ბილეთების რაოდენობა 18 |
![]() |
|
|
პრიორიტეტის ნიშნები
|
მოცემული საგზაო ნიშანი არის „მთავარი გზა” - გზა, რომელზე მოძრავ მძღოლსაც ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა
2 კრძალავს სახიფათო ტვირთის გადამზიდი ავტომობილების მოძრაობას
3 აღნიშნავს გზას, რომელზედაც მოძრავი მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი-„მთავარი გზის დასასრული” აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „მთავარი გზის დასასრული” აღნიშნავს გზის იმ მონაკვეთის ბოლო, საიდანაც იგი კარგავს მთავარი გზის სტატუსს.

მოცემული საგზაო ნიშანი აღნიშნავს:
1 გზას, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა
2 გზის ვიწრო მონაკვეთს, რომელზედაც მოძრავ მძღოლს ენიჭება, უპირატესობა საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით
3 გზის იმ მონაკვეთის ბოლოს, საიდანაც ის კარგავს მთავარი გზის სტატუსს
მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნიშანი -„მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას , რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან გადაკვეთას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშნებიდან I და III ნიშნები- „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ აღნიშნავენ ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?
1 მხოლოდ II და IV
2 მხოლოდ I და III
3 მხოლოდ II
4 მხოლოდ III
მოცემული საგზაო ნიშნებიდან ყველა ნიშანი არის „მეორეხარისხოვანი გზის შეერთება“ რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს ისეთ გზასთან შეერთებას, რომელზე მოძრავ მძღოლსაც აქვს გზის დათმობის ვალდებულება?
1 მხოლოდ II და III
2 მხოლოდ I და IV
3 ყველა
4 არცერთი
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „დაუთმე გზა” ( ტოლგვერდა სამკუთხედი წვერით დაბლა წითელი კონტურით) ვალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლს?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი -„დაუთმე გზა” (ტოლგვერდა სამკუთხედი წვერით დაბლა წითელი კონტურით) ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 უკრძლავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას
2 კრძალავს ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობას
3 ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს
მოცემული საგზაო ნიშნებიდან IV ნიშანი -„მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” (STOP) უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს „სდექ“ ხაზის წინ გაუჩერებალად მოძრაობის გაგრძელებას?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია” (STOP) უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 კრძალავს ყველა სატრანსპორტო საშუალებით შესვლას მოცემული მიმართულებით
2 კრძალავს ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობას
3 უკრძალავს მძღოლს მოძრაობის გაგრძელებას გაუჩერებალად, აგრეთვე ავალდებულებს მას გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს
მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნისანი - „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას. მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრან¬სპორტო საშუალებას, გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას, მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს შემხვედრ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გზის ვიწრო მონაკვეთზე იმყოფება.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 აღნიშნავს გზის მონაკვეთის დასაწყისს, სადაც ერთ ან რამდენიმე ზოლზე მოძრაობის მიმართულება შეიძლება შეიცვალოს საპირისპიროდ
2 მიუთითებს გზას, რომელზედაც ტრანსპორტით მოძრაობა ერთი მიმართულებით ხორციელდება
3 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მიმართულებით მოძრაობას
მოცემული საგზაო ნიშნებიდან III ნიშანი - „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას?
1 I
2 II
3 III
4 IV
მოცემული საგზაო ნიშანი - „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” ანიჭებს მძღოლს უპირატესობას გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.

მოცემული საგზაო ნიშანი:
1 ანიჭებს მძღოლს უპირატესობას საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით, გზის ვიწრო მონაკვეთზე მოძრაობისას
2 ავალდებულებს მძღოლს გზა დაუთმოს გადასაკვეთ გზაზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას
3 უკრძალავს მძღოლს გზის ვიწრო მონაკვეთზე შესვლას, თუ ეს აძნელებს საპირისპირო მოძრაობას
მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნიშნის - „მეორეხარისხოვან გზასთან გადაკვეთა“ და IV ნიშნის - „მთავარი გზა” მოქმედების ზონაში მოძრავ მძღოლს ენიჭება არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა. (III ნიშანი მძღოლს უპირატესობას ანიჭებს მხოლოდ გზის ვიწრო მონაკვეთზე და არა არარეგულირებად გზაჯვარედინზე) ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ II და IV

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაში ენიჭება მძღოლს არარეგულირებული გზაჯვარედინის გავლის უპირატესობა?
1 მხოლოდ II და IV
2 მხოლოდ I და III
3 არცერთის
4 ყველას
მოცემული საგზაო ნიშნებიდან I ნიშანი - „შემხვედრი მოძრაობის უპირატესობა” და IV ნიშანი - „უპირატესობა შემხვედრ მოძრაობასთან” იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ. (ანუ უშუალოდ იქ სადაც საჭიროა გზის დათმობა) ანუ სწორი პასუხია: I და IV

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება უშუალოდ გზის ვიწრო უბნის წინ?
1 II და III
2 I და IV
3 I
4 I და II
მოცემული საგზაო ნიშნები ეკუთვნის საგზაო ნიშნების I ჯგუფს - ,,მაფრთხილებელი ნიშნები" . თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს მოცემული საგზაო ნიშნები(სამკუთხა ნიშნები) დაუსახლებელ პუნქტში იდგმება 150-300 მეტრის მანძილზე .

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
1 50-100 მეტრის მანძილზე
2 100-150 მეტრის მანძილზე
3 150-300 მეტრის მანძილზე
4 300-400 მეტრის მანძილზე
მოცემული საგზაო ნიშნები ეკუთვნის საგზაო ნიშნების I ჯგუფს - ,, მაფრთხილებელი ნიშნები ". თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს მოცემული ნიშნები (სამკუთხა ნიშნები) დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 50–100 მეტრის მანძილზე.

თუ სხვა აუცილებლობა არ არსებობს, მოცემული საგზაო ნიშნები დასახლებულ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე:
1 50-100 მეტრის მანძილზე
2 100-150 მეტრის მანძილზე
3 150-300 მეტრის მანძილზე
© ყველა უფლება დაცულია