აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (14)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 54
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
შუქნიშნის სიგნალები
 
ბილეთის განმარტება #286

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს აქვს უპირატესი ძალა გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების მიმართ (ანუ შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს და ვხემძღვანელობთ შუქნიშნებით). ამავე კანონის  თანახმად რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში შუქნიშანი აუქმებს პრიორიტეტის ნიშნებს (პრიორიტეტის ნიშნები გამოიყენება მაშინ, როდესაც შუქნიშანი გამორთულია, გაუმართავია ან ჩართულია ყვითელი მოციმციმე სიგნალი) და ვინაიდან ლურჯი ავტომობილის მძღოლი უხვევს მარცხნივ, იგი ვალდებულია გზა დაუთმოს პირდაპირი მიმართულებით  მოძრავ თეთრი ავტომობილის მძღოლს, ე.ი. მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება თეთრი ავტომობილის მძღოლს. ანუ სწორი პასუხია: თეთრი ავტომობილის მძღოლს

286

რომელი ავტომობილის მძოლს ენიჭება უპირატესობა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2 თეთრი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #287

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს  უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა (რადგან მკვეთრი დამუხრუჭება უფრო მეტ პრობლემას შექმნის გზაჯვარედინზე, ვიდრე მისი დასახული მიმართულებით მოძრაობა). ამავე კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას, და ქვეითს, რომელმაც ვერ დაამთავრა სავალ ნაწილზე გადასვლა მოცემული მიმართულებით.  აქედან გამომდინარე, მოცემულ ბილეთში  ვინაიდან წითელი ავტომობილის მძღოლს ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას არ შეეძლო ,,სდექ " ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრეჭების გარეშე მას უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, ხოლო ყვითელი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს წითელი ავტომობილის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას. ანუ მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს. ე.ი. სწორი პასუხია: აქვს უფლება

287

აქვს თუ არა წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელების უფლება, თუ შუქნიშნის მწვანე მაშუქი სიგნალის შემდეგ, ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვისას მას არ შეეძლო „სდექ“ ხაზთან გაჩერება მკვეთრი დამუხრუჭების გარეშე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #288

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა საგზაო შუქნიშნით რეგულირდება და მძღოლი ასრულებს მოხვევას სხვა გზაზე შესასვლელად, რომლის შესასვლელთანაც მდებარეობს ქვეითთა გადასასვლელი,   მოძრაობის გაგრძელების უფლების მიიღების  შემთხვევაში მან, არ უნდა დააბრკოლოს და საფრთხე არ უნდა შეუქმნას ქვეითთა გადასასვლელზე შესულ ქვეითებს.  მან ეს მოხვევა უნდა შეასრულოს მხოლოდ დაბალი სიჩქარით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უნდა გაჩერდეს და გაატაროს გადასასვლელზე შესული ან შემავალი ქვეითები; ამავე კანონის  თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებულნი არიან, დაუთმონ  გზა ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებას , რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალალები. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში წითელი ავტომობილის მძღოლს გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება ქვეითისა და ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ქვეითისა და ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ

288

რომელი საგზაო მოძრაობის მონაწილეს მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება წითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

1 ქვეითისა და ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 მხოლოდ ქვეითის მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #289

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლს, რომელსაც ყვითელი მაშუქი სიგნალის ჩართვის დროს მკვეთრად დამუხრუჭების გარეშე არ შეუძლია გაჩერდეს მას უფლება აქვს, განაგრძოს მოძრაობა ( რადგან მკვეთრი დამუხრუჭება უფრო მეტ პრობლემას შექმნის გზაჯვარედინზე ვიდრე მისი დასახული მიმართულებით მოძრაობა. მკვეთრ დამუხრუჭებას ვიყენებთ მხოლოდ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად). ამავე კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის ნებადამრთველი სიგნალის ჩართვისას მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას. ანუ სწორი პასუხია: ვალდებულია

289

ვალდებულია თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გზა დაუთმოს ავტობუსის მძღოლს, რომელიც ამთავრებს გზაჯვარედინზე გადასვლას?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #290

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მძღოლი არ უნდა გავიდეს გზაჯვარედინზე, თუ შექმნილია ისეთი ხერგილი, რომ იგი, სავარაუდოდ, იძულებული გახდება, გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლოს განივი მიმართულებით მოძრაობა. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, თუ შუქნიშნის მაშუქი სიგნალები იძლევა მოძრაობის უფლებას . აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში რუხი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, რადგან გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო  საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი და იგი იძულებული გახდება გაჩერდეს გზაჯვარედინზე და ამით დააბრკოლებს განივი მიმართულებით მოძრაობას. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს

290

რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა შუქნიშნის ამ სიგნალზე, თუ გზაჯვარედინის შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებით ჩახერგილია სავალი ნაწილი?

1 მხოლოდ რუხი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს

3 არცერთი ავტომობილის მძღოლს

4 ორივე ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #291

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.  მოცემულ ბილეთში რადგან შუქნიშნები გამორთულია და არ გვაქვს არც პრიორიტეტის ნიშნები , გვაქვს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თანაბარ მნიშვნელოვან გზებზე  ტრამვაის მძღოლი უპირატესობით სარგებლობს ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ანუ მოცემულ სიტუაციაში პირველი გაივლის ტრამვაის მძღოლი, ხოლო შემდეგ ურელსო სატრანსპორტო საშუალებებიდან გაივლის ის ვისაც არ აქვს მარჟვენა დაბრკოლება , ანუ მსუბუქი ავტომობილი და ბოლოს  ავტობუსი და მოტოციკლი. ანუ სწორი პასუხია: ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა

291

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანი გამორთულია?

1 ჯერ უნდა გაიაროს ავტობუსმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - ტრამვაიმ

2 ჯერ უნდა გაიაროს ტრამვაიმ, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა

3 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ავტობუსმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

4 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - ტრამვაიმ, ბოლოს - ავტობუსმა და მოტოციკლმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #292

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.ამავე კანონის თანახმად რეგულირებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.  მოცემულ ბილეთში გვაქვს რეგულირებადი გზაჯვარედინი და შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს, წითელი ავტომობილის მძღოლს ვინაიდან შუქნიშნის დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი შუქი, ხოლო ძირითად სექციაში წითელი მაშუქი სიგნალი, იგი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ იმ სატრანსპორტო საშუალებებს ვისაც ძირითად სექციაში უნთიათ მწვანე მაშუქი სიგნალი, ე.ი. წითელი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გაატაროს სატვირთო და მოტოციკლის მძღოლები, ხოლო სატვირთოსა და მოტოციკლის მძღოლებს შორის  გზაჯვარედინს პირველი გაივლის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რადგან მოტოციკლის მძღოლი მობრუნებისას ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ მოძრავ სატვირთო ავტომობილის მძღოლს. აქედან გამომდინარე სატრანსპორტო საშუალებებმა  ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში უნდა გაიარონ შემდეგი  თანმიმდევრობით: ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა. ანუ სწორი პასუხია: ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა

292

რა თანამიმდევრობით უნდა გაიარონ გზაჯვარედინი სატრანსპორტო საშუალებებმა ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ჯერ უნდა გაიაროს მსუბუქმა ავტომობილმა, შემდეგ - სატვირთო ავტომობილმა, ბოლოს - მოტოციკლმა

2 ჯერ უნდა გაიაროს სატვირთო ავტომობილმა, შემდეგ - მოტოციკლმა, ბოლოს - მსუბუქმა ავტომობილმა

3 ჯერ უნდა გაიაროს მოტოციკლმა, შემდეგ - მსუბუქმა ავტომობილმა, ბოლოს - სატვირთო ავტომობილმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #293

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ თუ  რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შუქნიშნის დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი სიგნალი ძირითად  წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად  იგი  ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას , რომელსაც ძირითად სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ტრამვაის მძღოლს ვინაიდან დამატებით სექციაში უნთია ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ტრამვაის მძღოლს

293

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ტრამვაის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #294

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრამვაის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

294

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ტრამვაის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #295

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის  სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ თუ  რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შუქნიშნის დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად, მაშინ იგი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ძირითად სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან ტრამვაის მძღოლს დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად, მას ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ტრამვაის მძღოლს

295

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ტრამვაის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #296

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა, მაგრამ თუ  რელსიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შუქნიშნის დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად  წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად , მაშინ რელსიანი სატრანსპორთო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ძირითად სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი. აქედან გამომდინარე მოცემულ ბილეთში ვინაიდან მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ძირითად სექციაშიც აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი, ხოლო ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლებს დამატებით სექციაში აქვს ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად, ამიტომ უპირატესობა ენიჭება მსუბუქი ავტომობილის მძღოლს და გზაჯვარედინს პირველი გაივლის მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. ანუ სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა

296

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა გაიაროს გზაჯვარედინი პირველმა ისრის მიმართულებით 

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა

2 ტრამვაისა და მოტოციკლის მძღოლებმა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #297

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ შუქნიშნის  სიგნალები ერთდროულად მოძრაობის ნებას რთავს რელსიან და ურელსო სატრანსპორტო საშუალებებს, რელსიან სატრანსპორტო საშუალებას აქვს უპირატესობა, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ტრამვაის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

297

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ტრამვაის მძღოლს

2 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #298

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ  საქართველოს კანონის  თანახმად, მწვანე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას. ამავე კანონის  თანახმად, დასახლებულ პუნქტში როცა თვითეული მიმართულებით მოძრაობისათვის ორი სამოძრაო ზოლია, ნებადამრთველ შუქზე მოძრაობისას მძღოლს მანევრის შესრულების დროს შეუძლია დაიკავოს მისთვის უფრო მოსახერხებელი ზოლი. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ლურჯი ავტომობილის მძღოლს  შუქნიშნის ამ სიგნალზე აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით. ანუ სწორი პასუხია: აქვს უფლება

298

აქვს თუ არა უფლება ლურჯი ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #299

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში  მწვანე ავტომობილის მძღოლი ვინაიდან მარცხნივ უხვევს, იგი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნივ მოძრავ თეთრი ავტომობილის მძღოლს (მწვანე ავტომობილს ექმნება მარჯვენა დაბრკოლება თეთრი ავტომობილისაგან), ე.ი. შუქნიშნის ამ სიგნალზე ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მწვანე ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება.  ანუ სწორი პასუხია:  მწვანე ავტომობილის მძღოლს

299

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, შუქნიშნის ამ სიგნალზე?

1 თეთრი ავტომობილის მძღოლს

2 მწვანე ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #300

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე, თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს შუქნიშნის დამატებით სექციაში ჩართული აქვს ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად  წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად , მაშინ იგი  ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ძირითად სექციაში ჩართული აქვს ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ცისფერი ავტომობილის მძღოლს ვინაიდან დამატებით სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი მაშუქი სიგნალი ძირითად წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად, მას ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ყვითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ, რომელსაც ძირითად სექციაში აქვს ჩართული ნებადამრთველი სიგნალი. ანუ სწორი პასუხია: ცისფერი ავტომობილის მძღოლს

300

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 ყვითელი ავტომობილის მძღოლს

2 ცისფერი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #301

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი რთავს მოძრაობის ნებას და იტყობინება არარეგულირებული გზაჯვარედინის არსებობის  შესახებ. ამავე კანონის  თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: მძღოლებმა უნდა იხემძღვანელონ პრიორიტეტის ნიშნებით და მარჯვენა დაბრკოლებით, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი, მძღოლებმა უნდა იხემძღვანელონ გზაჯვარედინზე დადგმული პრიორიტეტის ნიშნებით  და მარჯვენა დაბრკოლებით. დამატებითი ინფორმაციის დაფის ,,მთავარი გზის მიმართულება" -ს მიხედვით მთავარ გზაზე იმყოფებიან თეთრი და წითელი ავტომობილების მძღოლები, ხოლო ტრამვაის მძღოლი  იმყოფება მეორეხარისხოვან გზაზე, ამიტომ ტრამვაის მძღოლი გზაჯვარედინს გაივლის ბოლოს (ტრამვაი უპირატესობით სარგებლობს მხოლოდ თანაბარმნიშვნელოვან გზებზე).თეთრსა და წითელ ავტომობილებს შორის თეთრი ავტომობილის მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს წითელი ავტომობილის მძღოლს, რადგან იგი მარჯვენა დაბრკოლებას უქმნის. ე.ი. ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თეთრი ავტომობილის მძღოლს გზის დათმობის ვალდებულება წარმოექმნება მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ

301

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ შუქნიშანში ჩართულია ყვითელი მოციმციმე მაშუქი სიგნალი?

1 მხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ

3 როგორც ტრამვაის მძღოლის, ასევე წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #302

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს აქვს უპირატესი ძალა გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მოთხოვნების მიმართ (ანუ შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს და მძღოლები ხემძღვანელობენ შუქნიშნებით), ამავე კანონის თანახმად  რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს და მძღოლებმა უნდა იხემძღვანელონ შუქნიშნებით. ვინაიდან თეთრი ავტომობილის მძღოლი მარცხნივ უხვევს , მას ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება პირდაპირი მიმართულებით მოძრავ წითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: თეთრი ავტომობილის მძღოლს 

302

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 წითელი ავტომობილის მძღოლს

2 თეთრი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #303

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად შუქნიშნის მაშუქი სიგნალების მოთხოვნებს აქვს უპირატესი ძალა გავლის უპირატესობის განმსაზღვრელი საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნების მიმართ (შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს და მძღოლებმა უნდა იხემძღვანელონ შუქნიშნებით), ამავე კანონის თანახმად  რეგულირებულ გზაჯვარედინზე, შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას, ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში შუქნიშნები აუქმებენ პრიორიტეტის ნიშნებს და მძღოლებმა უნდა იხემძღვანელონ შუქნიშნებით. ვინაიდან ავტობუსის მძღოლი მარცხნივ უხვევს მას ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება პირდაპირი მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ. ანუ სწორი პასუხია: ავტობუსის მძღოლს

303

რომელი ავტომობილის მძღოლს წარმოიქმნება გზის დათმობის ვალდებულება ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 ავტობუსის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #304

საგზაო მოძრაობის წესების შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული.  გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან A მიმართულებით მოძრაობის ზოლზე გამორთულია რევერსიული შუქნიშანი , მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არა აქვს უფლება მოძრაობა გააგრძელოს A მიმართულებით, მას მხოლოდ B მიმართულებით მოძრაობის უფლება აქვს (გამონაკლისი - შპარგალკა ,,როგორც" არ  მოქმედებს). ანუ სწორი პასუხია: B მიმართულებითB

304

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

1 A მიმართულებით

2 B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #305

საგზაო მოძრაობის წესების  შესახებ საქართველოს კანონის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის რეგულირებისათვის გზის სავალი ნაწილის ზოლებზე, სადაც მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ იცვლება, გამოიყენება რევერსული შუქნიშანი წითელი X ნიშნის მაშუქი სიგნალითა და ქვემოთ მიმართული მწვანე ისრით. ეს სიგნალი და ისარი შესაბამისად იმ ზოლზე მოძრაობას კრძალავს ან იმ ზოლზე მოძრაობის ნებას რთავს, რომლის ზემოთაც ისინია განლაგებული. გამორთული რევერსული შუქნიშანი კრძალავს ამ ზოლზე გასვლას. აქედან გამომდინარე მოცემულ სიტუაციაში ვინაიდან  რევერსიულ შუქნიშანში ჩართულია ქვემოთ მიმართული მწვანე ისარი, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა როგორც A ასევე B მიმართულებით ( შპარგალკა - ,,როგორც"). ანუ სწორი პასუხია: როგორც A ასევე B მიმართულებით

305

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გააგრძელოს მოძრაობა:

1 მხოლოდ A მიმართულებით

2 მხოლოდ B მიმართულებით

3 როგორც A, ასევე B მიმართულებით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია