აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 54
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
შუქნიშნის სიგნალები
 
ბილეთის განმარტება #326

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება  მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება . 

326

რევერსული შუქნიშანი, წითელი ფერის X ნიშნის სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით გამოიყენება:

1 მხოლოდ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების სპეციალურ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისთვის

2 მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #327

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ. (შპარგალკა - დაიმახსოვრეთ სიტყვა ,,ამცნობს")

327

შუქნიშნის ძირითად მწვანე მაშუქ სიგნალზე გამოსახული კონტურის ისარი/ისრები:

1 მძღოლს აწვდის ინფორმაციას შუქნიშნზე დამატებითი სექციის არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ დამატებითი სექციის მაშუქი სიგნალით განსაზღვრული მიმართულებების შესახებ

2 მძღოლს ამცნობს შუქნიშანზე დამატებითი სექციის შესაძლო არსებობის შესახებ და მიუთითებს ამ სექციის ფერადი მაშუქი სიგნალისაგან განსხვავებული მოძრაობის სხვა ნებადართული მიმართულებების შესახებ

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა პასუხი სწორია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #328

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის  .

328

„T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი შეიძლება გამოყენებული იქნეს:

1 „T“-სებურ გზაჯვარედინზე მოძრაობის რეგულირებისათვის

2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის

3 თვლიანი ტრაქტორების მოძრაობის რეგულირებისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #329

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. ,,T" -სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაშინ, თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი.

329

„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ნებადართულია:

1 თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი

2 თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #330

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალი. ,,T" -სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა აკრძალულია თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი .

330

„T“-სებური ფორმის შუქნიშნით მოძრაობის რეგულირებისას სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აკრძალულია:

1 თუ ერთდროულად ჩართულია ქვედა და ერთი, ან რამდენიმე ზედა მაშუქი სიგნალი

2 თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #331

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს ,,სდექ" ხაზთან, მას უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა დასახული მიმართულებით (მკვეთრ დამუხრუჭებას ვიყენებთ მხოლოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის დროს). ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

331

აქვს თუ არა მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე მას არ შეუძლია გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #332

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის (რევერსულის გარდა) ამკრძალავი მაშუქი სიგნალის დროს მძღოლი ვალდებულია გაჩერდეს „სდექ” ხაზთან . მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე ყვითელი ავტომობილის მძღოლმა გააჩერა საგზაო მოძრაობის წესების დაცვით ,,სდექ" ხაზთან, ხოლო თეთრი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით გაჩერდა ,,სდექ" ხაზიდან მოშორებით. ანუ სწორი პასუხია: ყვითელი ავტომობილის მძღოლმა

332

რომელმა მძღოლმა გააჩერა ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დაცვით შუქნიშნის ამკრძალავ სიგნალზე?

1 თეთრი ავტომობილის მძღოლმა

2 ყვითელი ავტომობილის მძღოლმა

3 არცერთი ავტომობილის მძღოლმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #333

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო ნიშანი - „გასვლა გზაზე, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა“ − მიუთითებს  „რევერსული მოძრაობა“ ნიშნით აღნიშნულ გზის მონაკვეთზე გასვლას. ამავე კანონის თანახმად შესვლის მიზნით იმ სავალ ნაწილზე მოხვევის დროს, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა ისე უნდა იმოძრაოს, რომ სავალი ნაწილების გადაკვეთიდან გამოსვლისას განაპირა მარჯვენა მოძრაობის ზოლი დაიკავოს. სხვა მოძრაობის ზოლზე გადაჯგუფება დასაშვებია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლი დარწმუნდება, რომ აღნიშნულ მოძრაობის ზოლზე ნებადართულია თანმხვედრი მოძრაობა (ანუ ანთია მწვანე ისარი). ანუ მოცემულ სიტუაციაში  მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს მხოლოდ  A მიმართულებით. ე.ი. სწორი პასუხია: მხოლოდ  A მიმართულებით

333

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 მხოლოდ C მიმართულებით

4 არცერთი მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #334

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ  თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზია , მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. ამავე კანონის თანახმად ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ტრამვაის მძღოლს. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ

334

რომელი ტრამვაის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ პირველი ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ მეორე ტრამვაის მძღოლის მიმართ

3 ორივე ტრამვაის მძღოლის მიმართ

4 არცერთი ტრამვაის მძღოლის მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #335

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად:  შუქნიშნის ფერად მაშუქ სიგნალებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა - მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას;  სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის რეგულირებისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს „T“-სებურად განლაგებული მოყვითალო ოთხი მრგვალი მაშუქი სიგნალზე თუ ჩართულია მხოლოდ სამი ზედა მაშუქი სიგნალი, მოძრაობა აკრძალულია.  აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, ხოლო ტრამვაის მძღოლს ეკრძალება მოძრაობა. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა

335

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა შეიძლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნების ამ სიგნალებზე?

1 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა

2 არცერთმა სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა

3 მხოლოდ ტრამვაის მძღოლმა

4 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #336

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, გასწრება აკრძალულია  რეგულირებულ გზაჯვარედინზე (ანუ გზაჯვარედინზე, სადაც მოძრაობა რეგულირდება შუქნიშნებით) საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან იგი გასწრებას ასრულებს საპირისპირო მოძრაობის ზოლზე გასვლით. ე.ი. სწორი პასუხია: დაარღვევს

336

დაარღვეს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #337

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზია , მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან  შუქნიშნის წინ არ არის ,,სდექ" ხაზი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არის ვალდებული ისრის მიმართულებით  მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს  მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე (ანუ წითელ შუქზე). ე.ი. სწორი პასუხია; არ არის ვალდებული

337

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქ სიგნალზე?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #338

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ  თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზია , მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან შუქნიშნის წინ არ არის ,,სდექ" ხაზი , მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ არის ვალდებული ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე (ანუ წითელ შუქზე). ე.ი. სწორი პასუხია: არ არის ვალდებული

338

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილს მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობისას გაჩერდეს მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #339

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა გააგრძელოს მოძრაობა, ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად.

339

თუ მძღოლი უახლოვდება შუქნიშანს, რომელზეც მოძრაობის ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი უკვე დიდი ხნის განმავლობაშია ჩართული, მან უნდა:

1 გაზარდოს სიჩქარე და თვალყური ადევნოს შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს

2 გააგრძელოს მოძრაობა ისე, რომ მზად იყოს სატრანსპორტო საშუალების ნებისმიერ მომენტში უსაფრთხოდ გასაჩერებლად

3 გაზარდოს სიჩქარე, თუნდაც იგი აჭარბებდეს ნებადართული სიჩქარის ზღვარს, რათა მოასწროს გზის აღნიშნული მონაკვეთის შუქნიშნის მოძრაობის ამკრძალავ მაშუქი სიგნალის ჩართვამდე გავლა

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია