აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (14)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 19
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
დამატებითი ინფორმაციის ნიშნები
 
ბილეთის განმარტება #267

მოცემული  დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფები)  I  დაფა - „მანძილი ობიექტამდე”   მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე). ( შპარგალკა:  სამ ციფრიანი დაფები ყველა არის ,,მანძილი ობიექტამდე", ერთადერთი სამ ციფრიანი  დაფის გარდა რომელიც ორ ისარშია ჩასმული არის მოქმედების ზონა)  სწორი პასუხია: I

267

მოცემული დაფებიდან რომელი მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოტანის ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე)?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #268

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) რადგან არის სამ ციფრიანები ე.ი ეს დაფები არის ,,მანძილი ობიექტამდე", მაგრამ მათზე აღნიშნული ისრები მიუთითებს, რომ ეს ობიექტი გზაზე კი არ არის, არამედ გზის მიღმა - ერთ შემთხვევაში მარჯვნივ, ხოლო მეორე  შემთხვევაში მარცხნივ. ანუ მოცემული დაფები მიუთითებს მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე. სწორი პასუხია: მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე.

268

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები) მიუთითებენ:

1 გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას

2 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე

3 მანძილს გზის მიღმა (მოშორებით) მდებარე ობიექტამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #269

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) -„მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.  (შპარგალკა: სამ ციფრიანი დაფა რომელიც ორ ისარშია ჩასმული არის მოქმედების ზონა და აგრეთვე ორ ციფრიანი ისრიანი დაფები ყველა მოქმედების ზონაა, ამიტომ ამ დაფების შემთხვევაში მოძებნეთ ის სავარაუდო პასუხი სადაც წერია ,,მოქმედების ზონა") სწორი პასუხია: გამაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.

269

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

1 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე

2 გამაფრთხილებელი ნიშნებით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო–მაჩვენებელი ნიშნების მოქმედების ზონას

3 გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #270

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) -  II დაფა - „მოქმედების ზონა”- მიუთითებს დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას. (შპარგალკა: მოქმედების ზონა არის ორ ციფრიანი ისრიანი დაფები და ერთი  სამციფრიანი დაფა, რომელიც ორ ისარშია ჩასმული)  სწორი პასუხია :   მხოლოდ II ( ყურადღება მიაქციეთ II რომელ სავარაუდო პასუხში წერია და მექანიკურად არ მიუთითოთ სწორი პასუხი)

270

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ I

3 მხოლოდ II

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #271

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) - „მოქმედების ზონა” (ისარი თავით დაბლა)  მიუთითებს  ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონის დასასრულს. სწორი პასუხია:  გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.

271

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა) მიუთითებს:

1 მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე

2 გაჩერების ამკრძალავი ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულზე

3 მანძილს გზის სხვა მხარეს მდებარე ობიექტამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #272

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან)   II  და  IV დაფები -„მოქმედების ზონა”  მიუთითებს გაჩერებისა და დგომის ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას მოედნის, შენობის ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ.  (შპარგალკა: მოქმედების ზონა არის ორ ციფრიანი ისრიანი დაფები და ერთი სამციფრიანი დაფა,რომელიც ორ ისარშია ჩასმული)  სწორი პასუხია:  მხოლოდ  II  და  IV  

272

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს დგომა-გაჩერების ამკრძალავი ნიშნების მოქმედების ზონას მოედნის, შენობის, ფასადისა და ა. შ. ერთი მხარის გასწვრივ?

1 მხოლოდ II და IV

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II

4 მხოლოდ IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #273

 მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან)   I  და III   დაფები  - „მოქმედების მიმართულება”  მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ მოძრაობის მიმართულებას.  ( შპარგალკა: მოქმედების მიმართულება არის ჰორიზონტალურად დაწვენილი  დაფები )  სწორი პასუხია:  მხოლოდ  I და  III 

273

მოცემული დამატებითი ინფორმაციის ნიშნებიდან (დაფებიდან) რომელი მიუთითებს გზაჯვარედინის წინ დადგმული ნიშნის მოქმედების მიმართულებას ან მოძრაობის მიმართულებას უშუალოდ გზასთან მდებარე აღნიშნული ობიექტისაკენ?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II

4 მხოლოდ II და III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #274

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან  IV ნიშნის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე.  სწორი პასუხია: მხოლოდ IV

274

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ მსუბუქ ავტომობილზე?

1 მხოლოდ IV

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 მხოლოდ I

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #275

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან  II და III ნიშნების მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში ( რომელ დაფებზეც აღნიშნულია ჩაქუჩი). სწორი პასუხია: მხოლოდ  II და III

275

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება ვრცელდება სამუშაო დღეებში?

1 მხოლოდ III

2 მხოლოდ I და IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ I

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #276

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან  I  ნიშნი  მიუთითებს კვირის დღეებს (ორშაბათი, პარასკევი), II  და  III ნიანები - „სამუშაო დღეები”  მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშნები (რადგან სამუშაო დღეებიც კვირის დღეებია),  IV ნიშანიც მიუთითებს  კვირის დღეებზე, რადგან შაბათი-კვირა და სადღესასწაულო დღეებიც არის კვირის დღეები(წითელი ფიფქი). ანუ მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან ყველა მიუთითებს კვირის დღეებზე როცა მოქმედებს ნიშანი. სწორი პასუხია: ყველა

276

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომელი მიუთითებს კვირის დღეებზე, როცა მოქმედებს ნიშანი?

1 მხოლოდ III და IV

2 მხოლოდ I

3 მხოლოდ II და III

4 ყველა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #277

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან  II ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულიასაცნობი ნიშანი ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი"  (დაფას რომელზედაც ინვალიდს წითელი ხაზი აქვს გადასმული ეწოდება ,,გარდა ინვალიდებისა" ანუ ნიშანი (რომელ ნიშანთანაც არის გამოყენებული) ვრცელდება ყველაზე გარდა ინვალიდებისა). სწორი პასუხია: მხოლოდ II

277

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან, რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზედაც დადგმულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი”?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ II

3 ორივეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #278

 დამატებითი ინფორმაციის დაფა - „სველი საფარი” - მიუთითებს, რომ  „გასწრება აკრძალულია" ნიშნის მოქმედება ვრცელდება დროის იმ პერიოდში, როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია. ანუ მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია: როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია

278

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ გასწრება აკრძალულია:

1 დღე-ღამის ბნელ დროს

2 ღრუბლიან ამინდში

3 როცა გზის სავალი ნაწილის საფარი სველია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #279

მოცემული საგზაო ნიშანი - „სდექ ხაზი” - მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს რეგულირებულ გზაჯვარედინსა და არარეგულირებულ რკინიგზის გადასასვლელზე. (მიაქციეთ ყურადღება - მიუთითებს გაჩერების ადგილს)

279

მოცემული საგზაო ნიშანი:

1 ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას

2 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად

3 მიუთითებს სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ადგილს, რეგულირებად გზაჯვარედინებსა და არარეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელებზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #280

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც  მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც მოპირდაპირე მისასვლელთან ან გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება. ( შპარგალკა: სამციფრიან დაფას როგორც დაინახავთ მოძებნეთ ის სავარაუდო პასუხი რომელშიც სიტყვა ,,შემდეგ" წერია, თუ ორ ისარში არ არის ჩასმული ეს რიცხვი)

280

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ:

1 ნიშნიდან 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას

2 ნიშნიდან 300 მეტრის შემდეგ მდებარეობს გზის ვიწრო მონაკვეთი, სადაც მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას

3 იწყება ორმხრივმოძრაობიანი გზის მონაკვეთი და 300 მეტრის მანძილზე მძღოლი ვალდებულია, გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #281

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს მაფრთხილებელი საგზაო ნიშანი (სამკუთხა) -  „უსწორმასწორო გზა”, რომელიც მძღოლს აფრთხილებს უსწორმასწორობათა არსებობის შესახებ,  აგრეთვე გვაქვს დამატებითი ინფორმაციის დაფა „მოქმედების ზონა” , რომელიც მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ასევე გვაქვს საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი - „რეკომენდებული სიჩქარე“, რომელიც მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე. საგზაო მოძრაობის წესების თანახმად მაფრთხილებელი (სამკუთხა) ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება 150-300 მეტრში, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ: 150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდირებულია მოძრაობა 30 კმ/სთ - ში სიჩქარით. (შპარგალკა: სამკუთხა ნიშანს რომ დაინახავთ გაიხსენეთ, რომ დაუსახლებელ პუნქტში სამკუთხა ნიშნები იდგმება 150-300 მეტრში და მოძებნეთ ის სავარაუდო პასუხი რომელშიც ეს წერია)

281

მოცემული საგზაო ნიშნები მძღოლს აწვდის ინფორმაციას, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ:

1 400 მეტრის მანძილზე უსწორმასწორო გზაა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

2 400 მეტრის შემდეგ იწყება უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

3 150-300 მეტრის შემდეგ იწყება 400 მეტრის სიგრძის უსწორმასწორო გზა, სადაც რეკომენდებულია მოძრაობა 30 კმ/სთ-ში სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #282

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საგზაო ნიშანი - “მოძრაობა პირდაპირ“, რომელიც მძღოლებს რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას და დამატებითი ინფორმაციის დაფა - „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა”, რომელიც  მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.ვინაიდან თეთრ ავტომობილზე არ არის დამაგრებული საცნობი ნიშანი - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" , ამიტომ თეთრი ავტომობილის მძღოლს ნიშანი - ,,მოძრაობა პირდაპირ" ავალდებულებს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ და აქედან გამომდინარე თეთრი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა.  სწორი პასუხია:  ეკრძალება

282

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა თეთრი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #283

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს  საგზაო ნიშანი - “მოძრაობა პირდაპირ“ , რომელიც მძღოლებს რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას და დამატებითი ინფორმაციის  დაფა - „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა” , რომელიც მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“. ვინაიდან ყვითელ ავტომობილზე დამაგრებულია საცნობი ნიშანი - ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი", ამიტომ ყვითელი ავტომობილის მძღოლს ნიშანი - ,,მოძრაობა პირდაპირ" არ ავალდებულებს პირდაპირ მოძრაობას (ავალდებულებს ყველას გარდა ინვალიდისა) და აქედან გამომდინარე ყვითელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა. სწორი პასუხია:  არ ეკრძალება

283

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #284

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50კმ/სთ მეტი სიჩქარით. (გაიხსენეთ: სამ ციფრიანი დაფა, რომელიც ორ ისარშია ჩასმული არის ,,მოქმედების ზონა", ხოლო ისრების გარეშე ,,მანძილი ობიექტამდე". მოქმედების ზონა მიუთითებს რა მანძილზე ვრცელდება ნიშნის მოქმედება, ხოლო მანძილი ობიექტამდე მიუთითებს რამდენი მეტრის შემდეგ დაიწყება ნიშნის მოქმედება. შპარგალკა: სამციფრიანი დაფა თუ ორ ისარშია სავარაუდო პასუხებში მოძებნედ სიტყვა ,,მანძილზე" და ის არის სწორი პასუხი, ხოლო თუ არ არის ორ ისარში, მაშინ მოძებნეთ სიტყვა ,,შემდეგ") სწორი პასუხია: 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50კმ/სთ მეტი სიჩქარით

284

მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

1 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით

2 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #285

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნის დადგმის ადგილიდან წინ 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50კმ/სთ სიჩქარით. ( გაიხსენეთ სამ ციფრიანი დაფა რომელიც ორ ისარშია ცასმული არის ,,მოქმედების ზონა", ხოლო ისრების გარეშე ,,მანძილი ობიექტამდე"მოქმედების ზონა მიუთითებს რა მანძილზე ვრცელდება ნიშნის მოქმედება, ხოლო ,, მანძილი ობიექტამდე" მიუთითებს რამდენი მეტრის შემდეგ დაიწყება ნიშნის მოქმედება. შპარგალკა: სამციფრიანი დაფა თუ ორ ისარშია სავარაუდო პასუხებში მოძებნეთ სიტყვა ,,მანძილზე" და ის არის სწორი პასუხი, ხოლო თუ არ არის ორ ისარში მაშინ სიტყვა  ,,შემდეგ") სწორი პასუხია: 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50კმ/სთ სიჩქარით

285

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

1 300 მეტრის მანძილზე მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

2 300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია