2 დაუშვებელია

3 დასაშვებია, მხოლოდ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #449

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების წინ წითელი და უკან თეთრი სინათლეებით აღჭურვა. დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან აღჭურვა დამატებითი სინათლეებით, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოცემულ მოთხოვნებს.

449

დასაშვებია თუ არა სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის შეცვლა ან მისი აღჭურვა დამატებითი სინათლეებით?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #450

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, ერთ სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული ფარები ერთი ფერის უნდა იყოს. ლუწი რაოდენობის ფარები და შუქამრეკლი მოწყობილობები სატრანსპორტო საშუალების შუა გრძივ კვეთასთან მიმართებით სიმეტრიულად უნდა იყოს განლაგებული, გარდა იმ სატრანსპორტო საშუალებისა, რომლის გარეგანი ფორმა არ არის სიმეტრიული. ერთნაირი დანიშნულების ფარების ყოველ წყვილს აშკარად ერთნაირი შუქძალა უნდა ჰქონდეს.

450

დასაშვებია თუ არა ერთსა და იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე ერთნაირი დანიშნულებისა და ერთსა და იმავე მხარეს მიმართული სხვადასხვა ფერის ფარების დაყენება?

1 დასაშვებია

2 დაუშვებელია

3 დასაშვებია მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #451

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

451

დასახლებულ პუნქტში ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა შეუძლია:

1 მხოლოდ სახიფათო ტვირთის გადამტანი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს

2 ნებისმიერ მძღოლს, სურვილის შემთხვევაში

3 მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #452

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, ფარა-პროჟექტორითა და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება. დასახლებულ პუნქტში ასეთი ფარებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ ოპერატიული და სპეციალური სამსახურების სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

452

ფარა-პროჟექტორით და ფარა-მაძიებლით სარგებლობა ნებადართულია:

1 დასახლებულ პუნქტში ცალხრივ მოძრაობიან გზის სავალ ნაწილზე

2 მხოლოდ დაუსახლებელ პუნქტში, თუ არ არის საპირისპიროდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალება

3 დასახლებულ პუნქტში იმ გზაზე, სადაც თითოეული მიმართულებისათვის ერთი სამოძრაო ზოლია, შუაში ტრამვაის ლიანდაგების გარეშე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #453

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილ მოთხოვნათა მიუხედავად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: ა) იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე; ბ) სავალი ნაწილისა და მკვრივი საფრის მქონე გვერდულების მიღმა.

453

სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება გაჩერდნენ ან იმყოფებოდნენ სადგომზე რაიმე სახის გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად:

1 მხოლოდ იმგვარად განათებულ გზაზე, სადაც სატრანსპორტო საშუალების კარგად დანახვა (გარჩევა) შესაძლებელია საკმაო მანძილზე

2 მხოლოდ სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #454

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასახლებულ პუნქტში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ: ა) სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, ხოლო სიგანე − 2 მეტრს; ბ) სატრანსპორტო საშუალებას არ აქვს მისაბმელი.

454

დასახლებულ პუნქტებში წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეების ნაცვლად შეიძლება ჩართულ იქნეს პარკირების ნათურები იმ პირობით, რომ:

1 სატრანსპორტო საშუალების სიგრძე არ აღემატება 6 მეტრს, სიგანე - 2 მეტრს

2 სატრანსპორტო საშუალებას არ გააჩნია მისაბმელი

3 დაცულია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პირობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #455

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ურიკას, რომელიც ხელით გადაადგილდება, უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და სულ მცირე ერთი უკანა წითელი სინათლე. ამ ორი სინათლის წყარო შეიძლება იყოს ერთი ფარანი, რომელიც განლაგებული უნდა იყოს ურიკის მარცხენა მხარეს. ფარანი არ არის აუცილებელი იმ ხელის ურიკისათვის, რომლის სიგანე 1 მეტრს არ აღემატება.

455

ხელით გადასაადგილებელ ურიკებს, რომელთა სიგანე ერთ მეტრს აღემატება, უნდა ჰქონდეს, სულ მცირე:

1 ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე

2 მხოლოდ ერთი წინა ყვითელი ან თეთრი სელექციური სინათლე

3 მხოლოდ ერთი უკანა წითელი სინათლე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #456

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჭაპანო ტრანსპორტს უნდა ჰქონდეს სულ მცირე ერთი წინა თეთრი ან ყვითელი სელექციური სინათლე და ერთი უკანა წითელი სინათლე. წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი განლაგებული უნდა იყოს მარცხენა მხარეს.

456

საჭაპანო ტრანსპორტზე, რომლის სიგანე ერთ მეტრს აღემატება, ყველა შემთხვევაში, წინა და უკანა მხარეს თითო ფარანი უნდა განლაგდეს:

1 მარჯვენა მხარეს

2 შუაში

3 მარცხენა მხარეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #457

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამორთოს შორი ნათების ფარები და ჩართოს ახლო ნათების ფარები.

457

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შორი ნათების ფარები უნდა გამორთოს და ჩართოს ახლო ნათების ფარები:

1 ნებისმიერ შემთხვევაში, აღმართის ბოლოსთან მიახლოებისას

2 მხოლოდ შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #458

დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში გზის უკეთეს ხილვადობის უზრუნველასაყოფად მიზანშეწონილია ნისლსაწინააღმდეგო ფარების ახლო ნათების ფარებთან ერთად ჩართვა.

458

სატრანსპორტო საშუალების რომელი გარე სანათი ხელსაწყოების ჩართვა უზრუნველყოფს გზის უკეთეს ხილვადობას დღე-ღამის ბნელ დროს, ძლიერი თოვის პირობებში?

1 შორი ნათების ფარები

2 ნისლსაწინააღმდეგო ფარები შორი ნათების ფარებთან ერთად

3 ნისლსაწინააღმდეგო ფარები ახლო ნათების ფარებთან ერთად

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია