აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (24)
 
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
ბილეთების რაოდენობა 50
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
ამკრძალავი ნიშნები
 
ბილეთის განმარტება #163

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  III  ნიშანი -  „კონტროლი“ − კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელთან, ფასიან გზაზე გასასვლელთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას. სწორი პასუხია:  III  ნიშანი.

163

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საკონტროლო პუნქტთან (პოლიციის ან საკარანტინო საგუშაგოსთან, სასაზღვრო ან დახურულ ზონაში შესასვლელებთან, ფასიან გზებზე გასასვლელებთან და ა.შ.) გაუჩერებლად გავლას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #164

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II  ნიშანი -  „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას. სწორი პასუხია: II  ნიშანი.

164

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარჯვნივ მოხვევას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #165

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან  III ნიშანი -   „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას.  სწორი პასუხია: III ნიშანი.

165

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მარცხნივ მოხვევას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #166

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან  II  ნიშანი - „მობრუნება აკრძალულია” - კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას.  სწორი პასუხია: II  ნიშანი.

166

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სავალი ნაწილების უახლოეს გადაკვეთაზე მობრუნებას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #167

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან  III ნიშანი - „გასწრება აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრან¬სპორ¬ტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა). ნებადართულია გასწრება უეტლო მოტოციკლის, მოპედისა და ველოსიპედის შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადაუსვლელად.  სწორი პასუხია: III ნიშანი.

167

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ნებისმიერი სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას (გარდა 30 კმ/სთ-ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა)?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #168

მოცემული ნიშნებიდან  IV ნიშანი -  „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ). სწორი პასუხია: IV ნიშანი.

168

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ)?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #169

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან  II  ნიშანი - „ხმოვანი სიგნალის მიცემა აკრძალულია” - კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად.  სწორი პასუხია: II ნიშანი.

169

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ხმოვანი სიგნალით სარგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სიგნალი გამოიყენება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #170

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან   III ნიშანი არის  „გასწრების აკრძალვის დასასრული” - აღნიშნავს  I  ნიშნის  „გასწრება აკრძალულია” მოქმედების ზონის დასასრულს.   სწორი პასუხია: III  ნიშანი.

170

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს 3.20 „გასწრება აკრძალულია” ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #171

მოცემული საგზაო ნიშანი - „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული” - აღნიშნავს 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს.

171

მოცემული საგზაო ნიშანი:

1 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით (კმ/სთ)

2 აღნიშნავს მინიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრულს

3 აღნიშნავს საგზაო ნიშნის 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” მოქმედების ზონის დასასრულს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #172

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან   III ნიშანი- „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ისე დგომას.  სწორი პასუხია: III ნიშანი.

172

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #173

მოცემული  საგზაო ნიშანი -  „დგომა აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას.

173

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:

1 სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას

2 მოცემული მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას

3 სატრანსპორტო საშუალებების დგომას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #174

მოცემული  საგზაო ნიშანი - „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში.

174

მოცემული საგზაო ნიშანი:

1 მიუთითებს სავალ ნაწილზე ღერძულა ხაზის არარსებობის შესახებ

2 აღნიშნავს ცალმხრივმოძრაობიანი გზის დასასრულს

3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის კენტ რიცხვებში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #175

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  IV ნიშანი - „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში. სწორი პასუხია: IV ნიშანი.

175

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას თვის ლუწ რიცხვებში?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #176

მოცემული  ნიშნებიდან   II ნიშანი - „სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით ( მიაქციეთ ყურადღება რომ ამკრძალავინიშნები არის მრგვალი ნიშნები წითელი არშიით ) .  სწორი პასუხია: II ნიშანი.

176

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #177

მოცემული  ნიშნებიდან  III ნიშანი - „ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული  კლასის ფეთქებადი და ადვილად აალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აღნიშნული უნდა იყოს საცნობი ნიშნით „სახიფათო ტვირთი” ( მიაქციეთ ყურადღება ამკრძალავი ნიშნები არის მრგვალი ნიშნები წითელი არშიით ) . სწორი პასუხია: III  ნიშანი.

177

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ფეთქებადი და ადვილადაალებადი ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით აღნიშნული უნდა იყოს შესაბამისი საცნობი ნიშნით?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #178

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  I  ნიშანის - „შესვლა აკრძალულია”  და  III ნიშნის -   „მოძრაობა აკრძალულია”  მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე (ანუ მათ თუ ამ ნიშნების მომედების ზონაში აქვთ დადგენილი მარშუტი , ისინი ვალდებულები არიან შეასრულონ ეს მარშუტი და მათზე აღნიშნული აკრძალვები  არ  ვრცელდება ). სწორი პასუხია: მხოლოდ  I  და   III

178

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

1 მხოლოდ II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ I და IV

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #179

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  II ნიშანის  - „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია”  და IV  ნიშნის -  „მარჯვნივ მოხვევა აკრძალულია”  მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე (ანუ აკრძალვა არ ვრცელდება სამარშუტოებზე, თუ აღნიშნული ნიშნების  მოქმედების ზონაში აქვთ დადგენილი მარშუტი ).  სწორი პასუხია: მხოლოდ  II და IV

179

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

1 მხოლოდ II

2 მხოლოდ I და III

3 მხოლოდ II და IV

4 მხოლოდ III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #180

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან  I ნიშნის -   „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია”  და  III ნიშნის - „მობრუნება აკრძალულია”  მოქმედება არ ვრცელდება  სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე (მიაქციეთ ყურადღება ორივე ნიშანი არი მანევრი, ,, მარცხნივ მოხვევა აკრძალულია" და  ,,მობრუნება აკრძალულია" ).   სწორი პასუხია: მხოლოდ  I  და  III

180

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ II და IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ I და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #181

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან   I ნიშანის - „მარცხნივ მოხვევა აკრძალულია” ,  II ნიშანის - „მობრუნება აკრძალულია”   და  IV  ნიშნის - ,, გაჩერება აკრძალულია"  მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე ( მიაქციეთ ყურადღება მანევრები და  ,,გაჩერება აკრძალულია" )  სწორი პასუხია: მხოლოდ   I,   II და  IV

181

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებაზე?

1 მხოლოდ I, II და IV

2 მხოლოდ I და IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ III და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #182

მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან   II  ნიშნის - „მოძრაობა აკრძალულია”   და IV  ნიშნის -   „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია” მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება აღნიშნულ ზონაში მდებარე საწარმოს, ანდა ემსახურება ან ეკუთვნის ამავე ზონაში მცხოვრებ ან მომუშავე პირს. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება შედის აღნიშნულ ზონაში და გამოდის იქიდან დანიშნულების ადგილისაკენ უახლოეს გზაჯვარედინზე ( მიაქციეთ ყურადღება ,,მოძრაობა აკრძალულია" და სატრანსპორტო საშუალების ტიპი (ყველა) არ ა ვრცელდება მათზე) .სწორი პასუხია: მხოლოდ  II და  IV

182

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ემსახურება ნიშნის მოქმედების ზონაში მდებარე საწარმოს?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და IV

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ II და IV

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია