აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (13)
 
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1032
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #981

ჩამოთვლილი გარემოებიდან, ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯის მკვეთრ მომატებაზე მიანიშნებს მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი.

981

ჩამოთვლილი გარემოებიდან, რომელი მიანიშნებს ძრავის კვების სისტემის გაუმართაობაზე ან ძრავის არასწორი რეგულირების შედეგად საწვავის ხარჯვის მკვეთრ მომატებაზე?

1 მხოლოდ მაყუჩიდან გამონაბოლქვი მძლავრი მუქი კვამლი

2 მხოლოდ მაყუჩიდან ჟონვადი კონდენსირებული სითხე

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #982

უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება უნდა მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას.

982

როგორ უნდა მოიქცეს უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის მძღოლი, რათა აიცილოს მოყინულ გზაზე მოძრაობისას უკანა ხიდის გვერდულად მოცურება?

1 სიჩქარის შემცირებისას ყოველთვის გამოიყენოს სადგომი მუხრუჭი

2 მოერიდოს გადაბმულობის ქუროს სატერფულის მკვეთრ აშვებას და აქსელერატორის სატერფულის მკვეთრ დაჭერას

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოქმედება სწორია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #983

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს უსაფრთხოების ღვედი აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან, ასევე მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას. ანუ სწორი პასუხია: ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას

983

რა ფუნქციას ასრულებს უსაფრთხოების ღვედი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს?

1 მხოლოდ აღკვეთს მძღოლისა და მგზავრების ინერციით გადადგილებას, შესაბამისად მათ შეჯახებას სატრანსპორტო საშუალების ინტერიერის დეტალებზე და სხვა მგზავრებთან

2 მხოლოდ მძღოლსა და მგზავრებს აკავებს პოზიციაში, რომელიც უზრუნველყოფს აირბაგების (დამცავი ბალიშების) უსაფრთხოდ გახსნას

3 ასრულებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფუნქციას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #984

მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა მძღოლმა უნდა დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება. (შპარგალკა: ,,პულსირებული დაჭერით")

984

ოგორ უნდა მოიქცეს მძღოლი მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემის (ABC) არ მქონე ავტომობილის დამუხრუჭებისას, რათა ავტომობილმა არ დაკარგოს მართვადობა?

1 დაამუხრუჭოს მხოლოდ ძრავით

2 დაამუხრუჭოს მუშა მუხრუჭით, დამატებით სადგომი მუხრუჭის გამოყენებით

3 დაამუხრუჭოს სამუხრუჭე სატერფულზე პულსირებულად დაჭერით, ამასთან ეცადოს არ გამოიწვის თვლების ბლოკირება

4 უნდა შეეცადოს მკვეთრად დააწვეს მუხრუჭის სატერფულს, რათა ამ გზით სწრაფად შეაჩეროს ავტომობილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #985

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს. (ანუ ფარების შუქს მოარიდოს თვალი)

985

დღე-ღამის ბნელ დროს საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების ფარების შუქით თვალის მოჭრის სიძლიერის შემცირების მიზნით, მძღოლისათვის მიზანშეწონილია:

1 ჩართოს ავტომობილის სალონის განათება

2 განახორციელოს მკვეთრი დამუხრუჭება და გაიკეთოს მსუბუქად ტონირებული მზის სათვალე

3 შეძლებისდაგვარად მიმართოს მზერა სავალი ნაწილის მარჯვენა ნაპირის მხარეს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #986

მძღოლის რეაქციის დროში იგულისხმება - დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე.

986

რა იგულისხმება, მძღოლის რეაქციის დროში?

1 დრო საფრთხის აღმოჩენიდან სატრანსპორტო საშუალების სრულ გაჩერებამდე

2 დრო საფრთხის აღმოჩენიდან მისი თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომების მიღებამდე

3 აუცილებელი დრო აქსელერატორის სატერფულიდან მუხრუჭის სატერფულზე ფეხის გადატანისთვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #987

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა. (მანძილი - მეტი, სიჩქარე - ნაკლები ვიდრე რეალურადაა)

987

ნისლიან ამინდში სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მანძილს საგნებამდე აღვიქვამთ:

1 უფრო მეტად, ვიდრე რეალურადაა

2 უფრო ნაკლებად, ვიდრე რეალურადაა

3 ისე, როგორც რეალურადაა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #988

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს სამუხრუჭო ხუნდების გაცვეთაზე.

988

ავტომობილის დამუხრუჭებისას გამოცემული ლითონის ხმა და დამახასიათებელი ჭრიალი მიუთითებს:

1 პნევმატური სამუხრუჭო სისტემიდან ჰაერის გაჟონვაზე

2 მუხრუჭების არასათანადო რეგულირებაზე

3 სამუხრუჭე ხუნდების გაცვეთაზე

4 პნევმატური სამუხრუჭო სისტემაში მომატებულ კონდესატის დონეზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #989

საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას.

989

საავტომობილო ზეთი ნიადაგში მოხვედრისას:

1 მალევე ორთქლდება და არ აბინძურებს გარემოს

2 იშლება წვრილ ნაწილაკებად, რის გამოც გავლენას არ ახდენს ეკოლოგიაზე

3 იწვევს ნიადაგისა და გრუნტის წყლების ხანგრძლივ დაბინძურებას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #990

 თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა, მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

990

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა პირუტყვი, რომელიც გზაზე უმეთვალყურეოდ ან პირუტყვის ძოვების ან გარეკვის წესების დარღვევით იმყოფებოდა:

1 მძღოლი თავისუფლდება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან

2 მძღოლს ეკისრება მისი დაღუპვით ან დაშავებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #991

 ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს ტესტირების ცენტრი. (ანუ სადაც გაიარა შემოწმება, რომ ვარგისია გზისთვის).

991

ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელ ფირნიშს გასცემს:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

2 ტესტირების ცენტრი

3 სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #992

 ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

992

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია, მოთხოვნისას შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს შემოწმებისათვის წარუდგინოს:

1 ჯანმრთელობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა

2 მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი

3 სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #993

 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: დარწმუნდეს, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

993

ვალდებულია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დარწმუნდეს რომ ავარიის შემთხვევის შედეგად არ არიან დაშავებულები ან დაღუპულები?

1 ვალდებულია

2 ვალდებულია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ექიმია

3 არ არის ვალდებული, თუ უზრუნველყოფს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებას

4 არ არის ვალდებული, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #994

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია:  თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, დარჩეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას.

994

თუ არ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი, ვალდებულია:

1 გადაიყვანოს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში და იქ განაცხადოს მომხდარი ფაქტის შესახებ

2 შეადგინოს შემთხვევის სქემა, ჩამოართვას ჩვენებები თვითმხილველებს და აღნიშნული დოკუმენტები წარადგინოს საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში

3 დარჩეს შემთხვევის ადგილზე და დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #995

 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლი ვალდებულია: მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს. 

995

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი ვალდებულია მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს:

1 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ შესაბამის სამსახურს

2 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს

3 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #996

 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს შეუძლია მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას: თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მისი მისვლის ან მის მიერ დაშავებულის გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა. 

996

ქვემოთ ჩამოთვლილი, რომელი გარემოების არსებობისას შეუძლია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლს მიატოვოს შემთხვევის ადგილი და არ დაელოდოს უფლებამოსილი პირის მისვლას?

1 თუ აშკარაა, რომ ავარია არ მომხდარა მისი ბრალით

2 თუ არსებობს სამკურნალო დაწესებულებაში მძღლის მისვლის ან მის მიერ დაშავებულების გადაყვანის გადაუდებელი აუცილებლობა

3 თუ ავარიაში მონაწილე მეორე მხარე მიიმალა შემთხვევის ადგილიდან

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების არსებობისას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #997

  საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს, არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად: თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

997

შეუძლია თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლებს არსებულ გარემოებათა შეფასებით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინასწარ შეადგინონ შემთხვევის სქემა, მოაწერონ ხელი და მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად?

1 არ შეუძლიათ, ვინაიდან უფლებამოსილი პირის მოსვლამდე, მათ გააჩნიათ შემთხვევის ადგილზე დარჩენის ვალდებულება

2 შეუძლიათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #998

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძროლები უნდა მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში ამ ფაქტის გასაფორმებლად.

998

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შემთხვევის სქემის შედგენის შემდეგ, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები, უნდა:

1 მივიდნენ საპატრულო პოლიციის უახლოეს დანაყოფში, ამ ფაქტის გასაფორმებლად

2 შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების პირობებზე, ამასთან მათი საპატრულო პოლიციის დანაყოფში მისვლა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტის გაფორმება სავალდებულო არ არის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #999

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში განაცხადოს თავისი ვინაობა (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და, თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე.

999

თუ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი იძულებულია მიატოვოს შემთხვევის ადგილი სამკურნალო დაწესებულებაში მისვლის აუცილებლობის გამო, იგი ვალდებულია სამკურნალო დაწესებულებაში:

1 განაცხადოს თავისი ვინაობა, (წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტები) და თუ ეს შეუძლებელი არ არის, დაბრუნდეს შემთხვევის ადგილზე

2 განაცხადოს თავისი, დაშავებულისა და ავარიის თვითმხილვევთა ვინაობა, წარადგინოს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დაახლოებითი სქემა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #1000

საგზაო მოძრაობის მონაწილეებს უფლება აქვთ კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან მიიღოს პირველადი სამედიცინო, სამაშველო და სხვა დახმარება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს.

1000

აქვთ თუ არა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილეებს, უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, აგრეთვე სხვა უფლებამოსილი პირებისგან პირველადი სამედიცინო, მაშველი და სხვა სახის დახმარების მიღების უფლება?

1 აქვთ

2 არ აქვთ

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია