აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1083
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #1021

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, გამოიწვევს: სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

1021

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

2 სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

3 სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის 1000 ლარის ოდენობითა, ხოლო ექსპლუატაციის განმაცორციელებელი პირის მიმართ სიტყვიერ გაფრთხილებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1022

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ  გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა გამოიწვევს:  დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

1022

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა გამოიწვევს:

1 ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

2 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობითა და სიტყვიერ გაფრთხილებას

3 დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1023

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს:  დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

1023

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა წინასწარი შეცნობით სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, ან სხვაგვარად შეცვლილი სახელმწიფო სანომრე ნიშნით, ან სატრანსპორტო საშუალების საქარე მინაზე დამაგრებული სახელმწიფო სანომრე ნიშნით გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1024

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა გამოიწვევს: დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

1024

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა გამოიწვევს:

1 ადმინისტრაციულ პატიმრობას 3 თვემდე ვადით

2 დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1025

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

1025

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1026

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1026

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გამოიწვევს:

1 სიტყვიერ გაფრთხილებას

2 დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1027

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან მოძრაობის შეფერხება, –გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.

1027

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა, იწვევს:

1 ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით

2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1028

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

1028

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:

1 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას

3 დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1029

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.

1029
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:

1 სიტყვიერ გაფრთხილებას

2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1030

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა,  გამოიწვევს:  დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1030

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევა გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 15 დღემდე ვადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1031

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა , გამოიწვევს:  მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1031

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის დამაგრების წესის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს:

1 მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით

2 მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 მძღოლის ან საწარმოს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1032

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად,  გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა , გამოიწვევს: დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

1032

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით

2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1034

განმარტება მალე დაემატება...

 
1034

რა უნდა გვახსოვდეს მავნე ნივთიერებებისგან გარემოს დასაცავად?

1 უნდა მოვერიდოთ სატრანსპორტო საშუალების დგომას ჩართული ძრავით

2 მოძრაობის დროის შესამცირებლად სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ინტენსიური აჩქარებით და მკვეთრად დამუხრუჭებით

3 სატრანსპორტო საშუალება უნდა ვმართოთ ძრავის ბრუნვის მაღალი სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1035

განმარტება მალე დაემატება...

 
1035

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ საწვავის გაზრდილი ხარჯი და მავნე ნივთიერებების მომატებული გამოყოფა, დროულად უნდა გამოვცვალოთ:

1 ძრავის ჰაერის ფილტრი

2 მგზავრთა სალონის ვენტილაციის ფილტრი

3 საქარე მინის მინასაწმენდები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1036

განმარტება მალე დაემატება...

 
1036

რას იწვევს საბურავებში რეკომენდებულ დონეზე ქვემოთ ჰაერის წნევის შემცირება?

1 ზრდის საწვავის მოხმარებას

2 ამცირებს საბურავების ცვეთას

3 ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1037

განმარტება მალე დაემატება...

1037

როდის უნდა გავთიშოთ ძრავი საწვავის ეკონომიისა და გამონაბოლქვის შემცირების მიზნით?

1 როდესაც შეფერხებული მოძრაობის პირობებში გვიწევს დიდი ხნით დგომა

2 როდესაც ვმოძრაობთ დაღმართზე

3 როდესაც ვჩერდებით "სდექ" ნიშანთან

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1038

განმარტება მალე დაემატება...

1038

სატრანსპორტო საშუალების რომელიმე აგრეგატიდან გამოჟონილი ზეთი:

1 ნიადაგზე მოხვედრის შემთხვევაში ანოყიერებს მას

2 აბინძურებს გარემოს

3 ზეგავლენას არ ახდენს გარემოზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1039

განმარტება მალე დაემატება...

1039

რა უნდა გვახსოვდეს სატრანსპორტო საშუალების საწვავით გამართვისას?

1 საწვავით გამართვისას სატრანსპორტო საშუალების ძრავი უნდა მუშაობდეს უქმ სვლაზე

2 არ უნდა განვაგრძოთ საწვავის ჩასხმა მას შემდეგ, რაც საწვავის ავზის გავსების შედეგად ჩასასხმელი მოწყობილობა (პისტოლეტი) ავტომატურად გაითიშება

3 შესაძლებლობის შემთხვევაში საწვავის ავზი უნდა შევავსოთ კიდემდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1040

განმარტება მალე დაემატება...

1040

რა შეიძლება გამოიწვიოს გამოსაბოლქვი სისტემის გაუმართაობამ?

1 საავარიო შუქსიგნალიზაციის ჩართვა

2 გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობის ზრდა

3 მოხმარებული საწვავის რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1041

განმარტება მალე დაემატება...

1041

როგორ არის შესაძლებელი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობით გამოწვეული ხმაურის შემცირება?

1 უნივერსალური საბურავების გამოყენებით

2 ძრავის ჰაერის ფილტრის მოხსნით

3 სატრანსპორტო საშუალების ძრავის დაბალი ბრუნვის სიჩქარით მართვის

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია