აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (23)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 32
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
 
ბილეთის განმარტება #235

მოცემული საგზაო ნიშანი - „ზოლების რაოდენობა“ - მიუთითებს როგორც მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე, ასევე  ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმზე. ( შპარგალკა ,,როგორც" )

235

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 მხოლოდ მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე

2 მხოლოდ ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

3 როგორც მოძრაობის ზოლების რაოდენობაზე, ასევე ზოლებზე მოძრაობისათვის დადგენილ რეჟიმებზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #236

მოცემული საგზაო ნიშანი- „ხელოვნური უსწორმასწორობა“ - მიუთითებს გზის სავალ ნაწილზე არსებულ ხელოვნურ უსწორმასწორობას. 

236

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 სახიფათო გზისპირს

2 ხელოვნურ უსწორმასწორობას

3 უსწორმასწორო გზას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #237

მოცემული საგზაო ნიშანი - „საცხოვრებელი ზონის დასასრული“ – მიუთითებს ,,საცხოვრებელი ზონა" ნიშნით აღნიშნული საცხოვრებელი ზონის დასასრულს. 

237

მოცემული საგზაო ნიშანი მუითითებს:

1 საცხოვრებელი ზონის დასასრულს

2 დასახლებული პუნქტის დასასრულს

3 ქვეითთა ბილიკის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #238

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III  საგზაო ნიშნები: -  „დასახლებული პუნქტის დასაწყისი“ - მიუთითბს დასახლებული პუნქტის დასაწყისს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები. ( ყურადღება მიაქციეთ ნიშნების ფერს, თუ ნიშანი არის ლურჯი ფონით არ მოქმედებს დასახლებული პუნქტის წესები, ხოლო თუ ნიშანი არის თეთრი ფონით მაშინ მასში მოქმედებს დასახლებული პუნქტის წესები ) სწორი პასუხია: III

238

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს იმ დასახლებული პუნქტის დასასრულს, რომელშიც არ მოქმედებს დასახლებულ პუნქტებში მოძრაობისათვის დადგენილი წესები?

1 I

2 II

3 III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #239

რეგლამენტი არის რაიმე ტიპის შეზღუდვა. I  საგზაო ნიშანი - „ზონა დგომის ხანგრძლივობის შეზღუდვით“ ზღუდავს დგომის ხანგრძლივობას, ხოლო  II ნიშანი - „რეგულირებადი სადგომის ზონა“ ზღუდავს დგომის ხერს აღნიშნულ ზონაში. ე.ი I  და II  ნიშნები აღნიშნავს ტერიტორიას რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა. (ერთ შემთხვევაში დრო, ხოლო მეორე შემთხვევაში დგომის ხერხია რეგლამენტირებული) .   სწორი პასუხია: მხოლოდ  I  და  II

239

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამენტირებულია დგომა?

1 მხოლოდ II და IV

2 მხოლოდ IV

3 მხოლოდ I და II

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #240

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს  საგზაო ნიშნები - „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები”, რომლებიც  მიუთითებს თითეულ ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. სატვირთო ავტომობილის მძღოლი მოძრაობს ნიშანზე აღნიშნული მიმართულებით, ხოლო მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ნიშანი ნებას რთავს იმოძრაოს პირდაპირი მიმართულებით, ამიტომ მას მარცხნივ მოხვევის უფლება არ აქვს. მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა. სწორი პასუხია: მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

240

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მსუბუქი ავტომობილის მძღოლს

2 სატვირთო ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #241

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს  საგზაო ნიშნები - „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები”, რომლებიც მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს. მწვანე ავტომობილის მძღოლს ნიშანი მარჯვენა ზოლიდან აძლევს პირდაპირ მოძრაობის უფლებას, ამიტომ  ამ შემთხვევაში მას ეკრძალება მობრუნება, ხოლო წითელი ავტომობილის მძღოლს მარცხენა ზოლიდან  ნიშანი აძლევს პირდაპირ და მარცხნივ მოძრაობის უფლებას, საგზაო მოძრაობის წესების თანახმად კი თუ გვაქვს მარცხნივ მოძრაობის უფლება უკიდურესი მარცხენა ზოლიდან გვაქს მობრუნების უფლებაც. ანუ მოცემულ სიტუაციაში წითელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმარტულებით მობრუნება. სწორი პასუხია: მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

241

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნება 

1 არცერთს

2 ორივე მძღოლს ეკრძალება

3 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

4 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #242

მოცემულ შემთხვეაში გვაქვს საგზაო ნიშნები - ,,ზოლებზე მოძრაობის მიმართულებები",  რომლებიც მიუთითებენ თითეული ზოლიდან ნებადამრთველ მიმართულებებს, ამასთან თანმხვედრი მიმართულებით  მოძრაობისთვის  გამოყოფილია ორი მოძრაობის ზოლი. ყვითელი ავტომობილის და მოტოციკლის მძღოლები არ არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან შესაბამისი ზოლებიდან მოძრაობენ ნიშნებზე აღნიშნული ნებადამრთველი მიმართულებებით, ხოლო შავი ავტომობილის მძღოლი გადასულია საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობის ზოლში და იქიდან ასრულებს მარცხნივ მოხვევის მანევრს, ამიტომ ისრის მიმართულებით მოძრავი შავი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი

242

ისრის მიმართულებით მოძრავი, რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს?

1 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი

2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #243

 „საცხოვრებელი ზონა“ არის განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით. (მიაქციეთ ყურადღება - ,, საცხოვრებელი ზონა"  არის  განაშენიანებული ტერიტორია.)

243

“საცხოვრებელი ზონა” არის:

1 ებისმიერი ტერიტორია, რომელზეც დასახლებულია ხალხი

2 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც მოქმედებს სპეციალური საგზაო მოძრაობის წესები და სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით

3 ნებისმიერი გზა, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #244

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II  საგზაო ნიშანი - „ავარიული გაჩერების ზოლი“ - მიუთითებს ციცაბო დაღმართზე საავარიო გაჩერების ზოლის არსებობის თაობაზე.   სწორი პასუხია: II

244

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ციცაბო დაღმართებზე ავარიული გაჩერების ზოლის არსებობის შესახებ?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #245

მოცემული ნიშნებიდან   IV საგზაო ნიშანი - „მობრუნების ზონა” - მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს (მიაქციეთ ყურადღება, რომ მოცემული ნიშნებიდან სიგრძე მხოლოდ ერთ ნიშანზეა მითითებული). სწორი პასუხია: IV

245

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს მობრუნების ზონის სიგრძეს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #246

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II ნიშნი - „მობრუნების ადგილი” და  IV  ნიშანი - „მობრუნების ზონა”  მძღოლებს მორუნების ნებას რთავენ .   I და  III ნიშნები  რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა, ანუ აღნიშნული ნიშნები მობრუნების  უფლებასაც იღლევიან. ე.ი. მოცემული ნიშნებიდან ყველა ნიშნის მოქმედების ზონაშია ნებადართული მობრუნებასწორი პასუხია: ყველასი

246

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაშია ნებადართული მობრუნება?

1 არცერთის

2 ყველასი

3 მხოლოდ II და IV

4 მხოლოდ I და III

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია