აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (8)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1032
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #81

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს დამამზადებლის საექსპლუტაციო დოკუმენტში მოცემულ ზღვრულ მნიშვნელობას, ხოლო თუ ასეთი მნიშვნელობები არ არის მითითებული,  მსუბუქი ავტომობილის საჭის მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს – 10°.

81

იმ შემთხვევაში, თუ დამამზადებლის საექსპლუატაციო დოკუმენტში არ არის მითითებული, მსუბუქი ავტომობილის საჭით მართვის სისტემაში ჯამური ფოლხვა არ უნდა აღემატებოდეს:

1 5°-ს

2 10°-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #82

საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგებაა, როდესაც ავარიული სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში მძღოლს შეუძლია სწრაფად და მოხერხებულად მოაბრუნოს საჭე ყველა მიმართულებით და დააბრუნოს იგი საწყის მდგომარეობაში. გარდა ამისა სწორი განლაგება უზღუნველყოფს ხელებზე მინიმალურ დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას. მძღოლი ყოველთვის მზადაა რეაგირება მოახდინოს საგზაო სიტუაციის ცვლილებაზე. საჭის თვალზე ხელების სწორი განლაგება ნაჩვენებია მეორე ნახატზე.

82

რომელ ნახატზეა ნაჩვენები ხელების სწორი განლაგება საჭის თვალზე?

1 I

2 II

3 III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #83

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, დაუშვებელია ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა, დაუშვებელია ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა. ანუ დაუშვებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა.

83

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

1 მხოლოდ ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა

2 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა

3 მხოლოდ ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #84

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება ,დაუშვებელია ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება, დაუშვებელია პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა. ანუ  დაუშვებელია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა.

84

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

1 მხოლოდ ჰიდრავლიკური მუხრუჭიდან სითხის გადინება

2 მხოლოდ პნევმატიკური და პნევმოჰიდრავლიკური სამუხრუჭო ამძრავის მანომეტრების გაუმართაობა

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #85

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი  და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბაამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს.

85

აკრძალულია თუ არა  სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ გარე სანათი ხელსაწყოების რაოდენობა, ტიპი და მუშაობის რეჟიმი არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციის მოთხოვნებს?

1 აკრძალულია

2 არ არის აკრძალული

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #86

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, არ არის დასაშვები ერთ ღერძზე  სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება.

86

დასაშვებია, თუ არა ერთ ღერძზე სხვადასხვა პროტექტორის მქონე საბურავების დაყენება?

1 დასაშვებია

2 დასაშვებია მხოლოდ მსუბუქ ავტომობილებზე

3 არ არის დასაშვები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #87

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება,  აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია  ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას,   ისეთი  აირბალონების გამოყენებისას, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა, აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას. ანუ ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში.

87

ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელ შემთხვევაშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია?

1 მხოლოდ ბენზინის და დიზელის ძრავების კვების სისტემაში საწვავის გაჟონვისას

2 მხოლოდ აირების გამონაბოლქვის სისტემის ელემენტების შეერთებებში ნამწვის გაჟონვისას

3 მხოლოდ ისეთი აირბალონების გამოყენებით, რომელთაც გასული აქვთ პერიოდული შემოწმების ვადა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #88

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს ხმოვანი სასიგნალი , თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული  უკან ხედვის სარკე. ანუ აკრძალულია ექსპლუატაცია ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივობის დროს.

88

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევებშია აკრძალული სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არის სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციით გათვალისწინებული უკან ხედვის სარკე

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი უწესივრობის არსებობის შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #89

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება, არ არის დასაშვები  საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა.

89

დასაშვებია, თუ არა საქარე მინაზე, მძღოლის მხარეს, მინმწმენდის მოქმედების არეში, ბზარებისა და ლაქების არსებობა?

1 არ არის დასაშვები

2 დასაშვებია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #90

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებელით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი ეყრდნობოდეს კეფის არეში.

90

თუ სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია თავის დასამაგრებლებით, ისინი დარეგულირებული უნდა იყოს ისე, რომ მძღოლის და მგზავრების თავი მას ეყრდნობოდეს:

1 კისრის არეში

2 კეფის არეში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #91

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მიზანშეწონილია თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ  დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავის სამაგრებს მიყრდნობილნი არიან კეფის არეში.

91

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია თუ არა თავის დასამაგრებლებით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი მოძრაობის დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ თვითონ და მგზავრები თავი სამაგრებს ეყრდნობა კეფის არეში?

1 დიახ, მიზანშეწონილია

2 არ არის მიზანშეწონილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #92

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭის მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება.

92

სატრანსპორტო საშუალების საბურავებში აირის დაბალმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს:

1 მხოლოდ საწვავის ხარჯის მატება

2 მხოლოდ საჭით მართვის გაძნელება

3 მხოლოდ საბურავების გადახურება

4 როგორც საწვავის ხარჯის მატება, ასევე საჭით მართვის გაძნელება და საბურავების გადახურება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #93

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან  I და III საგზაო ნიშანი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასავლელამდე 150 -300 მეტრის მანზილზე, ხოლო მარცხენა მხარეს იდგმება მხოლოდ I ნიშანი (დააკვირდით ხაზების დახრას, ხაზები დახრილია მარცხნიდან ანუ მაღალი მხარე აქვს მარცხენა ). სწორი პასუხია:  I ნიშანი.

93

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაციიდან რომელი იდგმება დაუსახლებელ პუნქტში, რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელამდე 150-300 მეტრის მანძილზე, გზის მარცხენა მხარეს?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #94

მოცემული საცნობი ნიშნებიდან  II ნიშანი  არის  „ავარიული გაჩერების ნიშანი“ ( ტოლგვერდა სამკუთხედის ფორმის დაფა წითელი არშიით)

94

მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელია „საავარიო გაჩერების ნიშანი“?

1 I

2 II

3 III

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #95

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II  ნიშანი - „რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი” აფრთხილებს  რკინიგზის შლაგბაუმიან გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე.

95

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს შლაგბაუმიან რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?

1 I

2 II

3 III

4 IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #96

მაფრთხილებელი ნიშნებიდან (სამკუთხა ნიშნები) დაუსახლებელ პუნქში განმეორებით იდგმება მხოლოდ ექვსი ნიშანი , ესენია: ,, რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი" , „რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი”, ,,სახსნელი ხიდი", ,,სანაპიროზე გასასვლელი", ,,საგზაო სამუშაოები" და ,,ბავშვები". (აღნიშნული ნიშნები შეგიძლიათ ნახოთ ამავე საიტზე,ნიშნების ცნობარში). ამ ბილეთში მოცემული საგზაო ნიშნებიდან  I ნიშანი -,,რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი" და III ნისანი - „სანაპიროზე გასასვლელი” მეორდება დაუსახლებულ პუნქტში. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ I და III

96

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ I და III

3 ყველა

4 მხოლოდ II და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #97

მაფრთხილებელი ნიშნებიდან (სამკუთხა ნიშნები) დაუსახლებელ პუნქტში განმეორებით იდგმება მხოლოდ ექვსი ნიშანი, ესენია:  ,,რკინიგზის შლაგბაუმიანი გადასასვლელი", ,,რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი", ,,სახსნელი ხიდი ", ,,სანაპიროზე გასასვლელი", ,,საგზაო სამუშაოები" და ,,ბავშვები" (აღნიშნული ნიშნები შეგიძლიათ ნახოთ ამავე საიტზე, ნიშნების ცნობარში). ამ ბილეთში მოცემული საგზაო ნიშნებიდან  II ნიშანი -  „ბავშვები“ და  III  ნიშანი -  „საგზაო სამუშაოები“ მეორდება დაუსახლებელ პუნქტში. ანუ სწორი პასუხია: მხოლოდ II და III

97

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი იდგმება განმეორებით დაუსახლებელ პუნქტში?

1 მხოლოდ I და II

2 მხოლოდ II და III

3 ყველა

4 მხოლოდ II და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #98

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  III ნიშანი -„რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელი” − იძლევა გაფრთხილებას რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. სწორ პასუხია: მხოლოდ III

98

რომელი საგზაო ნიშანი აფრთხილებს უშლაგბაუმო რკინიგზის გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ II

3 მხოლოდ III

4 მხოლოდ III და IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #99

მოცემული საგზაო ნიშნებიდან  IV ნიშნი- ,,მრავალლიანდაგიანი რკინიგზა"  იძლევა გაფრთხილებას ორი ან ორზე მეტი ლიანდაგის მქონე რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების თაობაზე. სწორი პასუხია: მხოლოთ IV

99

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომელი აფრთხილებს ორი ან მეტი ლიანდაგიანი რკინიგზის უშლაგბაუმო გადასასვლელთან მიახლოების შესახებ?

1 მხოლოდ I და II

2 ყველა

3 მხოლოდ II და III

4 მხოლოდ IV

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #100

მაფრთხილებელი ნიშნები (სამკუთხა ნიშნები)  მანძილი ობიექტამდე დაფის გარეშე დაუსახლებელ პუნქტში იდგმება სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე 150−300 მეტრ მანძილზე. ბილეთში მოცემული ნიშნები ყველა მაფრთხილებელი ნიშნებია, ანუ სწორი პასუხია: 150 -300 მეტრის მანძილზე.

100

მოცემული საგზაო ნიშნები, 8.1.1 (მანძილი ობიექტამდე) დაფის გარეშე დაუსახლებელი პუნქტში სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე იდგმება:

1 50-100 მეტრის მანძილზე

2 100-150 მეტრის მანძილზე

3 150-300 მეტრის მანძილზე

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია