აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1032
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #961

წინა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება. (შპარგალკა: წინა წამყვანღერძიანზე - მოუმატოს საწვავის მიწოდება, ხოლო უკანა წამყვანღერძიანზე - შეამციროს საწვავის მიწოდება)

961

მოსახვევში მოძრაობისას წინა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

1 დაამუხრუჭოს და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს

2 შეამციროს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა

3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და საჭით გაასწოროს მოძრაობის მიმართულება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #962

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღეძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს. (შპარგალკა: წინა წამყვანღერძიანზე - მოუმატოს საწვავის მიწოდება, ხოლო უკანა წამყვანღერძიანზე - შეამცირო საწვავის მიწოდება)

962

მოსახვევში მოძრაობისას უკანა წამყვანღერძიანი ავტომობილის უკანა ხიდის მოცურების შემთხვევაში მძღოლმა უნდა:

1 დაამუხრუჭოს და მოაბრუნოს საჭე მოცურების მხარეს

2 ოდნავ შეამციროს საწვავის მიწოდება და საჭე მოაბრუნოს მოცურების მხარეს

3 ოდნავ მოუმატოს საწვავის მიწოდება და არ შეცვალოს საჭის მდგომარეობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #963

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს წინასწარ შერჩეული გადაცემითა და სიჩქარით,  მკვეთრი მობრუნებისა და გაჩერებების გარეშე.

963

სავალ ნაწილზე ღრმა თოვლის არსებობისას, გრუნტოვან გზაზე მოძრაობის შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა უნდა იმოძრაოს:

1 წინასწარ შერჩეული დაბალი გადაცემით და სიჩქარით, მკვეთრი მობრუნებებისა და გაჩერებების გარეშე

2 გზის საფარის მდგომარეობის შესაბამისად გადაცემისა და სიჩქარის ცვლილებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #964

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება მიზანშეწონილია მოძრაობის დაწყებისას ერთდროულად .

964

აღმართზე მოძრაობის დაწყების შემთხვევაში, რომელ მომენტშია მიზანშეწონილი სადგომი მუხრუჭის ბერკეტის დაშვება?

1 მოძრაობის დაწყებამდე

2 მოძრაობის დაწყების შემდეგ

3 მოძრაობის დაწყებისთან ერთდროულად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #965

სატრანსპორტო საშუალების მოსახვევში მოძრაობისას სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა  იზრდება.

965

მოსახვევში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის გაზრდის შემთხვევაში ცენტრიდანული ძალის მნიშვნელობა:

1 მცირდება

2 იზრდება

3 არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #966

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად  გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით.

966

თუ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სწორ გზაზე მოძრაობისას მოულოდნელად მოხვდა მოლიპულ მოკლე მონაკვეთზე, მან უნდა:

1 ერთჯერადი მკვეთრი დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე

2 მრავალჯერადი მდორე დამუხრუჭებით შეანელოს მოძრაობის სიჩქარე

3 მოძრაობის სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელოს მოძრაობა იმავე ტრაექტორიით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #967

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მუხრუჭების ეფექტურობის აღსადგენად, მძღოლმა უნდა გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები მუხრუჭის სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით.

967

წყლის დაბრკოლების გადალახვის შემდეგ სამუხრუჭო ხუნდების დასველების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მუხრუჭის ეფექტურობის აღსადგენად უნდა:

1 გააგრძელოს მოძრაობა და გააშროს სამუხრუჭე ხუნდები სატერფულზე ფეხის მრავალჯერადი ხანმოკლე დაჭერით

2 იმოძრაოს სადგომი მუხრუჭის ნახევრად ამოწეული ბერკეტით

3 გააგრძელოს მოძრაობა სიფრთხილით, სარემონტო ადგილამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #968

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს მხედველობის არეზე ნაკლები. (მხედველობის არე მეტი უნდა იყოს გასაჩერებელ მანძილზე). სწორი პასუხია: მხედველობის არეზე ნაკლები

968

დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარე მძღოლმა უნდა შეარჩიოს ისე, რომ გასაჩერებელი მანძილი იყოს:

1 მხედველობის არეზე მეტი

2 მხედველობის არეზე ნაკლები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #969

დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა შეწყვიტოს დამუხრუჭება.

969

დამუხრუჭებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა, უნდა:

1 გამორთოს გადაბმულობა

2 შეწყვიტოს დამუხრუჭება

3 გააგრძელოს დამუხრუჭება სატერფულზე დაწოლის შეუცვლელად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #970

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია როგორც  დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა ასევე დისკებზე ბზარების არსებობა. (შპარგალკა ,,როგორც")

970

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, დაუშვებელია:

1 მხოლოდ დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა

2 მხოლოდ დისკებზე ბზარების არსებობა

3 როგორც დისკების დასამაგრებელი თუნდაც ერთი ჭანჭიკის ან ქანჩის არქონა ან მათი სუსტი მოჭერა, ასევე დისკებზე ბზარების არსებობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #971

მოსახვევში მოძრაობისას  მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.

971

მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:

1 ავტომობილის მოხვევის რადიუსი

2 ავტომობილის დინამიკური დერეფანი

3 ავტომობილის დასაშვები ინტერვალი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #972

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას საწვავის ნაკლებ ხარჯს უზრუნველყოფს მართვის სტილი მდორე აჩქარება მდორე შენელებით.

972

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის როგორი სტილი უზრუნველყოფს საწვავის ნაკლებ ხარჯს?

1 მდორე აჩქარება მკვეთრი შენელებით

2 ხშირი და მკვეთრი აჩქარება მდორე შენელებით

3 მდორე აჩქარება მდორე შენელებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #973

მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილი მძღოლმა, უნდა სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია.

973

მოლიპულ გზაზე, საჭის თვლის მკვეთრი მობრუნებით გამოწვეული მოცურების შესაწყვეტად ავტომობილის მძღოლმა, უნდა:

1 გამორთოს გადაბმულობა

2 ჩართული გადაბმულობით მდორედ დაამუხრუჭოს

3 სწრაფად, მაგრამ მდორედ საჭის თვალი მოაბრუნოს მოცურების მხარეს, შემდეგ საჭის თვლით გაასწოროს ავტომობილის ტრაექტორია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #974

სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებით ზამთრის პერიოდში მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალსა და ბუქსაობის შესაძლებლობას.

974

რა დადებითი მხარე აქვს სატრანსპორტო საშუალებაზე ზამთრის საბურავების გამოყენებას ზამთრის პერიოდში?

1 გამოირიცხება სატრანსპორტო საშუალების გვერდითი მოცურების საფრთხე

2 შესაძლებელი ხდება ნებისმიერ ამინდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით

3 მცირდება მოლიპულ გზის საფარზე თვლების სრიალისა და ბუქსაობის შესაძლებლობა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #975

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გვერდითი ინტერვალის გაზრდა მიზანშეწონილია: მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას, ასევე გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას და სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

975

მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რომელ შემთხვევაშია მიზანშეწონილი გვერდითი ინტერვალის გაზრდა?

1 მხოლოდ მაღალი სიჩქარით შემხვედრი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას

2 მხოლოდ გრძელი სატრანსპორტო საშუალების გვერდის აქცევისას

3 მხოლოდ სველი, მოლიპული ან უსწორმასწორო გზის მონაკვეთზე მოძრაობისას

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #976

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთ ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია.

976

მოძრაობის საპირისპირო მიმართულების ზოლზე გადასვლით გასწრების მანევრის შესრულებისას, საავარიო სიტუაციის შექმნის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ის გარემოება, რომ მძღოლი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს აფასებს, როგორც:

1 უფრო ნაკლებს ვიდრე სინამდვილეშია

2 უფრო მეტს ვიდრე სინამდვილეშია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #977

სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია. ( შპარგალკა: სიჩქარე - ნაკლები, მანძილი - მეტი ვიდრე სინამდვილეშია)

977

სწორ გზაზე, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობისას სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს მძღოლი აღიქვამს:

1 უფრო მეტად, ვიდრე სინამდვილეშია

2 უფრო ნაკლებად, ვიდრე სინამდვილეშია

3 როგორც სინამდვილეშია

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #978

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას მძღოლის მხედველობის არე ვიწროვდება.

978

სატრანსპორტო საშუალების სიჩქარის გაზრდისას როგორ იცვლება მძღოლის მხედველობის არე?

1 მხედველობის არე ფართოვდება

2 მხედველობის არე ვიწროვდება

3 მხედველობის არე არ იცვლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #979

სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს: იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ

979

ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?

1 მხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას

2 მხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ

3 მხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #980

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრთხე იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, ასევე თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

980

საავარიო სიტუაციის წარმოქმნის საფრხე იზრდება:

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი სათანადოდ არ იცავს დისტანციას ან გვერდით ინტერვალს სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მანევრს იწყებს ისე, რომ არ რწმუნდება მის უსაფრთხოებაში

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია