აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
nika
სექ 24 ორშ 2018
22:35
b-b1
nona
ივნ 28 ხუთ 2018
13:03
Minda viswavllo mankanis tareba da damsaxurebulad avixo prava
gocha fochkhua
აპრ 01 კვ 2018
11:45
gza jwaredini
beqa
მარ 12 ორშ 2018
19:29
gamarjobat araswrulwlovani var dzirs madzlevs avtoskola da direqtoris bechedi chirdeba im dzirs?
gre
თებ 26 ორშ 2018
18:13
fsdut
piso1992
თებ 17 შბ 2018
22:26
es biletebi ak ro aris dadebuli rustavshic es biletebia
ნიკა
თებ 16 პარ 2018
21:58
ტელეფონში ვერ გადმოვწერ აპლიკაციიას?
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
ბილეთების რაოდენობა 72
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია
 
ბილეთის განმარტება #1

საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში რეგისტრირებულi სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი ნიშანი“ არის ნიშaნი სადაც ლათინური ასოებით ჩaწერილია საქართველოს საერთაშორისო კოდი: GE

1

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი საქართველოში
რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების „მარეგისტრირებელი სახელმწიფოს განმასხვავებელი
ნიშანი“?

1 I

2 II

3 III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #2

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების , აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში. (შპარგალკა: თუ სავარაუდო პასუხი იწყება სიტყვა ,,როგორც" , მაშინ ეს არის სწორი პასუხი რამდენიმე გამონაკლისის გარდა)

2

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვა მძღოლს ეკრძალება:

1 მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების შემთხვევაში

2 მხოლოდ შესაბამისი მართვის უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში

3 როგორც შესაბამისი მართვის უფლების შეჩერების, აგრეთვე ამ უფლების ჩამორთმევის ან შეწყვეტის (გაუქმების) შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #3

მძღოლი ვალდებულია  გაიაროს შემოწმება სიმთვრალე სიფხიზლის დასადგენად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე თუ არსებობს საკმაო საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური , ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია.

3

ვალდებულია თუ არა მძღოლი გაიაროს შემოწმება სიმთვრალე სიფხიზლის დასადგენად საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე, თუ არსებობს საკმაო
საფუძველი, რომ მძღოლი ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის
მდგომარეობაშია?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #4

საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულიია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი თუ მათში ასახული მონაცემები შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით.

4

საქართველოს ტერიტორიაზე მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს სატრანსპორტო საშუალების
რეგისტრაციის და მართვის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების სათანადოდ დამოწმებული
თარგმანი, თუ მათში ასახული მონაცემები:

1 შესრულებული არ არის ქართული ასოებით, მაგრამ შესრულებულია ლათინური ასოებით

2 შესრულებული არ არის ლათინური ასოებით, მაგრამ შესრულებულია ქართული ასოებით

3 შესრულებული არ არის ქართული ან ლათინური ასოებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #5

მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში  მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას , სადაც საქართველოს იურიდიქცია არ ვრცელდება მძღოლი ვალდებულია თან იქონიოს მოცემული სატრანსპორო საშუალების ფლობის , სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი .

5

მესაკუთრის არყოფნის შემთხვევაში მისი სატრანსპორტო საშუალებით სახელმწიფო საზღვრის
გადაკვეთის ან ქვეყნის იმ ტერიტორიაზე გადასვლისას, სადაც საქართველოს იურიდიქცია არ
ვრცელდება, ვალდებულია თუ არა მძღოლი თან იქონიოს მოცემული სატრანსპორტო საშუალების
ფლობის, სარგებლობის ან განკარგვის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი?

1 ვალდებულია

2 არ არის ვალდებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #6

 მგზავრს ეკრძალება:როგორც მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების
სხვა რამეზე გადატანა , ასევე მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა. (შპარგალკა: თუ სავარაუდო პასუხი იწყება სიტყვა ,,როგორც" ეს  არის სწორი პასუხი, რამდენიმე  გამონაკლისის გარდა)

6

მგზავრს ეკრძალება:

1 მხოლოდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა

2 მხოლოდ მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა

3 როგორც მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ასევე მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #7

სავალ ნაწილზე გადაადგილებისას ქვეითმა: როგორც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე,  ასევე უსაფუძვლოდ
არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. (შპარგალკა; ,,როგორც")

7

სავალ ნაწილზე გადაადგილებისას ქვეითმა:

1 მხოლოდ უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე

2 მხოლოდ უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

3 როგორც უნდა გამოიჩინოს მაქსიმალური სიფრთხილე, ასევე უსაფუძვლოდ არ უნდა შეაფერხოს და არ უნდა გააძნელოს სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #8

 თუ გადასასვლელზე არ არსებობს, ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე: ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა. (ანუ მარტივად რომ ვთქვათ ქვეითს არ აქვს გადასვლის უფლება ვიდრე სატრანსპორტო საშუალებებს ნებადამრთველი მწვანე სიგნალი უნთიათ, მათ, რომ წითელი სიგნალი აენთებათ და გაჩერდებიან ქვევითს მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია გადასვლა სავალ ნაწილზე)

8

თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:

1 მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე

2 ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #9

გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელის არარსებობის შემთხვევაში, ქვეითმა გზის სავალი ნაწილი უნდა გადაკვეთოს: მხოლოდ ტროტუარის ან გვერდულის გასწვრივ.

9

გზაჯვარედინზე ქვეითთა გადასასვლელის არარსებობის შემთხვევაში, ქვეითმა გზის სავალი ნაწილი
უნდა გადაკვეთოს:

1 მხოლოდ დასახულ ადგილამდე უმოკლესი ტრაექტორით

2 მხოლოდ ტროტუარის ან გვერდულის გასწვრივ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #10


საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას
ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქური სიგნალიზაცია.(შპარგალკა: ,,როგორც")

10

საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

1 მხოლოდ დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება

2 მხოლოდ ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

3 როგორც დაუყოვნებლივ გააჩეროს (არ დაძრას ადგილიდან) სატრანსპორტო საშუალება, ასევე ჩართოს საავარიო შუქსიგნალიზაცია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #11


საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია: 1. მიიღოს ზომები საგზაოსატრანსპორტო
შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 2. მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს
შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის
დასადგენად. 3. ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები. ანუ სწორი პასუხია: შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება.

11

საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:

1 მხოლოდ მიიღოს საჭირო ზომები საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

2 მხოლოდ მოერიდოს შემთხვევის ადგილზე რაიმეს შეცვლას ან იმ ნაკვალევის განადგურებას, რომელიც შესაძლოა სასარგებლო იყოს პასუხისმგებლობის დასადგენად

3 მხოლოდ ჩაიწეროს თვითმხილველთა გვარები

4 შეასრულოს ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა ქმედება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #12

  სავალი ნაწილი არის გზის ელემენტი, რომელიც განკუთვნილია ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.  გზა შედგება მხოლოდ ერთი სავალი ნაწილისაგან თუ მას შუაში არ აქვს კონსტრუქციულად გამოყოფილი გამყოფი ზოლი (გაზონი). მხოლოდ გამყოფი ზოლი (და არა უწყვეტი ხაზები) ყოფს გზას ორ სავალ ნაწილად. ე.ი. ამ გზას გააცნია მხოლოდ ერთი სავალი ნაწილი.

12

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?

1 ერთი

2 ორი

3 სამი

4 ოთხი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #13

ამ შემთხვევაში გზა შედგება ორი სავალი ნაწილისაგან, რადგან მას შუაში აქვს კონსტრუქციულად გამოყოფილი გამყოფი ზოლი, რომელიც მომიჯნავე სავალ ნაწილებს ყოფს ერთმანეთისაგან.

13

რამდენი სავალი ნაწილი აქვს მოცემულ გზას?

1 ერთი

2 ორი

3 სამი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #14

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დატოვებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს: რომ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ასევე,  ყველა ზომა, რათა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.

14

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დატოვებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს:

1 მხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა საგზაოსატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად

2 მხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო ყველა ზომა მექანიკური სატრაბნსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული

3 რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ასევე ყველა ზომა რათა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #15

ქვეითთა გადასასვლელზე, ასევე მის წინ 5 მეტრზე ახლოს გაჩერება აკრძალულია, ამიტომ ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე. 

15

ქვეითთა გადასასვლელზე შესვლამდე მძღოლი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ:

1 გადასასვლელის ზედპირი არ არის მოყინული

2 გადასასვლელზე საპირისპირო მიმართულებიდან არ მოძრაობს სხვა სატრანსპორტო საშუალება

3 იძულებული არ გახდება გაჩერდეს მასზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #16

 უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:  საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით. (მიაქციეთ ყურადღება იმას , რომ უპირატესობა ანუ პრიორიტეტი არის უფლება, ხოლო გზის დათმობა ვალდებულებაა.)

16

უპირატესობა (პრიორიტეტი) არის:

1 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განახორციელოს მანევრი, თუკი ეს სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის უეცრად შეცვალოს სიჩქარე ან მიმართულება

2 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება, სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებთან შედარებით პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #17

 ,,არასაკმარისი ხილვადობად" ითვლება  გვირაბში გავლისას, დღეღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის შემცირება:  300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე .

17

არასაკმარის ხილვადობად" ითვლება გვირაბში გავლისას, დღეღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის,
თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს, გზის ხილვადობის შემცირება:

1 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

2 500 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

3 600 მეტრზე ნაკლებ მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #18

 გამყოფი ზოლი არის : კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის.

18

„გამყოფი ზოლი“ არის:

1 გზის ნაწილი, რომელიც ჩვეულებრივ ურელსო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის გამოიყენება

2 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს გზის სავალი ნაწილი

3 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი‚ რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს და არ არის განკუთვნილი მასზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #19

გარდა სავალი ნაწილისა გზა შეიძლება მოიცავდეს : როგორც  ტრამვაის ლიანდაგს, ტროტუარს, გვერდულას, გამყოფ ზოლსა და ველობილიკს. (შპარგალკა: ,,როგორც")


19

გარდა სავალი ნაწილისა, ქვემოთ ჩამოთვლილი რომელ ელემენტს შეიძლება მოიცავდეს გზა?

1 მხოლოდ ტრამვაის ლიანდაგს და ტროტუარს

2 მხოლოდ გვერდულას და გამყოფ ზოლს

3 მხოლოდ ველობილიკს

4 როგორც ტრამვაის ლიანდაგს, ასევე ტროტუარს გვერდულას გამყოფ ზოლსა და ველობილიკს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #20

 გზაჯვარედინიარის:  ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. (მიაქციეთ ყურადღება: გზაჯვარედინი არის ერთ დონეზე გზების კვეთა)

20

„გზაჯვარედინი" არის:

1 ერთ დონეზე გზების კვეთა შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით

2 მიმდებარე ტერიტორიებიდან გამოსასვლელებისა და გზების კვეთა

3 სხვადასხვა დონეზე არსებული სავალი ნაწილების კვეთა

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია