ბილეთების რაოდენობა 22 |
![]() |
|
|
მიმთითებელი ნიშნები
|
მოცემულ შემთხვევაში გზაჯვარედინზე გვაქვს მიმთითებელი ნიშანი - „მოძრაობა მარჯვნივ” , რომელიც მხოლოდ ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას რთავს და სხვა არცერთი მიმართულებით (მიაქციეთ ყურადღება,რომ მიმთითებელი ნიშნები ანუ ლურჯი მრგვალი ნიშნები მიგვითითებენ აუცილებელ მიმართულებას).ე.ი. მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს მხოლოდ მარჯვნივ ანუ მხოლოდ D მიმართულებით. სწორი პასუხია: მხოლოდ D მიმართულებით.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს მოძრაობა გააგრძელოს:
1 მხოლოდ A, C და D მიმართულებით
2 A, B, C და D მიმართულებით
3 მხოლოდ B და C მიმართულებით
4 მხოლოდ D მიმართულებით
მოცემულ შემთხვევაში გვაქვს მიმთითებელი ნიშანი - „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან”, რომელიც მიუთითებს დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან. ანუ მსუბუქი ავტომობილი მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს როგორც A , ასევე B მიმართულებით. (შპარგალკა ,,როგორც" მოქმედებს თითქმის ყველა შემთხვევაში რამდენიმე გამონაკლისის გარდა). სწორი პასუხია: როგორც A , ასევე B მიმართულებით

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს იმოძრაოს:
1 მხოლოდ A მიმართულებით
2 მხოლოდ B მიმართულებით
3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოცემულ სიტუაციაში მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს არ აქვს უფლება უკუსვლით იმოძრაოს, რადგან აკრძალულია უკუსვლით მოძრაობა გზაჯვარედინზე, მძღოლს არც მობრუნების უფლება არ აქვს , რადგან გზაჯვარედინზე დადგმული მიმთითებელი ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” ავალდებულებს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობას . ანუ მძღოლს მოძრაობა ეკრძალება როგორც A ასევე B მიმართულებით. სწორი პასუხია: მოძრაობა ეკრძალება როგორც A ასევე B მიმართულებით. (შპარგალკა ,,როგორც")

მოცემულ სიტუაციაში, მოსახვევს გაცდენილი ავტომობილის მძღოლს, მარჯვენა მოსახვევში შესვლის მიზნით:
1 უფლება აქვს მოაბრუნოს ავტომობილი A მიმართულებით
2 უფლება აქვს იმოძრაოს უკუსვლით B მიმართულებით
3 უფლება აქვს იმოძრაოს როგორც A, ასევე B მიმართულებით
4 მოძრაობა ეკრძალება როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოცემული საგზაო ნიშანი არის მიმთითებელი ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ“ , რომელიც რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. სწორი პასუხია: მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ პირდაპირი მიმართულებით
2 აღნიშნავს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდაბა ერთი მიმართულებით
3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
მოცემული საგზაო ნიშანი არის მიმთითებელი ნიშანი - „მოძრაობა მარჯვნივ“, რომელიც რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. სწორი პასუხია: მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 მიუთითებს გზას ან სავალ ნაწილს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა მთელ სიგანეზე ხორციელდება ერთი მიმართულებით
2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
3 მოძრაობის ნებას რთავს მხოლოდ მარჯვნივ
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარჯვნიდან შემოვლის მიმართულებას. სწორი პასუხია: III ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მხოლოდ მარჯვნიდან?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან IV ნიშანი - „დაბრკოლების შემოვლა მარჯვნიდან ან მარცხნიდან” - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. სწორი პასუხია: IV ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების შემოვლის მიმართულებას მარჯვნიდან ან მარცხნიდან?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნიშანი - „ველობილიკი” არის ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი ბილიკი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. ( I ნიშანი ავრცელებს ნიშნის მოქმედებას მხოლოდ ველოსიპედებზე (რომელ ნიშანთანაც იქნება გამოყენებული), III ნიშანი არის ამკრძალავი ნიშანი და უკრძალავს ველოსიპედებს მოძრაობას, ხოლო IV ნიშანი (სამკუთხა) აფრთხილებს ველობილიკთან მიახლოების შესახებ. ) სწორი პასუხია: II ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილ ბილიკს, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან IV ნიშანი - „მინიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს (ანუ ნიშანი მძღოლს უკრძალავს ნიშანზე მითითებულზე ნაკლები სიჩქარით მოძრაობას, ნებას რთავს იმოძრაოს ნიშანზე მითითებული და მეტი სიჩქარით. I ნიშნი არის ,,მაქსიმალური სიჩქარე" ,ხოლო II ნიშანი (ლურჯ ოთკუთხედში) არის ,,რეკომენდირებული სიჩქარე"). სწორი პასუხია: IV ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ადგენს გზაზე მოძრაობის მინიმალური სიჩქარის ზღვარს?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშნი - „მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები აუცილებელია“ აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას არანაკლებ ორ წამყვან საბურავზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები უნდა ჰქონდეს დამაგრებული. სწორი პასუხია: III ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზეც მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას, არანაკლებ ორ წამყვან საბურავზე, სავალდებულოა დამაგრებული ჰქონდეს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემულ ბილეთში გვაქვს მიმთითებელი ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ“, რომელიც რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას , მაგრამ ამასთან ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ ეზოში და სხვა მიმდებარე ტერიტორიაზე შესვლას (მარჯვნივ და არა მარცხნივ ). მოცემულ სიტუაციაში თეთრი ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან მარჯვნივ შედის ეზოს ტერიტორიაზე, ხოლო ყვითელი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში დაარღვევს საგზაო წესებს, რადგან იგი მარცხნივ შედის ეზოს ტერიტორიაზე. სწორი პასუხია: ყვითელი ავტომობილის მძღოლი.

რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში, თუ ისინი შედიან ეზოს ტერიტორიაზე?
1 თეთრი ავტომობილის მძღოლი
2 ყვითელი ავტომობილის მძღოლი
3 ორივე ავტომობილის მძღოლი
4 არცერთი ავტომობილის მძღოლი
მოცცემული საგზაო ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ნიშნის მოქმედება, რომელიც გზის მონაკვეთის დასაწყისშია დადგმული, ვრცელდება უახლოეს გზაჯვარედინამდე, ე.ი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს ყველა მიმართულებით. სწორი პასუხია: ყველა მიმართულებით.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1 მხოლოდ პირდაპირ და მარჯვნივ
2 მხოლოდ პირდაპირ და მარცხნივ
3 მხოლოდ პირდაპირ
4 ყველა მიმართულებით
მოცემულ შემთხვევაში გვაქვს სტაციონალურად დაყენებული მიმთითებელი ნიშანი - ,,მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ" და აგრეთვე გვაქვს სავალი ნაწილის შუაში გადასატან სადგარზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშანი ,,მოძრაობა პირდაპირ". თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია დროებითი საგზაო ნიშანი, რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები. ანუ მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ პირდაპირ. სწორი პასუხია: მხოლოდ პირდაპირ.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გააგრძელების უფლება აქვს:
1 მხოლოდ პირდაპირ
2 მხოლოდ მარჯვნივ
3 პირდაპირ და მარჯვნივ
თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები. ნიშნები რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. მოცემულ შემთხვევაში სავალი ნაწილის შუაში დგას დროებითი ნიშანი, რომელიც მარცხნივ მოხვევის უფლებას იძლევა და რადგან მარცხნივ მოხვევის უფლებას იძლევა იძლევა მობრუნების უფლებასაც. ანუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს: მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება). სწორი პასუხია: მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება).

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს:
1 მხოლოდ მარცხნივ
2 მხოლოდ უკუმიმართულებით (მობრუნება)
3 მარცხნივ და უკუმიმართულებით (მობრუნება)
მოცემულ ბილეთში გვაქვს საგზაო ნიშანი - „მოძრაობა პირდაპირ“, რომელიც რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, მაგრამ ნიშანი არ კრძალავს მარჯვნივ მოხვევას ეზოში და გზასთან მიმდებარე სხვა ტერიტორიებზე შესასვლელად, ანუ მწვანე ავტომობილის მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, რადგან მას აქვს ეზოში შესვლის უფლება. მოცემულ სიტუაციაში ასევე გვაქვს საგზაო ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია” , რომელიც კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას, ნიშნის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსასვლელთან. ანუ ყვითელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო წესებს, რადგან იგი ,,გაჩერება აკრძალულია" ნიშნის მოქმედების ზონაშია გაჩერებული .ე.ი. სწორი პასუხია: მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი.

რომელი ავტომობილის მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ მწვანე ავტომობილი შედის ეზოში, ხოლო ყვითელი გაჩერებულია?
1 მხოლოდ მწვანე ავტომობილის მძღოლი
2 მხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლი
3 ორივე ავტომობილის მძღოლი
საგზაო წესების თანახმად ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. ე.ი. მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” - რთავს ისრით ნაჩვენები მიმართულებით მოძრაობის ნებას. ანუ მოცემულ შემთხვევაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება.

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნების მანევრის შესრულება?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
საგზაო მოძრაობის წესების თანახმად, ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. მოცემულ სიტუაციაში გვაქვს მიმთითებელი ნიშანი- „მოძრაობა პირდაპირ ან მარჯვნივ” რომელიც მძღოლს არ აძლევს მარცხნივ წასვლის უფლებას და აქედან გამომდინარე არც მობრუნების უფლებას. ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მობრუნება.

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მობრუნება?
1 ეკრძალება
2 არ ეკრძალება
მოცემულ შემთხვევაში საგზაო ნიშანი - „დაბრკოლების შემოვლა მარცხნიდან“ - მიუთითებს გამყოფი ზოლის, უსაფრთხოების კუნძულის ან რაიმე დაბრკოლების მხოლოდ მარცხნიდან შემოვლის მიმართულებას. ანუ ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?
1 მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
2 მხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
3 ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი
მოცემულ შემთხვევაში გვაქვს მიმთითებელი ნიშნები- „მოძრაობა მარჯვნივ ან მარცხნივ“ -რომელიც რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ანუ მოცემულ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გაგრძელების უფლება აქვს როგორც A , ასევე B მიმართულებით (შპარგალკა ,,როგოც")

მოცემულ სიტუაციაში, მსუბუქი ავტომობილის მძღოლს მოძრაობის გააგრძელების უფლება აქვს:
1 მხოლოდ A მიმართულებით
2 მხოლოდ B მიმართულებით
3 როგორც A, ასევე B მიმართულებით
მოცემული ნიშნებიდან IV ნიშანი - საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშანი - „მობრუნების ადგილი” - აღნიშნავს მობრუნების ადგილს. (მიაქციეთ ყურადღება IV ნიშანი რომელ სავარაუდო პასუხში წერია)

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მობრუნების ადგილს?
1 მხოლოდ II
2 მხოლოდ I
3 მხოლოდ IV
4 მხოლოდ III
© ყველა უფლება დაცულია