აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 38
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მარეგულირებლის სიგნალები
 
ბილეთის განმარტება #360

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც, მოძრაობენ მარეგულირებლის მკერდის და ზურგის მხრიდან (მკერდი და ზურგი იკეტება) მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად,  მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე; ამავე კანონის  თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოხვევა სრულდება გზაჯვარედინზე გასასვლელად, სადაც წრიული მოძრაობაა ორგანიზებული, მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევის წინ, აგრეთვე მობრუნების წინ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია დროულად დაიკავოს შესაბამისი განაპირა მდებარეობა სავალ ნაწილზე, რომელიც თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვისაა განკუთვნილი. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის გვერდის მხრიდან მარეგულირებელი აძლევს მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ წასვლის უფლებას. ანუ სწორი პასუხია: პიდაპირ და მარჯვნივ

360

რომელი მიმართულებით აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ პირდაპირ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

3 მხოლოდ მარჯვნივ და მარცხნივ

4 ნებისმიერი მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #361

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან (ანუ ჩამოშვებული ხელის მხრიდან) ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ (ტრამვაის მარეგულირებელთან მიმართებაში აქვს მხოლოდ ერთი მიმართულება და ტრამვაი ყოველთვის ხელებს დაყვება), ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ მათ შორის ტრამვაისაც. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე მარცხენა გვერდის მხრიდან აქვს ყველა მიმართულებით მოძრაობის უფლება. ანუ სწორი პასუხია: ყველა მიმართულებით

361

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

1 მხოლოდ A და C მიმართულებით

2 მხოლოდ B და D მიმართულებით

3 ყველა მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #362

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - ზემოთ აწეული ერთი ხელი - ეს ჟესტი ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის ნიშნავს „ყურადღება, სდექ“ სიგნალს, გარდა იმ მძღოლებისა, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ გაჩერებას მკვეთრი დამუხრუჭებისა და საკმაო უსაფრთხოების პირობების დაცვით. გარდა ამისა, თუ ეს სიგნალი მიცემულია გზაჯვარედინზე, მძღოლს, რომელიც უკვე შესულია გზაჯვარედინზე, შეუძლია განაგრძოს მოძრაობა. ქვეითმა, რომელიც სიგნალის მიცემისას გზის სავალ ნაწილზე იმყოფება, უნდა გაათავისუფლოს იგი, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − უნდა გაჩერდეს ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გამყოფ ხაზზე. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქიავტომობილის მძღოლს არცერთი მიმართულებით არ ა აქვს მოძრაობის გაგრძელების უფლება. ანუ სწორი პასუხია: არცერთი მიმართულებით

362

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

1 არც ერთი მიმართულებით

2 მხოლოდ A და D მიმართულებით

3 მხოლოდ B და C მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #363

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები - ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც,მოძრაობენ მარეგულირებლის მკერდის და ზურგის მხრიდან მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად, ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვინაიდან იმყოფება მარეგულირებლის მკერდის მხრიდან, მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არცერთი მიმართულებით არა აქვს მოძრაობის უფლება. ანუ სწორი პასუხია: არცერთი მიმართულებით

 

363

მარეგულირებლის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

1 მხოლოდ A და C მიმართულებით

2 არც ერთი მიმართულებით

3 მხოლოდ B და D მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #364

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობით ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩერდეს მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილზე. ანუ სწორი პასუხია: მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილას

364

თუ მარეგულირებელი სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ მოთხოვნას გადასცემს ხმამაღლამოლაპარაკე მოწყობილობის, ან სატრანსპორტო საშუალებისაკენ მიმართული ჟესტიკულაციით, მძღოლი უნდა გაჩედრეს:

1 დაუყოვნებლივ ყოფნის ადგილას

2 მისთვის მოსახერხებელ ადგილას

3 მარეგულირებლის მიერ მითითებულ ადგილას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #365

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებელი სიგნალს აძლევს:  შავი და თეთრი ზოლების მქონე ხელკეტით;  შუქამრეკლი წითელი დისკით;  დისკით, რომელზედაც გამოსახულია საგზაო ნიშანი „მოძრაობა აკრძალულია“;  ხელით;  წითელი ან ყვითელი ალმით; ან წითელი სინათლის მოძრაობით. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით

365

მარეგულირებელმა შეიძლება სიგნალი მისცეს:

1 მხოლოდ შავი და თეთრი ზოლებიანი ხელკეტით, ან წითელი შუქამრეკლი დისკით

2 მხოლოდ ხელით ან დისკით, რომელზეც გამოსახულია საგზაო ნიშანი - მოძრაობა აკრძალულია

3 მხოლოდ წითელი ან ყვითელი ფერის ალმებით, ან წითელი სინათლის მოძრაობით

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი საშუალებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #366

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებლის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი გამიზნულია მოძრაობის მონაწილეების ყურადღების მისაპყრობად.

366

მარეგურილებელის მიერ სასტვენით მიცემული დამატებითი სიგნალი:

1 კრძალავს მოძრაობას

2 გამიზნულია მოძრაობის მონაწილეთა ყურადღების მისაპყრობად

3 რთავს მოძრაობის უფლებას

4 აფრთხილებს მოახლოებული საშიშროების შესახებ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #367

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა  ყველა საგზაო მოძრაობის მონაწილისათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს  სიგნალს გაჩერების შესახებ.

367

მარეგულირებლის მიერ წითელი სინათლის მოძრაობა საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის, რომელთა მხარესაც მიმართულია ეს სინათლე, ნიშნავს სიგნალს:

1 გაჩერების შესახებ

2 მოძრაობის აჩქარების შესახებ

3 მოახლოებული საფრთხის შესახებ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #368

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე.აქედან გამომდინარე თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან შეასრულონ მარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები. ანუ სწორი პასუხია: მარეგულირებლის სიგნალის მოთხოვნები

368

თუ მარეგულირებელ პირთა სიგნალები ეწინააღმდეგება შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, შეასრულონ:

1 მარეგულიებლის სიგნალის მოთხოვნები

2 შუქნიშნის მაშუქი სიგნალის მოთხოვნები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #369

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.  მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა.  თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან (პირველ რიგში), ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს ,,სდექ" ხაზთან. ანუ სწორი პასუხია: გაჩერდეს ,,სდექ" ხაზთან

369

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

1 გააგრძელოს მოძრაობა

2 გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე

3 გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან

4 გაჩერდეს შუქნიშანთან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #370

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით.  მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალის დროს არცერთი საგზაო მოძრაობის მონაწილე არ უნდა შევიდეს რკინიგზის გადასასვლელზე, მიუხედავად შლაგბაუმის ან ნახევარშლაგბაუმის მდგომარეობისა ან მისი არსებობისა.  თუ რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობა აკრძალულია, მძღოლი ჩერდება „სდექ“ ხაზთან (პირველ რიგში), ,,STOP" ნიშანთან ან შუქნიშანთან, ხოლო მათი არარსებობისას – შლაგბაუმიდან ან ნახევარშლაგბაუმიდან არანაკლებ 5 მეტრისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს ,,სდექ " ხაზთან.  ანუ სწორი პასუხია: გაჩერდეს ,,სდექ" ხაზთან

370

მოცემულ სიტუაციაში, ავტომობილის მძღოლი ვალდებულია:

1 გააგრძელოს მოძრაობა

2 გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან

3 გაჩერდეს უახლოეს რელსამდე, არანაკლებ 10 მეტრის მანძილზე

4 გაჩერდეს შუქნიშანთან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #371

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რკინიგზის გადასასვლელზე მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის მიცემისას მარეგულირებელი დგას მძღოლის მიმართ მკერდით ან ზურგშექცევით, თავის ზემოთ აწეული კვერთხით, წითელი ფარნით ან ალმით ან განზე გაწეული ხელებით. ამავე კანონის  თანახმად მძღოლი, რომელსაც მარეგულირებელმა სიგნალის მიცემით აუკრძალა მოძრაობა, ვალდებულია გაჩერდეს რკინიგზის გადასასვლელის წინ − ამ კანონის  შესაბამისად. ამავე კანონის  თანახმად, ოპერატიული ან ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს საგზაო წესებს, მაგრამ მარეგულირებელს ემორჩილება ყველა შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ოპერატიული ავტომობილის მძღოლს მოცემულ სიტუაციაში არა აქვს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

371

მოცემულ სიტუაციაში, აქვს თუ არა მძღოლს შეუჩერებლად მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილზე ჩართულია ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #372

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ  ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით ან მარეგულირებლის მეშვეობით რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან.

372

თუ ქვეითთა გადასასვლელების მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა რეგულირდება მარეგულირებლის მეშვეობით, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლები უნდა გაჩერდნენ:

1 მარეგულირებელის წინ

2 ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან

3 საპირიპირო მიმართულების ზოლზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #373

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მარეგულირებელი არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს, საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა.

373

“მარეგულირებელი” არის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგზაო მოძრაობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე პირი, რომელსაც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:

1 საგზაო მოძრაობის მონაწილეს შეუზღუდოს მოძრაობა, შეუცვალოს მიმართულება ან/და შეაჩეროს მისი მოძრაობა

2 მხოლოდ სამართალდამრღვევ მძღოლს დააკისროს ადმინისტრაციული სახდელი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #374

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით.

374

თუ მარეგულირებლის სიგნალი ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს ურთიერთგადამკვეთი ტრაექტორიებით მოძრავ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, მძღოლებმა უნდა იხელმძღვანელონ:

1 მხოლოდ პრიორიტეტის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით

2 არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის წესებითა და გზაჯვარედინზე დაყენებული პრიორიტეტის ნიშნებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #375

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, რომელსაც სატრანსპორტო საშუალებაზე ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ასრულებს სამსახურებრივ დავალებას, შეუძლია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობების დაცვით გადაუხვიოს  დანართებით დადგენილ მოთხოვნებს, მაგრამ ემორჩილება მარეგულირებელს ყველა შემთხვევაში. ამავე კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, განზე გაშვერილი ან ჩამოშვებული ხელები − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს იმ საგზაო მოძრაობის მონაწილეებისათვის, რომლებიც მოძრაობენ მარეგულირებლის მკერდის და ზურგის მხრიდან, მათი მოძრაობის მიმართულების მიუხედავად,  ამასთანავე, მარეგულირებლის მარჯვენა და მარცხენა გვერდების მხრიდან ტრამვაის უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ, ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს პირდაპირ და მარჯვნივ, ხოლო ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ვინაიდან ოპერატიული ავტომობილის მძღოლი იმყოფება მარეგულირებლის მკერდის მხრიდან მას ეკრძალება მოძრაობა, ხოლო ლურჯი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის გვერდის მხრიდან აქვს მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ წასვლის უფლება და მას ეკრძალება მარცხნივ წასვლა. ე.ი. მოცემულ სიტუაციაში მარეგულირებლის ამ სიგნალზე ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება არა აქვს არცერთი ავტომობილის მძღოლს. ანუ სწორი პასუხია: არცერთი ავტომობილის მძღოლს

375

რომელი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით მარეგულირებლის ამ სიგნალზე, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 ორივე ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ ლურჯი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

3 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #376

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა - წინ გაშვერილი მარჯვენა ხელი − ეს ჟესტი ნიშნავს „სდექ“ სიგნალს მარეგულირებლის მარჯვენა გვერდისა და ზურგის მხრიდან მოძრავი ყველა მძღოლისათვის; ამასთანავე, მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან (ანუ ჩამოშვებული ხელის მხრიდან) ტრამვაის უფლება აქვს იმოძრაოს მარცხნივ  (ტრამვაის მარეგულირებელთან მიმართებაში აქვს ყოველთვის ერთი მიმართულება და ყოველთვის ხელებს დაყვება), ხოლო ურელსო სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს ყველა მიმართულებით. მარეგულირებლის მკერდის მხრიდან ყველა სატრანსპორტო საშუალებას უფლება აქვს, იმოძრაოს მხოლოდ მარჯვნივ. ქვეითს უფლება აქვს, გადავიდეს სავალ ნაწილზე მარეგულირებლის ზურგის უკან. ამავე კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ვინაიდან მსუბუქი ავტომობილის მძღოლი იმყოფება მარეგულირებლის მარცხენა გვერდის მხრიდან მას მარეგულირებელი ყველა მიმართულებით წასვლის უფლებას აძლევს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში პირდაპირი მიმართულებით გვაქვს ამკრძალავი ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია" ,რომელიც მძღოლს პირდაპირი მიმართულებით შესვლას უკრძალავს.ე.ი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება C და მას უფლება აქვს იმოძრაოს A , B , და D  მიმართულებით.  ანუ სსწორი პასუხია:  A , B , და D მიმართულებით

376

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მარეგულირებლის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ B და C მიმართულებით

2 მხოლოდ A, B და D მიმართულებით

3 მხოლოდ A და D მიმართულებით

4 ყველა მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #377

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მარეგულირებლის სიგნალებს აქვს უპირატესი ძალა შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების და საგზაო მოძრაობის წესების მოთხოვნების მიმართ. გზაჯვარედინზე მარეგულირებლის მიერ მოძრაობის რეგულირებისას ამკრძალავი და მიმთითებელი საგზაო ნიშნები აგრძელებს მოქმედებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მათი მოთხოვნების უგულებელყოფაზე. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ვინაიდან მარეგულირებელი კონკრეტულად მარცხნივ მიუთითებს, ამიტომ აუქმებს ამკრძალავ ნიშანს ,,შესვლა აკრძალულია", ხოლო თუ აძლევს მარცხნივ წასვლის უფლებას აძლევს მობრუნების, ანუ უკუმიმართულებიტ წასვლის უფლებასაც.ე.ი. მოცემულ  სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

377

რა მიმართულებით შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა თუ მარეგულირებელი კონკრეტულად მიუთითებს მოძრაობას მარცხნივ?

1 მხოლოდ პირდაპირ

2 მხოლოდ მარცხნივ

3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

4 ყველა მიმართულებით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია