აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (13)
 
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
ბილეთების რაოდენობა 20
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
უწესივრობა და მართვის პირობები
 
ბილეთის განმარტება #73

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი.

73

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება:

1 მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ ხარისხიანი საწვავი

3 მხოლოდ არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი

4 როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #74

 მძღოლს ეკრძალება მოძრაობა  დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. 

74

დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:

1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება

2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება

3 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #75

დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით.  მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა. ვინაიდან მოცემულ ბილეთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე იგი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს. 

75

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ  არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?

1 დაარღვევს

2 არ დაარღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #76

მძღოლს ეკრძალება მოძრაობადღე-ღამის ბნელ დროს  ერთდროულად მწყობრიდან გამოსული  (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მოცემულ ბილეთში მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხელოვნური განათება არის მაგრამ არასაკმარისი ხილვადობაა , ამიტომ მძღოლს არ აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით.

76

აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #77

დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად:  სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა. ვინაიდან მოცემულ ბილეთში ავტომანქანა გადასულია მკვრივი საფარის მქონე  გვერდულის მიღმა მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის  წესებს.

77

არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?

1 არღვევს

2 არ არღვევს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #78

 დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა.

78

მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:

1 არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

2 დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა

3 მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში

4 დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #79

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე მსუბუქტი ავტომობილებისათვის უნდა იყოს არანაკლებ:   – 1,6 მმ.

79

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად მსუბუქი ავტომობილების საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:

1 1,6 მმ

2 1,0 მმ

3 2,0 მმ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #80

აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს.

80

აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს?

1 არ არის აკრძალული

2 აკრძალულია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #81

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის საექსპლუტაციო დოკუმენტში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობას, ხოლო თუ ასეთი მნიშვნელობები არ არის მითითებული,  მსუბუქი ავტომობილის საჭის მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს – 10°.

81

იმ შემთხვევაში, თუ დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში არ არის მითითებული, მსუბუქი ავტომობილის საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს:

1 5°-ს

2 10°-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #82

საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგებაა, როდესაც ავარიული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია სწრაფად და მოხერხებულად მოაბრუნოს საჭე ყველა მიმართულებით და დააბრუნოს იგი საწყის მდგომარეობაში. გარდა ამისა სწორი განლაგება უზღუნველყოფს ხელებზე მინიმალურ დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას. მძღოლი ყოველთვის მზადაა რეაგირება მოახდინოს საგზაო სიტუაციის ცვლილებაზე. საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.

82

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ხელების სწორი განლაგება საჭის თვალზე?

1 I

2 II

3 III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #83

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, დაუშვებელია ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა, დაუშვებელია ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა. ანუ დაუშვებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა.

83

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

1 მხოლოდ ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა

2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა

3 მხოლოდ ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #84

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ,დაუშვებელია ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება, დაუშვებელია პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა. ანუ  დაუშვებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა.

84

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

1 მხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება

2 მხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #85

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი  და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბაამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს.

85

აკრძალულია თუ არა  სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #86

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, არ არის დასაშვები ერთ ღერძზე  სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება.

86

დასაშვებია, თუ არა ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება?

1 დასაშვებია

2 დასაშვებია მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე

3 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #87

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება,  აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია  ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას,   ისეთი  აირბალონების გამოყენებისას, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა, აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას. ანუ ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში.

87

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?

1 მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას

2 მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას

3 მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #88

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს ხმოვანი სასიგნალი , თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული  უკან ხედვის სარკე. ანუ აკრძალულია ექსპლუატაცია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივობის დროს.

88

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #89

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, არ არის დასაშვები  საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.

89

დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #90

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებელით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი ეყრდნობოდეს კეფის არეში.

90

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:

1 კისრის არეში

2 კეფის არეში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #91

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ  დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავის სამაგრებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.

91

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?

1 დიახ, მიზანშეწონილია

2 არ არის მიზანშეწონილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #92

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.

92

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება

2 მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება

3 მხოლოდ საბურავების გადახურება

4 როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია