აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1083
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #101

მაფრთხილებელი ნიშნებიდან  (სამკუთხა ნიშნებიდან) ექვსი ნიშანი: „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი”, „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”,  „გასახსნელი ხიდი”,  „სანაპიროზე გასასვლელი”,  „ბავშვები” და „საგზაო სამუშაოები”  დაუსახლებელ პუნქტში იდგმება ორჯერ: პირველი ნიშანი  150 -300 მეტრში , ხოლო განმეორებით იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისიდან არანაკლებ 50 მეტრის მანძილზე. სწორი პასუხია: 50 მეტრის მანძილზე.

101

მოცემული საგზაო ნიშნები დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, არანაკლებ:

1 150 მეტრის მანძილზე

2 100 მეტრის მანძილზე

3 50 მეტრის მანძილზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #102

 თუ აღმართი და დაღმართი (ან დაღმართი და აღმართი) ერთმანეთს მიჰყვება, ,,მანძილი ობიექტამდე " დაფის გარეშე  მოცემული ნიშნები „ციცაბო დაღმართი“ და  „ციცაბო აღმართი“  შეიძლება დაიდგას შესაბამისად უშუალოდ აღმართის და დაღმართის წინ. ანუ სწორი პასუხია: შეიძლება.

102

შეიძლება თუ არა, მოცემული საგზაო ნიშნები, 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე“ დაფის გარეშე, დაიდგას უშუალოდ აღმართის ან დაღმართის (ან დაღმართის და აღმართის) წინ, თუ ისინი ერთმანეთს მიჰყვება?

1 არ შეიძლება

2 შეიძლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #103

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან II  და IV ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის შლაგბაუმიან  გადასასვლელამდე  150 -300 მეტრის მანძილზე, ხოლო მარჯვენა მხარეს იდგმება მხოლოდ  IV ნიშანი ( დააკვირდით ხაზების დახრას , ხაზები დახრილია მარჯვნიდან, ანუ მაღალი მხარე აქვს მარჯვენა ). სწორი პასუხია:  IV  ნიშანი.

103

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარჯვენა მხარეს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #104

მოცემული საგზაო ნიშნებიდან II ნიშანი - „თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთა” - აღნიშნავს გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით. (მიაქციეთ ყურადღება ხაზების სისქეს, თანაბარი  სისქის ხაზებია გადაკვეტილი). სწორი პასუხია: II ნიშანი.

104

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზაჯვარედინს თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთით?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #105

მოცემული საგზაო ნიშანებიდან III  ნიშანი - „გასახსნელი ხიდი” - იძლევა გაფრთხილებას გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. სწორი პასუხია: III ნიშანი

105

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს მძღოლს გასახსნელ ხიდთან ან საბორნე გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ II და III

3 მხოლოდ III

4 მხოლოდ IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #106

მოცემული საგზაო ნიშნებებიდან  III ნიშანი - „სახიფათო მოსახვევი” - აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდული ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს მარცხნივ. (არ შეგეშალოთ,  I ნიშანი არის ,,სახიფათო მოსახვევ-ებ-ი" (მრავლობითში). სწორი პასუხია;   III ნიშანი

106

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს მცირერადიუსიან ან შეზღუდულ ხილვადობის მქონე გზის სახიფათო მოსახვევს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #107

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III  ნიშანი - „ციცაბო დაღმართი” - იძლევა გაფრთხილებას ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე. (მიაქციეთ ყურადღება: ციცაბო აღმართს აწერია 12%, ხოლო ციცაბო დაღმართს 10%). სწორი პასუხია: III ნიშანი

107

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს ციცაბოდაღმართიან გზის მონაკვეთთან მიახლოების თაობაზე?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #108

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III  ნიშანი -„მოლიპული გზა” - აღნიშნავს გზის მოლიპულ მონაკვეთს, რომელზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია. სწორი პასუხია :  III  ნიშანი.

108

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მოლიპულ მონაკვეთს, რომლზედაც საბურავის გზის საფართან ჩაჭიდების კოეფიციენტი 0,4-ზე ნაკლებია?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #109

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III ნიშანი- „უსწორმასწორო გზა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია ( ტალღოვანი, ღრანტეებიანი,.) სწორი პასუხია: III  ნიშანი.

109

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი დაზიანებულია?

1 მხოლოდ II და III

2 მხოლოდ III

3 მხოლოდ I

4 მხოლოდ I და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #110

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  IV ნიშანი -„ქვის ასხლეტა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშის ასხლეტა და ა. შ..(მიაქციეთ ყურადღება  სწორი პასუხის ნიშნის ნომერი არ ემთხვევა სავარაუდო პასუხის ნომერს) . სწორი პასუხია: IV ნიშანი.

110

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების თვლებიდან ღორღის, ხრეშისა და ა. შ. ასხლეტა?

1 მხოლოდ I და III

2 მხოლოდ IV

3 მხოლოდ II

4 მხოლოდ II და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #111

მოცემული საგზაო  ნიშნებიდან  III ნიშანი -„გზის შევიწროება” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება ორივე მხრიდან ( მარჯვნიდან და მარცხნიდან); სწორი პასუხია: III  ნიშანი.

111

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება ორივე მხრიდან?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #112

მოცემული საგზაო ნიშნებიდან I ნიშანი - „გზის შევიწროება მარჯვნიდან” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარჯვნიდან; სწორი პასუხია: I ნიშანი

112

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილის სიგანე ვიწროვდება მარჯვენა მხრიდან?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #113

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III  ნიშანი -„ორმხრივი მოძრაობა” - აღნიშნავს გზის (სავალი ნაწილის) ორმხრივმოძრაობიანი მონაკვეთის დასაწყისს, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით.  სწორი პასუხია:  III ნიშანი

113

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის (სავალი ნაწილის) მონაკვეთის დასაწყისს ორმხრივი მოძრაობით, რომელსაც წინ უსწრებდა უბანი ცალმხრივი მოძრაობით?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #114

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II  ნიშანი - „ქვეითთა გადასასვლელი” - იძლევა გაფრთხილებას ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. (მიაქციეთ ყურადღება  აფრთხილებს ანუ მაფრთხილებელი ნიშანია სამკუთხა ნიშანი, ხოლო  III ნიშანი მიგითითებთ ქვეითთა გადასასვლელის არსებობის შესახებ ). სწორი პასუხია: II ნიშანი

114

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს საგზაო ნიშნით (5.19.1 ან 5.19.2) ან/და საგზაო მონიშვნით (1.14.1-1.14.3) აღნიშნულ ქვეითთა გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #115

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  IV ნიშანი - „ბავშვები” - იძლევა გაფრთხილებას გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია ბავშვების სავალ ნაწილზე გამოჩენის ალბათობა.  (მიაქციეთ ყურადღება, აფრთხილებს ანუ მაფრთხილებელი ნიშანია სამკუთხა ნიშანი) სწორი პასუხია:  IV ნიშანი

115

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს გზის მონაკვეთთან საბავშვო დაწესებულებების არსებობის თაობაზე, საიდანაც დიდია სავალ ნაწილზე ბავშვების გამოჩენის ალბათობა?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #116

 მოცემული საგზაო ნიშნებიდან  I ნიშანი - „ველობილიკის გადაკვეთა” - იძლევა გაფრთხილებას  ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე. (მიაქციეთ ყურადღება, აფრთხილებს ანუ მაფრთხილებელი ნიშანია სამკუთხა ნიშანი, ხოლო II ნიშანი მოგითითებთ ველობილიკის არსებობის შესახებ ). სწორი პასუხია:  I ნიშანი

116

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს საგზაო ნიშნით (4.4) აღნიშნული ველობილიკის სავალი ნაწილის გადაკვეთის ადგილთან მიახლოების თაობაზე?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #117

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II ნიშანი- „ქვის ცვენა” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყერისაგან ან ქვების ცვენისაგან.  სწორი პასუხია: II ნიშანი.

117

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომლის სავალი ნაწილი არ არის დაცული ზვავისაგან, მეწყერისაგან და ქვების ცვენისგან?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #118

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  IV ნიშანი -  „გვერდითი ქარი” - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზეც შეიძლება ძლიერი გვერდითი ქარი ამოვარდეს.  სწორი პასუხია: IV ნიშანი

118

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელზედაც შეიძლება ამოვარდეს ძლიერი გვერდითი ქარი?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #119

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  I ნიშანი - „დაბლამფრენი თვითმფრინავები” - არის აეროდრომთან ახლოს გამავალი გზის მონაკვეთი, რომელზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ.  სწორი პასუხია: I  ნიშანი.

119

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს აეროდრომებთან ახლოს გამავალ გზის მონაკვეთს, რომლებზედაც თვითმფრინავები ან ვერტმფრენები დაბალ სიმაღლეზე დაფრინავენ?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #120

მოცემული  საგზაო ნიშნებიდან  III ნიშანი  -  „ხერგილი“ - აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც დროებით ჩახერგილია. სწორი პასუხია:  III  ნიშანი

120

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აღნიშნავს გზის მონაკვეთს, რომელიც დროებით ჩახერგილია?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია