აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 54
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
შუქნიშნის სიგნალები
 
ბილეთის განმარტება #306

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი ან თეთრი მაშუქი სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ. გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან რევერსიულ შუქნიშანში ქვემოთ დახრილი ყვითელი ისარი მიანიშნებს ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ ლურჯი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გადავიდეს მარჯვენა ზოლში. ანუ სწორი პასუხია: გადავიდეს მარჯვენა ზოლში

306

რევერსული შუქნიშნის ამ სიგნალზე ლურჯი ავტომობილის მძღოლი უნდა:

1 გადავიდეს მარცხენა ზოლში

2 გააგრძელოს მოძრაობა პირდაპირ

3 გადავიდეს მარჯვენა ზოლში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #307

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. რევერსული შუქნიშნის ძირითად ფერად მაშუქ სიგნალებს შეიძლება დაემატოს დიაგონალურად ქვემოთ – მარჯვნივ ან მარცხნივ დახრილი ისრის მქონე ყვითელი  სიგნალი, რომლის ჩართვა იტყობინება ფერადი მაშუქი სიგნალის შემდგომი შეცვლისა და ისრით მითითებულ ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ.  გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან რევერსიულ შუქნიშანში მარჯვნივ დახრილი ყვითელი ისარი მიანიშნებს ისრით მითითებულ  ზოლზე გადასვლის ვალდებულების შესახებ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გადავიდეს მარჯვენა ზოლში და მას არა აქვს უფლება შევიდეს ისრით მითითებულ რევერსიული მოძრაობის ზოლში, რევერსიული შუქნიშნის ამ სიგნალზე. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

307

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შევიდეს რევერსული მოძრაობის ზოლში, რევერსული შუქნიშნის ამ სიგნაზე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #308

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად: შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას.  მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრებით მითითებული მიმართულებებით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამ სიგნალზე წითელი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

308

რომელი მიმართულებით შეუძლია წითელი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2 მხოლოდ მარჯვნივ

3 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

4 ნებისმიერი მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #309

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად:  შუქნიშნის მაშუქ სიგნალებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:  მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას.  მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრებით მითითებული მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამ სიგნალზე ლურჯი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება). ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

309

რომელი მიმართულებით შეუძლია ლურჯი ავტომობილის მძღოლს, გააგრძელოს მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2 მხოლოდ მარჯვნივ

3 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

4 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #310

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით  რეგულირდება, მოძრაობის ამკრძალავი სიგნალის დროს მძღოლი უნდა გაჩერდეს ქვეითთა გადასასვლელის წინ ან მის წინ მდებარე განივ მონიშვნასთან, ხოლო როცა მოძრაობის გაგრძელების უფლებას მიიღებს, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს. თუ მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი, მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ქვეითებს. ანუ სწორი პასუხია: ვალდებულია

310

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ქვეითებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #311

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის,  არსებობის  შესახებ. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ყველა შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

311

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ ყველა შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #312

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს,  უფლება აქვს განაგრძოს მოძრაობა.  აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას ავტომობილის მძღოლი ვერ შეძლებს მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე ,,სდექ" ხაზთან გაჩერებას, მას უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით (მკვეთრ დამუხრუჭებას ვიყენებთ მხოლოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად). ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

312

აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას, ვერ შეძლებს მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე გაჩერდეს „სდექ“ ხაზთან?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #313

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ერთობლივად ჩართული წითელი და ყვითელი მაშუქი სიგნალები კრძალავს მოძრაობას და იტყობინება მწვანე მაშუქი სიგნალის მოსალოდნელი ჩართვის შესახებ. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე. ანუ სწორი პასუხია: არ აქვს უფლება

313

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #314

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრებით მითითებული მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლს შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება). ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

314

რომელი მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა წითელი ავტომობილის მძღოლმა შუქნიშნების ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

3 მხოლოდ მარცხნივ

4 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #315

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. ამავე კანონის  თანახმად გზაჯვარედინზე შეიძლება მობრუნება (თუ სხვა რამე არ კრძალავს) და აგრეთვე დასახლებულ პუნქტში ქვეითთა გადასასვლელზე მობრუნება შეიძლება , თუ იქ არ იმყოფებიან ქვეითები.  აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

315

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #316

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად საგზაო ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას.  ნიშნის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. აქედან გამომდინარე ვინაიდან ლურჯი ავტომობილის მძღოლი მარცხნივ მოხვევას ასრულებს მეორე გადაკვეთაზე, სადაც მოცემული ნიშნის მოქმედება უკვე აღარ ვრცელდება, მას არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, ხოლო ყვითელი ავტომობილის მძღოლი პირველ გადაკვეთაზე ვალდებულია იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ და მას ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა იმ გადაკვეთაზე რომელზეც ვრცელდება ნიშნის მოქმედება. ე.ი. ისრის მიმართულებით მოძრაობა ეკრძალება მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

316

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #317

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, წითელი მაშუქი სიგნალი ან წითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი კრძალავს მოძრაობას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ავტომობილის მძღოლს წითელი მაშუქი სიგნალი უნთია, ამიტომ  მას  არ აქვს არცერთი მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება. ანუ სწორი პასუხია: არცერთი მიმართულებით

317

მოცემულ სიტუაციაში ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

3 C მიმართულებით

4 არცერთი მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #318

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მწვანე მაშუქი სიგნალი მოძრაობის ნებას რთავს მძღოლს, ამავე კანონის თანახმად მძღოლს მანევრის (მარჯვნივ ან მარცხნივ მოხვევა) შესრულება შეუძლია ნებისმიერ გადაკვეთაზე, თუ იგი აკრძალული არ არის სხვა საგზაო მოთხოვნებით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნის ამ სიგნალზე მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

318

აქვს თუ არა უფლება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #319

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ  თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზია , მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან შუქნიშნის წინ არის ,,სდექ" ხაზი , ლურჯი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე (ანუ წითელ შუქზე).  ე.ი. სწორი პასუხია: ვალდებულია

319

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

3 არ არის ვალდებული თუ არ შეაფერხებს საპირისპირო მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #320

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის ნებადამრთველ სიგნალზე გზაჯვარედინზე შესულ მძღოლს შეუძლია იმოძრაოს დასახული მიმართულებით, გზაჯვარედინიდან გასასვლელზე არსებული შუქნიშნის ამკრძალავი სიგნალების მიუხედავად, მაგრამ  თუ გზაჯვარედინზე მისი მოძრაობისას გზაზე არსებული შუქნიშნების წინ „სდექ“ ხაზია  მძღოლმა უნდა იხელმძღვანელოს თითოეული შუქნიშნის სიგნალით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან შუქნიშნის წინ არ არის ,,სდექ" ხაზი, ლურჯი ავტომობილის მძღოლი არ არის ვალდებული ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე (ანუ წითელ შუქზე). ე.ი. სწორი პასუხია: არ არის ვალდებული

320

მოცემულ სიტუაციაში, ვალდებულია თუ არა ლურჯი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულებისას გაჩერდეს გამყოფ ზოლებს შორის არსებულ მოძრაობის ამკრძალავ შუქნიშნის მაშუქ სიგნალზე?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #321

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად თუ შუქნიშნები გზის სავალი ნაწილის თანმხვედრი მიმართულების მხარეს არსებული თითოეული მოძრაობის ზოლის ზევითაა განლაგებული, თითოეული შუქნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ მოძრაობის ზოლზე, რომლის ზემოთაც არის იგი. ამავე კანონის თანახმად, მწვანე, ყვითელ და წითელ მაშუქ სიგნალებს, რომლებზედაც გამოსახულია ისრები, იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც შესაბამისი ფერის უისრო მაშუქ სიგნალებს, მაგრამ მათი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ ისრებით მითითებული მიმართულებებით. ამასთანავე, ისარი, რომელიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, თუ ეს აკრძალული არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნით ან საგზაო მონიშვნით. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს შუქნიშნის ამ სიგნალზე მოძრაობის გაგრძელება შეუძლია მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება). ანუ სწორი პასუხია:  მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ  და უკუმიმართულებით (მობრუნება)

321

რა მიმართულებით შეუძლია გააგრძელოს მოძრაობა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

3 ყველა მიმართულებით

4 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #322

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად  წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ძირითად სექციაში უნთია ნებადამრთველი შუქი. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან წითელი ავტომობილის მძღოლს დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად , მას ისრის  მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ღია ლურჯი ავტომობილის მიმართ, რომელსაც ძირითად სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი. ანუ უპირატესობა ენიჭება ღია ლურჯი ავტომობილის მძღოლს. ე.ი. სწორი პასუხია: ღია ლურჯი ავტომობილის მძღოლს

322

რომელი ავტომობილის მძღოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 წითელი ავტომობილის მძღოლს

2 ღია ლურჯი ფერის ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #323

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს. აქედან გამომდინარე სწორი პასუხია: შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

323

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:

1 შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

2 გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნების მოთხოვნებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #324

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, შეასრულონ შუქნიშნის ფერადი მაშუქი სიგნალის მოთხოვნები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოთხოვნებს. ანუ სწორი პასუხია; შუქნიშნის მაშუქი  სიგნალების მოთხოვნებით

324

თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნები ეწინააღმდეგება გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეებმა უნდა იხელმძღვანელონ:

1 გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო მონიშვნების მოთხოვნებით

2 შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #325

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად,  ერთ სადგარზე, ერთსა და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება: რკინიგზის გადასასვლელზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელთან, გემის ან ბორნის მისადგომთან, გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელთან და იმ ადგილას, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია. 

325

ერთ სადგარზე, ერთი და იმავე სიმაღლეზე განლაგებული, ერთ მხარეს მიმართული ორი მორიგეობით მოციმციმე ან ერთი მოციმციმე წითელი ან ყვითელი მაშუქი სიგნალის მქონე შუქნიშანი გამოიყენება:

1 რკინიგზის გადასასვლელებზე, გასახსნელი ხიდის მისასვლელებთან, გემის ან ბორნის მისადგომებთან, ასევე გზაზე სახანძრო ავტომობილის გამოსასვლელებთან და ადგილებში, სადაც გზას დაბალ სიმაღლეზე კვეთს საფრენი აპარატის ტრაექტორია

2 იმ სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება

3 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია