აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 50
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
ამკრძალავი ნიშნები
 
ბილეთის განმარტება #183

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  I ნიშნის -  „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”  ,  II  ნიშნის -  „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია”  და IV  ნიშნის - „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია”  მოქმედება არ ვრცელდება  სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე ( მიაქციეთ ყურადღება, სამივე ნიშანი არის სათრანსპორტო საშუალების ტიპი, ე.ი. ტიპი როგორც შეგხვდებათ მიხვდით რომ ის არ  მოქმედებს მათზე ).  სწორი პასუხია: მხოლოდ  I ,  II და  IV

183

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

1 მხოლოდ I, II და III

2 მხოლოდ I, II და IV

3 მხოლოდ II, III და IV

4 ყველა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #184

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან :  „მოძრაობა აკრძალულია” ,  „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”,  „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” და  „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია” მოქმედება არ ვრცელდება  სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე ( მიაქციეთ ყურადღება, ,,მოძრაობა აკრძალულია" და დანარჩენი ემატება სატრანსპორტო საშუალების ტიპი, ამიტომ ტიპი როგორც შეგხვდებათ მიხვდით რომ არა ვრცელდება მათზე ). სწორი პასუხია: ყველა მოცემული საგზაო ნიშნის

184

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ III და IV

4 ყველა მოცემული საგზაო ნიშნის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #185

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან III  ნიშნის -   „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია”   და IV ნიშნის - „საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობა აკრძალულია“  მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე (მიაქციეთ ყურადღება , რომ ორივე ნიშანი არის სატრანსპორტო საშუალების ტიპი, ანუ სატრანსპორტო საშუალების ტიპები არ ვრცელდება მათზე).  სწორი პასუხია: მხოლოდ  III  და   IV

185

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ან ეკუთვნის ნიშნის მოქმედების ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 მხოლოდ III და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #186

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  I   ნიშნის -  „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” , III  ნიშნის - „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” და  IVნიშნის - „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში”  მოქმედება არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს. სწორი პასუხია: მხოლოდ   I  , III  და   IV

186

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც მართავს მნიშვნელოვნად გამოხატული, ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს აღნიშნული პირები?

1 მხოლოდ I, III და IV

2 მხოლოდ I, II და III

3 მხოლოდ I, II და IV

4 მხოლოდ II, III და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #187

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  I ნიშნის -  ,,მარცხნივ მოხვევა აკრძალულია"  და IV  ნიშნის - ,, მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია"  მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი. სწორი პასუხია: მხოლოდ   I  და   IV

187

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?

1 მხოლოდ I, III და IV

2 მხოლოდ II

3 მხოლოდ I და IV

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #188

მოცემული საგზაო ნიშნებიდან   I  ნიშნის -   „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია“ ,  III  ნიშნის „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია“ და  IV ნიშნის -  „მოძრაობა პირდაპირ ან მარცხნივ” მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია სათანადო ნიშანი ( მიაქციეთ ყურადღება , II ნიშნის -  „შესვლა აკრძალულია”   მოქმედების ზონაში შესვლა აკრძალულია და ამიტომ გზაჯვარედინამდე ვერ გაგრძელდება ). სწორი პასუხია: მხოლოდ  I , III  და  IV 

188

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ I, III და IV

3 მხოლოდ II

4 ყველას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #189

მოცემული საგზაო  ნიშნები მოქმედება ვრცელდება მხოლოდ გზის იმ მხარეს, რომელზედაც ისინია დადგმული. 

189

მოცემული საგზაო ნიშნების მოქმედება ვრცელდება:

1 გზის იმ მხარეზე, რომელზედაც ისინია დადგმული

2 სავალი ნაწილების იმ გადაკვეთაზე, რომლის წინაც დადგმულია ნიშანი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #190

მოცემული საგზაო ნიშნებიდან    I ნიშნის -   „გასწრება აკრძალულია” ,  II ნიშნის -  „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” და IV ნიშნის -  „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე (მიაქციეთ ყურადღება, რომ  III ნიშნის -  „მოძრაობა აკრძალულია”  მოქმედების ზონაში მოძრაობა აკრძალულია და ამიტომ გზაჯვარედინამდე ვერ გაგრძელდება.) სწორი პასუხია: მხოლოდ I ,  II  და IV

190

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება ვრცელდება ნიშნის დადგმის ადგილიდან მის შემდეგ მდებარე უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში, თუ არ არის გზაჯვარედინი - დასახლებული პუნქტის ბოლომდე.

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ II და III

3 მხოლოდ I, II და IV

4 ყველა მოცემული საგზაო ნიშნის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #191

სურათზე გამოსახული ამკრძალავი ნიშანის - „გასწრება აკრძალულია”  მოქმედება ვრცელდება  ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არ არსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ანუ მოცემულ შემთხვევაში რადგან გზაჯვარედინი არ არის ნიშნის მოქმედება გაგრძელდება დასახლებული პუნქტის ბოლომდე ე.ი. მეორე ნიშნამდე, მეორე ნიშნიდან უკვე აღარ მოქმედებს ნიშანი - ,,გასწრება აკრძალულია" დ აამიტომ შავი ავტომობილის მძღოლი ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში არ დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. სწორი პასუხია: არ დაარღვევს.

191

დაარღვევს თუ არა შავი ავტომობილის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #192

საგზაო ნიშანი - „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ასევე დგომას.  ნიშნების მოქმედება ვრცელდება  ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არ არსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე.  გზაჯვარედინი არის ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, აქედან გამომდინარე სურათზე გამოსახული გზაგამტარი გზაჯვარედინად არ ითვლება, ე.ი. ამ გზაგამტარის იქითაც გაჩერება აკრძალულია. ანუ მოცემულ სიტუაციაში მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება ეკრძალება. სწორი პასუხია: ეკრძალება.

192

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?

1 ეკრძალება

2 არ ეკრძალება

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია