აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (13)
 
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1032
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #1001

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენა. (შპარგალკა ,,ძლიერი სისხლდენა")

1001

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებულების სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისათვის დისპეჩერს უნდა ვაცნობოთ:

1 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილი (ქუჩა, სახლის ნომერი და უახლოესი ორიენტირი), დაშავებულთა რაოდენობა, მათი სქესი, მიახლოებითი წლოვანება, სასიცოცხლო ნიშნების არსებობა, ასევე ძლიერი სისხლდენის

2 მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის უახლოესი ორიენტირი, დაშავებულების რაოდენობა, მათი სქესი და წლოვანება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1002

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა − გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

1002

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებით ბავშვთა გადაყვანის უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 30 დღემდე ვადით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1003

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქონლის განკარგვის შემდეგი ღონისძიებები: 1. საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა; 2. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა; 3. საქონლის განადგურება. ანუ სწორი პასუხია: შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება.

1003

ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის რომელი ღონსძიება შეიძლება იქნეს გამოყენებული საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული საქონლის მიმართ?

1 მხოლოდ საგადასახადო სანქციის სახით საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევა

2 მხოლოდ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული საქონლის რეალიზაცია ან სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა

3 მხოლოდ საქონლის განადგურება

4 შესაძლებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონსძიების გამოყენება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1004

საქართველოს საგადასახადო  თანახმად, თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, მას უფლება აქვს, მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე.

1004

თუ დეკლარანტის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტები შედგენილია უცხოურ ენაზე და გაუგებარია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის, აქვს თუ არა მას უფლება მოითხოვოს ამ დოკუმენტების თარგმანი სახელმწიფო ენაზე?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1005

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანახმად, თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა  საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება; საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე.

1005

თუ საქონლის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა საჭიროებს საბაჟო დეკლარაციის წარდგენას, სასაქონლო ოპერაციის განხორციელებისას საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დროდ ითვლება:

1 საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღე

2 საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1006

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. 

1006

თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია:

1 დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ

2 დაუყოვნებლივ უზრუნველყოს განადგურებული ან დაზიანებული ქონების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1007

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანახმად, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული.

1007

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია:

1 მხოლოდ იმ საქონლისათვის, რომლის შემოტანა ან გატანა არ არის აკრძალული

2 ნებისმიერი საქონელისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1008

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანახმად, საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე.

1008

საქონელი საბაჟო ზედამხედველობას ექვემდებარება:

1 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან ზოგადი დეკლარირების განხორციელებამდე

2 საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან გაფორმების დასრულებამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1009

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  თანახმად, ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს საგადასახადო ორგანო.

1009

ერთი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი გაშვებული უნდა იქნეს ერთდროულად, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რომელზედაც გადაწყვეტილებას იღებს:

1 დეკლარანტი

2 შინაგან საქმეთა სამინისტრო

3 საგადასახადო ორგანო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1010

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს: სრულწლოვანი მძღოლისათვის -  სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის − სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

1010

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:

1 სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ერთი წლით შეჩერებას

2 სრულწლოვანი მძღოლისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 თვით შეჩერებას, ხოლო 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას

3 სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1011

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის , სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.

1011

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ პირის მიერ, რომელსაც შეჩერებული აქვს მართვის უფლება სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისთვის, შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გამოიწვევს:

1 გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 6 თვით გაზრდას

2 გამოიწვევს მძღოლისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას

3 გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1012

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს: დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

1012

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1013

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის რომელიც განხორციელდა განმეორებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარისოდენობით.

1013

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის, რომელიც განხორციელდა განმეორებით, გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან ერთი წლის განმავლობაში გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1014

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როდესაც მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება  შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

1014
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პირი, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების მართვას ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, როცა მას შეჩერებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით

2 მძღოლის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1015

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას.

1015

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 2 წლით შეჩერებას

2 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1016

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

1016

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს:

1 დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით

2 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას

3 დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1017

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან.

1017

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, პოლიციელი, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, ვალდებულია სატრანსპორტო საშუალების მართვას ჩამოაშოროს პირი:

1 რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, და გამოკვლევის მიზნით წარადგინოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირთან

2 რომლის მიმართაც არსებობს საკმაო საფუძველი, რომ იგი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაშია, და დააპატიმროს 15 დღით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1018

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა: მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა.

1018

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობად მიიჩნევა:

1 მძღოლის სისხლში 0,3 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა

2 თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა 0,2 პრომილე ან 0,2 პრომილეზე მეტია

3 მძღოლის სისხლში 0,1 პრომილეზე მეტი ოდენობით ეთანოლის შემცველობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1019

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს:  ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.

1019

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს:

1 ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით

2 ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით

3 ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 60 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1020

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა- გამოიწვევს:  დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით.

1020

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა გამოიწვევს:

1 სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 3 თვის ვადით

2 დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით

3 დაჯარიმებას 10 ლარის ოდენობით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია