აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
giorgi
ნოემ 14 ოთხ 2018
12:02
30
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:34
სად ან როგორ შეიძლება ვნახო მართვის მოწმობის გამოცდის შედეგი ტარებაში?
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:43
+იათუ შეიძლება მიპასუხეთ
natia
ოქტ 06 შბ 2018
16:47
ukacravad aq rac dev biletebi bolo drois monacemebi aris da zustia rac sa.gov.ge ze devs?
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
ბილეთების რაოდენობა 19
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
საავარიო შუქური სიგნალიზაცია
 
ბილეთის განმარტება #401

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია;  საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფანარი იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია და იქ, სადაც ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას. მოცემულ სიტუაციაში ავტომობილი გაჩერებულია დაუსახლებელ პუნქტში სავალი ნაწილის გარეთ, გზის ფარგლებს მიღმა, ანუ ისეთ ადგილას არის გაჩერებულ სადაც გაჩერება არ არის აკრძალული. აქედან გამომდინარე სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში ,ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო  შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას ,,საავარიო გაჩერების ნიშანი"

401

სურათზე მითითებულ ადგილას, დაუსახლებელ პუნქტში, ავტომობილის გაჩერების შემთხვევაში მძღოლი:

1 ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

2 ვალდებულია ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“

3 ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“

4 არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #402

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად იძულებით გაჩერება არის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის გამო.

402

სატრანსპორტო საშუალება იძულებით გაჩერებულად ითვლება, თუ:

1 მოძრაობა შეწყვეტილია ტექნიკური გაუმართაობის გამო

2 მოძრაობა გამიზნულად შეწყვეტილია 5 წუთზე მეტი დროით, თუ ეს არ ეხება მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომას, ან სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა-გადმოტვირთვას

3 მოძრაობა წინასწარ განზრახულად შეწყვეტილია 5 წუთამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #403

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, დღე-ღამის ნებისმიერ პერიოდში მობუქსირე მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს ახლო განათების ფარები, საბუქსირო მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებას ჩართული უნდა ჰქონდეს საავარიო შუქსიგნალიზაცია, ხოლო მისი არარსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში ამ ტრანსპორტის უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს საავარიო გაჩერების ნიშანი.

403

საავარიო შუქსიგნალიზაციის არ არსებობის ან გაუმართაობის შემთხვევაში, საბუქსირო მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა ნაწილზე უნდა დამაგრდეს:

1 საავარიო გაჩერების ნიშანი

2 მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის ნიშანი

3 სხვა საფრთხეების მაჩვენებელი ნიშანი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #404

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, იძულებით გაჩერება ნიშნავს:  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო.

404

„იძულებითი გაჩერება“ ნიშნავს:

1 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წინასწარგანზრახული შეწყვეტა სატრანსპორტო ნაკადში, საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის ტექნიკური საშუალებების ან მარეგულირებლის მოთხოვნათა გამო

2 სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შეწყვეტა მისი ტექნიკური გაუმართაობის, გადასაზიდი ტვირთის, მძღოლის (მგზავრის) მდგომარეობის ან გზაზე მოულოდნელად შექმნილი დაბრკოლებით განპირობებული საფრთხის გამო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #405

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლი ვალდებულია მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდენის შემდეგ. (მიაქციეთ ყურადღება - მოძრაობის ზოლის შეუცვლელად )

405

საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია:

1 შეანელოს სიჩქარე, რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყოს უკიდურეს მარჯვენა მოძრაობის ზოლში და აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდეს

2 ფარების შუქის პერიოდული გადართვით მიანიშნოს შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს აღნიშნული პრობლემის შესახებ

3 მოძრაობის ზოლის შეუცვლელად შეანელოს სიჩქარე, გაჩერდეს და ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. მოძრაობის აღდგენა დასაშვებია მხოლოდ მხედველობის სრულად აღდგენის შემდეგ

4 ჩართოს შორი განათების ფარები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #406

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია .

406

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:

1 მიმდებარე ტერიტორიიდან საავტომობილო გზაზე გასვლისას

2 თუ ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია

3 უკუსვლით მოძრაობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #407

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია  ჩართოს:  შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს.

407

სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობისას) ჩართოს:

1 ორგანიზებულ სატრანსპორტო კოლონაში მოძრაობისას

2 გზაჯვარედინის მიღმა, მობრუნებისას

3 შემხვედრი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ფარების სინათლით თვალის მოჭრის დროს, თუ იგი იძულებულია გაჩერდეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #408

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად,  არასაკმარისი მხედველობის პირობებში, იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, მძღოლმა  მოციმციმე წითელი ფარანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას: როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული. (შპარგალკა  ,,როგორც")

408

არასაკმარისი მხედველობის პირობებში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:

1 მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული

3 როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #409

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, და იქ, სადაც, ხილვადობის პირობების გათვალისწინებით, სხვა მძღოლები ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას , მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა)  დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას: როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული.  (შპარგალკა  ,,როგორც")

409

იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია და სადაც სხვა მძღოლები ვერ შესძლებენ სატრანსპორტო საშუალების დროულად შემჩნევას, მძღოლმა მოციმციმე წითელი ფარანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას:

1 მხოლოდ საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საავარიო შუქსიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული

3 როგორც საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #410

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია,  მძღოლმა   „საავარიო გაჩერების ნიშანი“   (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან  უნდა გამოდგას არანაკლებ : დასახლებულ პუნქტში 15 მეტრის მანძილზე , ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრის მანძილზე . სწორი პასუხია: 15 მეტრის მანძილზე

410

დასახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:

1 5 მეტრის მანძილზე

2 10 მეტრის მანძილზე

3 15 მეტრის მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #411

საგზაო მოძრაობის წესწების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია,  მძღოლმა  ,,საავარიო გაჩერების ნიშანი" ( ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ: დასახლებულ პუნქტში -  15 მეტრის მანძილზე, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრის მანძილზე. სწორი პასუხია: 30 მეტრის მანძილზე

411

დაუსახლებულ პუნქტში, იმ ადგილებში იძულებით გაჩერების დროს, სადაც ეს აკრძალულია, მძღოლმა საავარიო გაჩერების ნიშანი (ან მსგავსი ეფექტური მოწყობილობა) სატრანსპორტო საშუალებიდან უნდა გამოდგას არანაკლებ:

1 15 მეტრის მანძილზე

2 20 მეტრის მანძილზე

3 30 მეტრის მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #412

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშნის ან მოციმციმე წითელი ფარნის არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

412

იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო გაჩერების ნიშანისა და მოციმციმე წითელი ფარნის არ არსებობის შემთხვევაში:

1 მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება აუცილებელი არ არის

2 მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავისი ეფექტური საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #413

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება გზის სავალი ნაწილიდან დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს,  საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი

413

ავარიაში მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა გზის სავალი ნაწილიდან შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა უნდა:

1 დაუყონებლივ გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი

2 ჩართოს საგაბარიტო სინათლეები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #414

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, საავარიო შუქსიგნალიზაცია გამოიყენება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეთა გაფრთხილებისათვის. საავარიო შუქსიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს:  იმ ადგილას იძულებით გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია დასახლებულ პუნქტში, გზის მარჯვენა მხარეს სავალი ნაწილის ნაპირთან, სადაც არ არის აკრძალული გაჩერება. აქედან გამომდინარე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არის ვალდებული ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდაგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში.  სწორი პასუხია: არ არის ვალდებული

414

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი სურათზე მითითებულ ადგილას იძულებით გაჩერების შემთხვევაში?

1 ვალდებულია ჩართოს მხოლოდ საავარიო შუქური სიგნალიზაცია

2 ვალდებულია მხოლოდ გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი ავტომობილის უკან, 15 მეტრის მანძილზე

3 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #415

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის  გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის  გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია  და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი  საკმარის მანძილზე, ეს მანძილი დასახლებულ პუნქტში  უნდა იყოს არანაკლებ 15 მეტრი, ხოლო დაუსახლებელ პუნქტში − 30 მეტრი. მოცემულ სიტუაციაში, ვინაიდან სურათზე დაუსახლებელი პუნქტია, მძღოლს ,,საავარიო გაჩერების ნიშანი"  უნდა გამოედგა არანაკლებ 30 მეტრის მანძილზე, ამიტომ იგი არღვევს იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს. სწორი პასუხია: არღვევს

415

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ა  ვტომობილის დაუყოვნებლივი გაყვანა გზიდან შეუძლებელია?

1 არღვევს

2 არ არღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #416

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, ავტომაგისტრალზე, ავტომაგისტრალის შესასვლელსა და გამოსასვლელზე მძღოლს ეკრძალება ავტომობილის  გაჩერება ან დგომა, დგომისთვის გამოყოფილი, სპეციალურად მონიშნული ადგილების გარდა. მძღოლმა, რომელიც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო იძულებულია, გაჩერდეს, უნდა მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის  გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია − ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მისი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი  საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები.

416

ავტომაგისტრალზე ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებით გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია:

1 მიიღოს ყველა ზომა ავტომობილის გზის სავალი ნაწილიდან გასაყვანად, ხოლო თუ ამის დაუყოვნებლივ გაკეთება შეუძლებელია - ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია (მასი არსებობის შემთხვევაში) და შესაბამისი ნიშნით მონიშნოს ავტომობილი საკმარის მანძილზე, რათა დროულად გააფრთხილოს მოახლოებული მძღოლები

2 დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს ტექნიკური სერვისის სამსახურს, ხოლო მისი წარმომადგენლის მოსვლამდე, გაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა ზოლში, ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია და ახლო განათების ფარები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #417

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია. სწორი პასუხია: საავარიო შუქსიგნალიზაცია

417

თუ საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და წარმოადგენს დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის, მაშინ ასეთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია ჩართოს:

1 ახლო ან შორი განათების ფარები და უკანა საგაბარიტო სინათლეები

2 საავარიო შუქსიგნალიზაცია

3 ხმოვანი სიგნალი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #418

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა გამოდგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში − მოციმციმე წითელი ფარანი.

418

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:

1 ჩართოს შორი განათების ფარები

2 ჩართოს ხმოვანი სიგნალი

3 გამოდგას საავარიო გაჩერების ნიშანი, ხოლო არასაკმარისი მხედველობის პირობებში - მოციმციმე წითელი ფარანი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #419

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ან მწყობრიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალების გაყვანა ან ბუქსირება დაუყოვნებლივ შეუძლებელია და ეს აბრკოლებს საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“, ხოლო არასაკმარისი ხილვადობის პირობებში გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი  არარსებობის შემთხვევაში მძღოლმა უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტიანი საშუალებებით მოახლოებულ მძღოლთა დროული გაფრთხილება.

419

არასაკმარისი მხედველობის პირობებში, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალებაზე საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა:

1 გამოდგას მოციმციმე წითელი ფარანი, ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს სხვა მსგავსი ეფექტური საშუალებებით მოახლოებული მძღოლთა დროული გაფრთხილება

2 ჩართოს უკანა საგაბარიტო სინათლეები

3 ჩართოს წინა და უკანა ნისლსაწინააღმდეგო ფარები

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია