ბილეთების რაოდენობა 50 |
![]() |
|
|
ამკრძალავი ნიშნები
|
მოცემული საგზაო ნიშანი- „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ), ანუ ამ შემთხვევაში კრძალავს 50 კმ/სთ - ზე მეტი სიჩქარით მოძრაობას, მაგრამ ნებას რთავს იმოძრაოს ნიშანზე მითითებულით და ნაკლები სიჩქარით. ხოლო დასახლებულ ან დაუსახლებელ პუნქტში ნებადართულია მოპედისა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ყველა გზაზე, სადაც ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა დასაშვებია, არაუმეტეს 45 კმ/სთ სიჩქარით. ე.ი. მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოპედითა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს: 45 კმ/სთ სიჩქარით.

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში მოპედითა და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:
1 20 კმ/სთ სიჩქარით
2 50 კმ/სთ სიჩქარი
3 45 კმ/სთ სიჩქარით
მოცემული საგზაო ნიშანი - „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვის დასასრული” აღნიშნავს ნიშნის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“) მოქმედების ზონის დასასრული.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს მოძრაობას ნიშანზე მითითებულზე მეტი სიჩქარით
2 აღნიშნავს მაქსიმალური სიჩქარის შემზღუდავი საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის დასასრულს
3 მიუთითებს სიჩქარეს, რომლითაც რეკომენდირებულია მოძრაობა გზის მოცემულ მონაკვეთზე
ამკრძალავი ნიშნები „დგომა აკრძალულია კენტ რიცხვებში” და „დგომა აკრძალულია ლუწ რიცხვებში” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების დგომას შესაბამისად თვის კენტ და ლუწ რიცხვებში. ამასთან მოცემული ნიშნების ერთდროულად გამოყენებისას (ანუ გზის ერთ მხარეს ერთი დგას და გზის მეორე მხარეს მეორე ), 19-დან 21 საათამდე დროის პერიოდში ნიშნები არ მოქმედებენ და აქვთ შესვენების რეჟიმი, ამიტომ ამ პერიოდში დგომა ნებადართულია სავალი ნაწილის ორივე მხარეს. ანუ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს თვის ლუწ რიცხვში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე სურათზე მითითებულ ადგილას ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება აქვს. სწორი პასუხია: აქვს უფლება.

აქვს თუ არა მსუბუქი ავტომობილის მძღოლს, სურათზე მითითებულ ადგილას, ავტომობილის სადგომზე დაყენების უფლება, თვის ლუწ რიცხვებში 19.00 საათიდან 21.00 საათამდე?
1 აქვს უფლება
2 არ აქვს უფლება
მოცემული საგზაო ნიშანი „მასის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატვირთო ავტომობილით და სატვირთო შემადგენლობით მოძრაობას, რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემატება ნიშანზე მითითებულს, ანუ მოცემულ შემთხვევაში უკრძალავს იმ სატვირთო ავტომობილებს და სატვირთო ავტომობილთა შემადგენლობებს მოძრაობას , რომელთა საერთო ფაქტობრივი მასა აღემათება 7 ტონას. სურათზე მოცემული სატვირთო ავტომობილი არ აღემატება 7 ტონას, მაგრამ მისი შემადგენლობის ფაქტობრივი მასა (ბუქსირებას ეწევა) რადგან აღემატება 7 ტონას მას ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, მხოლოდ წითელ მსუბუქ ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა. სწორი პასუხია: მხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლს.

მოცემულ სიტუაციაში, რომელი ავტომობილის მძღოლს არ ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ სატვირთო ავტომობილის ფაქტობრივი მასა 7 ტონაა?
1 მხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
2 მხოლოდ წითელი მსუბუქი ავტომობილის მძღოლ
3 არცერთი ავტომობილის მძღოლს
მოცემული ამკრძალავი ნიშანი - „შესვლა აკრძალულია” (წითელ წრეში თეთრი ტირე ) - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებლად
2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების შესვლას მოცემული მიმართულებით
3 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
მოცემული ამკრძალავი ნიშანი - „მოძრაობა აკრძალულია” ( თეთრი წრე წითელი არშიით ) - კრძალავს ყველა სახის სატრან¬სპორტო საშუალებით მოძრაობას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად
2 კრძალავს სატრანსპორტო საშუალებების გაჩერებას და დგომას
3 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
მოცემული ნიშნებიდან II ნიშანი - „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, ხოლო IV ნიშანი - „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას ( ანუ უკრძალავს მოძრაობას მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებსაც ) . ე.ი. II და IV ნიშნები კრძალავენ მათი მოქმედების ზონაში ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას. სწორი პასუხია: მხოლოდ II და IV

მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლი კრძალავს მის მოქმედების ზონაში ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას?
1 მხოლოდ I და III
2 მხოლოდ II და IV
3 მხოლოდ II
4 მხოლოდ III
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „მოტოციკლით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობას, ხოლო II ნიშანი - „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას ( ანუ უკრძალავს მოტოციკლებსაც ). ე.ი. II და III საგზაო ნიშნები კრძალავენ მათი მოქმედების ზონაში ყველა სახის მოტოციკლებით მოძრაობას. სწორი პასუხია: მხოლოდ II და III .

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ყველა სახის მოტოციკლით მოძრაობა?
1 მხოლოდ I და IV
2 მხოლოდ II და III
3 მხოლოდ III
4 მხოლოდ IV
მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან III ნიშანი - „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” -კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანებით მოძრაობას , ხოლო I ნიშანი - „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას ( ანუ უკრძალავს ტრაქტორებსაც ). ე.ი. I და III საგზაო ნიშნების მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორებითა და თვითმავალი მანქანებით მოძრაობა. სწორი პასუხია: მხოლოდ I და III

მოცემული საგზაო ნიშნებიდან, რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანით მოძრაობა?
1 მხოლოდ I და III
2 მხოლოდ II და IV
3 მხოლოდ III
4 მხოლოდ I
მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნიშანი - „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას. ე.ი. სწორი პასუხია: II ნიშანი .

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „მისაბმელით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის მისაბმელიანი სატვირთო ავტომობილითა და მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობას, აგრეთვე მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ბუქსირებას, II ნიშანი - „ტრაქტორით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის ტრაქტორითა და თვითმავალი მანქანებით მოძრაობას ( ანუ მოძრაობას უკრძალავს მისაბმელიან ტრაქტორსაც ) , I ნიშანი - „მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას ( ანუ მოძრაობას უკრძალავს მისაბმელიან ტრაქტორსაც ). ე.ი. ყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა. სწორი პასუხია: ყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში იკრძალება მისაბმელიანი ტრაქტორით მოძრაობა?
1 მხოლოდ I და III
2 მხოლოდ II და III
3 ყველა მოცემული ნიშნის მოქმედების ზონაში
მოცემული საგზაო ნიშანი - „საჭაპანო მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს საჭაპანო ტრანსპორტით, სასაპალნე და დასაჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე პირუტყვის გადარეკვას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც გადის პირუტყვის (საქონლის) სადგომთან, სადაც მოსალოდნელია მათი სავალ ნაწილზე გამოჩენა
2 კრძალავს საჭაპნე ტრანსპორტით, სასაპალნე და საჯდომი ცხოველებით მოძრაობას, ასევე - პირუტყვის გადარეკვას
3 აღნიშნავს გზას, რომელიც განკუთვნილია საჭაპანო ტრანსპორტით მოძრაობისათვის
მოცემული საგზაო ნიშანი - „ველოსიპედით მოძრაობა აკრძალულია” - კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს ყველა სახის მოტოციკლის მოძრაობას
2 კრძალავს ველოსიპედითა და მოპედით მოძრაობას
3 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას
მოცემული საგზაო ნიშანი - „ქვეითთა მოძრაობა აკრძალულია”. - კრძალავს ქვეითთა მოძრაობას.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 აფრთხილებს გზაზე ბავშვების გამოჩენის შესაძლებლობის შესახებ
2 კრძალავს ქვეითთა მოძრაობას
3 აღნიშნავს საცხოვრებელი ზონის დასასრულს
მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან II ნიშანი „სიმაღლის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. (მიაქციეთ ყურადღება ნიშანში პატარა შავი სამკუთხა პწიჩკები არის სიმაღლეზე ). სწორი პასუხია: II ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „სიმაღლის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს. ( მიაქციეთ ყურადღება ნიშანში პატარა შავი სამკუთხა პწიჩკები არის სიმაღლეზე ).

მოცემული საგზაო ნიშანი კრძალავს:
1 იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
2 იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
3 ნიშანზე აღნიშნულზე ნაკლები დისტანციით სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „სიგანის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუა¬ლებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს (მიაქციეთ ყურადღება ნიშანში პატარა შავი სამკუთხა პწიჩკები არის სიგანეზე ). სწორი პასუხია: III ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „სიგანის შეზღუდვა” - კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუა¬ლებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიმაღლე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
2 კრძალავს იმ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას, რომლის გაბარიტული სიგანე (ტვირთიანად ან უტვირთოდ) აღემატება ნიშანზე აღნიშნულს
3 მიუთითებს საგზაო ნიშნის მოქმედების ზონის არეალს
მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან III ნიშანი - „საბაჟო გამშვები პუნქტი“ - კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას (აწერია ,,საბაჟო" ). სწორი პასუხია: III ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს საბაჟო გამშვებ პუნქტთან (საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა) გაუჩერებლად გავლას?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული ამკრძალავი ნიშნებიდან II ნიშანი - „საფრთხე” - კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო. სწორი პასუხია: II ნიშანი.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებით შემდგომ მოძრაობას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ან სხვა საფრთხის გამო?
1 I
2 II
3 III
4 IV
© ყველა უფლება დაცულია