ბილეთების რაოდენობა 23 |
![]() |
|
|
სპეციალური სიგნალის გამოყენება
|
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს (მოცემულ შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მძღოლი) , რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს უპირატესობით და საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან დაუთმონ მას გზა. ამავე კანონის თანახმად არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარმნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებიდან გზაჯვარედინს პირველი გაივლის სასწრაფო დახმარების ავტომობილი, რადგან იგი უპირატესობიტ სარგებლობს, შემდეგ მსუბუქი ავტომობილი, რადგან ავტობუსის მძღოლი მარცხნივ მოხვევის შემთხვევაში ვალდებულია გზა დაუთმოს პირდაპირ მოძრავ ავტომობილს და ბოლოს გაივლის ავტობუსი. ე.ი სწორი პასუხია: ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი ისრის მიმართულებით მოძრავმა ავტომობილებმა, თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1 ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა და ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა
2 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
3 ჯერ უნდა გაიაროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა და ბოლოს - ავტობუსმა
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ.
ერთობლივად ჩართული შუქნიშნის წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები:
1 კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ
2 რთავს მოძრაობის ნებას და იძლევა ინფორმაციას გზის მონაკვეთზე საფრთხის არსებობის შესახებ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო ნიშნით აღნიშნულ გვირაბებში მოქმედებს შემდეგი წესი იძულებითი გაჩერებისას მძღოლმა უნდა უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი, აკრძალულ ადგილებში იძულებით გაჩერებასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება. ამავე კანონის თანახმად საავარიო შუქური სიგნალიზაცია უნდა ჩაირთოს იმ ადგილას იძულებითი გაჩერების დროს, სადაც გაჩერება აკრძალულია, საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ, აგრეთვე თუ ასეთი სიგნალიზაცია არ არსებობს ან მწყობრიდანაა გამოსული, მძღოლმა დაუყოვნებლივ უნდა დადგას „საავარიო გაჩერების ნიშანი“.აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მძღოლი არღვევს იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, რადგან თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია, უნდა ჩაერთო საავარიო შუქური სიგნალიზაცია და ავტომობილის უკან გამოედგა საავარიო გაჩერების ნიშანი. ე.ი. სწორი პასუხია: არღვევს

მოცემულ სიტუაციაში არღვევს თუ არა მძღოლი იძულებით გაჩერებისათვის დადგენილ მოთხოვნებს, თუ გაუმართავი ავტომობილის დაუყოვნებლივ გაყვანა გზიდან შეუძლებელია?
1 არ არღვევს
2 არღვევს
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ქვეითმა თავი უნდა შეიკავოს გზის სავალ ნაწილზე გადასვლისაგან იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და სპეციალური ხმოვანი სიგნალი, ხოლო სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას უნდა დაუთმოს გზა ან/და დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი. სწორი პასუხია: დაუთმოს გზა ან/და დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს სავალი ნაწილი
იმ სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, სავალ ნაწილზე მყოფმა ქვეითმა, უნდა:
1 დაუთმოს გზა ასეთ სატრანსპორტო საშუალებას ან/და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სავალი ნაწილი
2 გააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ
3 გააგრძელოს მოძრაობა, როგორც უპირატესობის მქონემ, თუ იგი მოძრაობს რეგულირებულ ქვეითთა გადსასვლელზე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი (მიაქციეთ ყურადღება: ხმოვანი სიგნალი აუცილებლად უნდა ჩართას უპირატესობის მისაღებად,მხოლოდ ციმციმა არ ანიჭებს უპირატესობას) და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს უპირატესობით მიუხედავად საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოთხოვნებისა. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები
ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლი, მიუხედავად საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებისა, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეების მიმართ სარგებლობს პრიორიტეტით, თუ ჩართული აქვს:
1 ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი
2 ლურჯი და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალები
3 ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, გზა დაუთმონ ჩართული ახლო განათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალება ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალით ( ანუ ორგანიზებულ კოლონას). ე.ი სწორი პასუხია: ვალდებულია
ვალდებულია თუ არა, საგზაო მოძრაობის მონაწილე გზა დაუთმოს ჩართული ახლო ნათების ფარებით მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მიაცილებს ოპერატიული სამსახურის სატრანსპორტო საშუალება ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით?
1 ვალდებულია
2 არ არის ვალდებული
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. სწორი პასუხია; გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში - გაჩერდნენ
ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები ან/და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან:
1 დაუყოვნებლივ გაჩერდნენ ყოფნის ადგილას
2 გაანთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში გაჩერდნენ
3 გადაჯგუფდნენ თანმხვედრი მიმართულების უკიდურეს მარცხენა ზოლზე
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერებს შესაძლებლობა.
ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით მდგომ სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებასთან მიახლოებისას, მძღოლმა უნდა:
1 განაგრძოს გზა სიჩქარის შეუცვლელად
2 შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ჰქონდეს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერების შესაძლებლობა
3 გაზარდოს სიჩქარე, რათა დროულად გაიაროს აღნიშნული ადგილი
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. სწორი პასუხია: უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
მძღოლს, რომელსაც სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ:
1 ჩართული აქვს ახლო განათების ფარები
2 უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას
3 ავტომობილზე დამაგრებულია დროებითი საგზაო ნიშნები
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და რომელიც გზაზე ასრულებს სამშენებლო, სარემონტო ან დასასუფთავებელ სამუშაოებს, შეუძლია გადაუხვიოს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს, თუ უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას. ნარინჯისფერი ან ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი არ იძლევა უპირატესობას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ და გამოიყენება ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის. სწორი პასუხია: ყურადღების მისაპყრობად მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის
სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული ყვითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი გამოიყენება:
1 საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების მიმართ უპირატესობის მოსაპოვებლად
2 ყურადღების მისაპყრობად, მოსალოდნელი საშიშროების თავიდან აცილებისათვის
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალისა და ხმოვანი სიგნალის დაყენება და ასევე სატრანსპორტო საშუალებისათვის სპეციალური შეფერილობის მიცემა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალების დაყენება, ასევე ავტომანქანებისთვის სპეციალური შეფერილობის მიცემა, ხორციელდება:
1 საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
2 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
3 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ ნარინჯისფერ ან ყვითელ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში.
ინკასაციის სამსახურის სპეციალურ სატრანსპორტო საშუალებაზე დაყენებულ მოელვარე სპეციალურ ციმციმა სიგნალთან ერთად, სპეციალური ხმოვანი სიგნალი ირთვება:
1 მხოლოდ თავდასხმის საშიშროების ან თავდასხმის შემთხვევაში
2 ნებისმიერ შემთხვევაში
3 არასაკმარისი ხილვადობის პირობებში მოძრაობისას
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან , ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებას , რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი , აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ჩართული ახლო განათების ფარებით სატვირთო ავტომობილს მიაცილებს ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე ავტობუსის მძღოლს გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება ორივე ავტომობილის მიმართ (მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსს ნებადამრთველი მწვანე შუქი უნთია, ხოლო მათ ამკრძალავი წითელი შუქი). ე.ი. სწორი პასუხია: როგორც ოპერატიული სამსახურის, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ (შპარგალკა ,,როგორც")

ჩართული ახლო განათების ფარებით სატვირთო ავტომობილს მიაცილებს ოპერატიული სამსახურის ავტომობილი, ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალებით. რომელი ავტომობილის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ავტობუსის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში შუქნიშნის ამ სიგნალზე?
1 არცერთი ავტომობილის მძღოლის მიმართ
2 მხოლოდ ოპერატიული ავტომობილის მძღოლის მიმართ
3 როგორც ოპერატიული სამსახურის, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს საგზაო მოძრაობის დადგენილ მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამ სიგნალზე ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლებააქვს ყველა მიმართულებით. (შეუძლია არ დაემორჩილოს შუქნიშნებს და საგზაო ნიშნებს). სწორი პასუხია: ყველა მიმართულებით

რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2 მხოლოდ მარჯვნივ
3 ყველა მიმართულებით
4 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ, ხოლო თუ ოპერატიულ ან სპეციალურ ავტომობილზე ჩართული არ არის ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები, მაშინ მოძრაობის სხვა მონაწილეები არ არიან ვალდებული დაუთმონ მას გზა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლი არ არის ვალდებული გზა დაუთმოს ოპერატიულ სამსახურის ავტომობილის მძღოლს. ე.ი. სწორი პასუხია: არ არის ვალდებული

ვალდებულია თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს, თუ ავტომობილზე ჩართული არ არის ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1 ვალდებულია
2 არ არის ვალდებული
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ. ამავე კანონის თანახმად მოძრაობის ზოლიდან ზოლში გადასვლისას მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს გადასასვლელ მოძრაობის ზოლში თანმხვედრი მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას (ანუ ვისაც უჭრის გზას). აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლმა გზა უნდა დაუთმოს ოპერატიულ სამსახურის ავტომობილის მძღოლს და ის არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ გაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში. ე.ი. სწორი პასუხია: გაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში

ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები. წითელი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ:
1 გაატარებს ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
2 არ დაუთმობს გზას ყვითელ ავტომობილს და გადავა მარჯვნივ მდებარე ზოლში
3 გააგრძელებს მოძრაობას დაკავებულ ზოლში
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გაჩერებულ ოპერატიული სამსახურის ავტომობილთან მიახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე, რათა აუცილებლობის შემთხვევაში შეძლოს ტრანსპორტის დაუყოვნებლივ გაჩერება. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: იმ სიჩქარით, რომლითაც აუცილებლობის შემთხვევაში ავტომობილის დაუყონებლივ გაჩერების შესაძლებლობა ექნება

ოპერატიული სამსახურის ავტომობილი გაჩერებულია ჩართული ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალით. მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა უნდა იმოძრაოს არა უმეტეს:
1 90 კმ/სთ სიჩქარით
2 70 კმ/სთ სიჩქარით
3 იმ სიჩქარით, რომლითაც აუცილებლობის შემთხვევაში ავტომობილის დაუყონებლივ გაჩერების შესაძლებლობა ექნება
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალი დაუთმონ გზა. ამავე კანონის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, რადგან იგი პრიორიტეტით სარგებლობს, შემდეგ გაივლის რუხი მსუბუქი ავტომობილი, ვინაიდან მოტოციკლის მძღოლი მარცხნივ მოხვევის შემთხვევაში ვალდებულია გზა დაუთმოს პირდაპირი მიმართულებით მოძრავს და ბოლოს გაივლის მოტოციკლის მძღოლი. ე.ი. სწორი პასუხია: ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიულ ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?
1 ჯერ უნდა გაიაროს რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა
2 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, ბოლოს - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა
3 ჯერ უნდა გაიაროს ოპერატიული სამსახურის ავტომობილმა, შემდეგ - რუხმა მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი, ვალდებულია დაემორჩილოს შუქნიშნებსა და საგზაო ნიშნების მოთხოვნებს (ანუ არ სარგებლობს უპირატესობით), ამავე კანონის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა ზოლი სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. ამავე კანონის თანახმად, მიმთითებელი საგზაო ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ოპერატიულ სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე ( მწანე შუქი) საგზაო ნიშანი - ,,მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ" რთავს მხოლოდ პირდაპირ ან მარჯვნივ წასვლის უფლებას, მძღოლს შეუძლია წავიდეს პირდაპირ, მაგრამ იგი მოცემულ სიტუაციაში მარჯვნივ ვერ წავა, რადგან მას არა აქვს დაკავებული შესაბამისი განაპირა ზოლი.ანუ მოცემულ სიტუაციაში მძღოლს მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება. ე.ი. სწორი პასუხია: მხოლოდ პირდაპირ

რომელი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2 მხოლოდ პირდაპირ მარცხნივ
3 ყველა მიმართულებით
4 მხოლოდ პირდაპირ
საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი ვალდებულია დაემორჩილოს შუქნიშნებს და საგზაო ნიშნებს. ამავე კანონის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე ციმციმა სიგნალი და იმყოფება მეორეხარისხოვან გზაზე (უდგას საგზაო ნიშანი ,,დაუთმე გზა") ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოვებულ ავტობუსის მძღოლს მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. ე.ი. გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება ოპერატიული სამსახურის მძღოლს. ანუ სწორი პასუხია: ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული არა აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი?
1 ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს
2 ავტობუსის მძღოლს
© ყველა უფლება დაცულია