აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
giorgi
ნოემ 14 ოთხ 2018
12:02
30
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:34
სად ან როგორ შეიძლება ვნახო მართვის მოწმობის გამოცდის შედეგი ტარებაში?
ია
ნოემ 03 შბ 2018
23:43
+იათუ შეიძლება მიპასუხეთ
natia
ოქტ 06 შბ 2018
16:47
ukacravad aq rac dev biletebi bolo drois monacemebi aris da zustia rac sa.gov.ge ze devs?
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
ბილეთების რაოდენობა 32
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
 
ბილეთის განმარტება #215

საგზაო მოძრაობის წესების დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს.ამასთან საგზაო ნიშანი - „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები”  მოცემული ავტომობილების მძღოლებს მიუთითებს ზოლზე მარჯვნივ მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას, ანუ საგზაო მოძრაობის წესებს ისრით მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს  მხოლოდ შავი ავტომობილის მძღოლი. ე.ი. სწორი პასუხია: შავი ავტომობილის მძღოლი.

215

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?

1 თეთრი ავტომობილის მძღოლი

2 მწვანე ავტომობილის მძღოლი

3 შავი ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #216

მოცემულ ბილეთში გვაქვს საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი - ,,ცალმხრივმოძრაობიანი გზა" რომელიც მძღოლს არ ავალდებულებს იმოძრაოს მხოლოდ პირდაპირ, ანუ თეთრი ავტომობილის მძღოლი მარცხნივ მოხვევით არ არღვევს მოძრაობის წესებს.მოძრაობის წესებს არ არღვევს არც მოტოციკლის მძღოლი , რადგან საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი ,,საავტომობილო გზა" მოტოციკლს მოძრაობის უფლებას აძლევს (მოძრაობას უკრძალავს მხოლოდ მოპედებს). საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში არღვევს მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რადგან  ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია  სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს. ანუ სატვირთო ავტომობილს არ აქვს უფლება უკიდურესი მარცხენა ზოლი დაიკავოს პირდაპირი მიმართულებით მოძრაობისათვის.ე.ი.  სწორი პასუხია: მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

216

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

3 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი

4 არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #217

მოცემულ შემთხვევაში გზაჯვარედინის შემდგომ გვაქვს  ამკრძალავი ნიშანი ,,შესვლა აკრძალულია" , რომელიც ამ შემთხვევაში სატვირთო ავტომობილებს უკრძლავს მოცემული მიმართულებით შესვლას, აქედან გამომდინარე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში. გზაჯვარედინზე მარჯვნივ აგრეთვე გვაქვს საგზაო ნიშანი -„სატვირთო ავტომობილით მოძრაობის მიმართულება” - იგი მიუთითებს სატვირთო ავტომობილის  მოძრაობის რეკომენდებულ მიმართულებას, თუ გზაჯვარედინზე ერთ-ერთი მიმართულებით მათი მოძრაობა აკრძალულია. მაგრამ ეს არის მხოლოდ რეკომენდირებული მიმარტულება და ნიშანი არ ავალდებულებს სატვირთო ავტომობილის მძღოლს ნიშანზე აღნიშნული მიმართულებით წასვლას, ანუ მოცემულ სიტუაციაში არც სატვირთო ავტომობილის მძროლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. ე.ი. სწორი პასუხია: არცერთი ავტომობილის მძღოლი

217

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი

2 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი

3 ორივე ავტომობილის მძღოლი

4 არცერთი ავტომობილის მძღოლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #218

მოცემულ ბილეთში გვაქვს  საგზაო ნიშანი -„რეგულირებადი სადგომის ზონა“ რომელიც აღნიშნავენ ტერიტორიას, რომლის ფარგლებში რეგლამინტირებულია დგომა. ამასთან გვაქვს დამატებითი ინფორმაციის ნიშანი (დაფა), რომელიც განსაზღვრავს სადგომზე სატრანსპორტო საშუალების გაჩერების ხერხს;  დაფა მიუთითებს, დაფა მიუთითებს მსუბუქი ავტომობილისა და მოტოციკლის ტროტუართან მიმდებარე სადგომზე დაყენების  აღნიშნულ ხერხს. ანუ მოცემულ სიტუაციაში მხოლოდ თეთრი ავტომობილია დაყენებული დგომის წესების დარღვევით (რადგან დაფაზე აღნიშნული ხერხით არ დგას). ე.ი. სწორი პასუხია: თეთრი ავტომობილი.

218

რომელი სატრანსპორტო საშუალებაა დაყენებული დგომის წესების დარღვევით?

1 მოტოციკლი

2 თეთრი ავტომობილი

3 მწვანე ავტომობილი

4 ყველა სატრანსპორტო საშუალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #219

მოცემული საგზაო ნიშანი -„სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ -აღნიშნავს გზას, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით.  აკრძალულია ამ ზოლზე სხვა სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა და გაჩერება თუ ეს  დააბრკოლებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას. ანუ მოცემულ სიტუაციაში ორივე ავტომობილის მძღოლს (ინვალიდსაც) ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა. ე.ი. სწორი პასუხია: ორივე ავტომობილის მძღოლს

219

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა?

1 მხოლოდ ლურჯი ავტომობილის მძღოლს

2 მხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს

3 ორივე ავტომობილის მძღოლს

4 არცერთი ავტომობილის მძღოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #220

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საგზაო  ნიშანი -  „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ რომელიც ინფორმაციას აწვდის მძღოლს ნიშნით აღნიშულ გზაზე გასვლის შესახებ და  ნიშანი აგრეთვე მიუთითებს , რომ უკიდურესი მარცხენა ზოლი არის განკუთვნილი სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისათვის , რომლებიც მოძრაობენ საერთო ნაკადის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო დანარჩენი ორი ზოლი განკუთვნილია საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებისათვის. აქედან გამომდინარე მსუბუქი ავტომობილის მძღოლი C  მიმართულებით ვერ იმოძრავებს , რადგან მოხვდება სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ საწინააღმდეგო ნაკადის ზოლში, მძღოლს შეუძლია იმოძრაოს  A და B მიმართულებით , რადგან ეს ზოლებია განკუთვნილი საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებისათვის. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ  A  და  B

220

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ A და C მიმართულებით

2 მხოლოდ B და C მიმართულებით

3 მხოლოდ A და B მიმართულებით

4 მხოლოდ A მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #221

მოცემულ შემთხვევაში გვაქვს საგზაო ნიშანი- „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“  რომელიც მძღოლს აწვდის ინორმაციას ,რომ ერთი ზოლი განკუთვნილია სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაბისათვის , რომლებიც მოძრაობენ საერთო ნაკადის საწინააღმდეგო მიმართულებით, ხოლო მეორე ზოლი განკუთვნილია საერთო ნაკადისათვის,ნიშნიდან გამომდინარე მძღოლი მარჯვნივ ვერ წავა, რადგან მოხვდება სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ ზოლში, ხოლო დანარჩენი ყველა მიმართულებით მას უფლება აქვს იმოძრაოს (მივაქციოთ ყურადღება,რომ ეს ნიშანი ინფორმაციას გვაწვდის, მაგრამ არ გვავალდებულებს მხოლოდ იმ მიმართულებით წავიდეთ, გვავალდებულებს აუცილებელ მიმართულებებს ლურჯი მრგვალი ნიშნები). ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

221

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:

1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ

2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ

3 მხოლოდ მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

4 მხოლოდ პირდაპირ, მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #222

მოცემული საგზაო ნიშნებიდან I ნიშანი -„ავტომაგისტრალი”  მითითებს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები (მიაქციეთ ყურადღება I საგზაო ნიშანი რომელ სავარაუდო პასუხში წერია და სწორი პასუხიარ მიუთითოთ  მექანიკურად  ) ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ I

222

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს ავტომაგისტრალს, რომელზედაც მოქმედებს ავტომაგისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები?

1 მხოლოდ II

2 მხოლოდ I

3 მხოლოდ IV

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #223

მოცემული  საგზაო ნიშანი -„ავტომაგისტრალის დასასრული” - მიუთითებს „ავტომაგისტრალი” ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. 

223

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 მოძრაობის ზოლებზე აკრძალულ მიმართულებებს

2 ავტომაგისტრალის ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს

3 რევერსული გზის მონაკვეთის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #224

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  I  საგზაო ნიშანი -„საავტომობილო გზა” -მიუთითებს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის. ანუ სწორი პასუხია: I (მიაქციეთ ყურადღება I რომელ სავარაუდო პასუხში წერია და სწორი პასუხი არ მიუთითოთ მექანიკურად)

224

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გზას, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ავტომობილისა და მოტოციკლის მოძრაობისათვის?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #225

მოცემული საგზაო ნიშანი - „საავტომობილო გზის დასასრული” - მიუთითებს  ,,საავტომობილო გზა" ნიშნით აღნიშნული გზის დასასრულს. სწორი პასუხია: საავტომობილო გზის დასასრულს

225

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 რევერსული გზის მონაკვეთის დასასრულს

2 ავომობილების მოძრაობისათვის განკუთვნილი ზოლის დასასრულს

3 საავტომობილო გზის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #226

მოცემული საგზაო ნიშანი - „ცალმხრივმოძრაობიანი გზა” მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით .

226

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებას

2 განშტოებებზე და გადაკვეთებზე დამუხრუჭების ზოლის დასაწყისს

3 გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #227

მოცემული საგზაო ნიშანი - „ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრული” - მიუთითებს ,,ცალმხრივმოძრაობიანი გზა" ნიშნით აღნიშნული გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს.

227

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 დგომის შეზღუდვის ზონის დასასრულს

2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლიანი გზის დასასრულს

3 ცალმხრივმოძრაობიანი გზის ან სავალი ნაწილის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #228

მოცემული საგზაო ნიშნები - „ცალმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლა” - მიუთითებს ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას. 

228

მოცემული საგზაო ნიშნები:

1 მიუთითებენ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ან სავალ ნაწილზე გასვლას

2 აღნიშნავენ მოძრაობის ზოლის დასაწყისს

3 აღნიშნავენ ავტობუსების მოძრაობისათვის გამოყოფილ ზოლს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #229

მოცემული საგზა ნიშნებიდან  I საგზაო ნიშანი - „რევერსული მოძრაობა“ მიუთითებს რევერსიული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისის, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს.ანუ სწორი პასუხია:  I (მიაქციეთ ყურადღება I რომელ სავარაუდო პასუხში წერია და სწორი პასუხი არ მიუთითოთ მექანიკურად)

229

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს რევერსული მოძრაობის მქონე გზის მონაკვეთის დასაწყისს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #230

მოცემული საგზაო ნიშანი - „რევერსული მოძრაობა“ მიუთითებს გზის მონაკვეთის დასაწყისის, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება საპირისპიროდ შეიცვალოს. ანუ სწორი პასუხია: რევერსიულ მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასაწყისს

230

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 ორმხრივმოძრაობიან გზას

2 რეგულირებადი სადგომის ზონას

3 რევერსულ მოძრაობიანი გზის მონაკვეთის დასაწყისს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #231

მოცემული საგზაო ნიშანი - „გზაზე გასვლა, რომელზედაც რევერსული მოძრაობაა” - მიუთითებს რევერსიულ მოძრაობიან გზის მონაკვეთზე გასვლას. 

231

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 გაქანების ზოლზე გასვლას

2 ორმხრივმოძრაობიან გზაზე გასვლას

3 რევერსულ მოძრაობიან გზის მონაკვეთზე გასვლას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #232

მოცემული  საგზაო ნიშანი - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზის დასასრული“  მიუთითებს  სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლის მქონე გზის დასასრულს.

232

მოცემული საგზაო ნიშანი მიუთითებს:

1 საცხოვრებელი ზონის დასასრულს

2 სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლის მქონე გზის დასასრულს

3 გასწრების შეზღუდვის ზონის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #233

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II  საგზაო ნიშნები - „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე გასვლა“ - მიუთითებს სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილ ზოლის მქონე  გზაზე გასვლას (გზაჯვარედინზე  გასვლისას, ხოლო IV ნიშანი არის სამარშუტო სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ზოლიანი გზის დასაწყისი).  ანუ სწორი პასუხია:   II 

233

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი ზოლის მქონე გზაზე გასვლას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #234

მოცემული  საგზაო ნიშნების: „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლის მქონე გზა“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით და „სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებისათვის განკუთვნილი მოძრაობის ზოლი“ - გზა, რომელზედაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს სპეციალურად გამოყოფილ ზოლზე სატრანსპორტო საშუალებათა საერთო ნაკადის თანმხვედრი მიმართულებით მოქმედება ვრცელდება იმ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას. სწორი პასუხია: მხოლოდ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას

234

მოძრაობის ზოლზე დადგმული მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:

1 მხოლოდ მოძრაობის ზოლზე, რომელზედაც ის დგას

2 სავალი ნაწილის მთელ სიგანეზე

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია