ბილეთების რაოდენობა 1083 |
![]() |
|
|
იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია მაგრდება საცნობი ნიშანი - „სიჩქარის შეზღუდვა“ – საგზაო ნიშნის ,,მაქსიმალური სიჩქარე" -ს შემცირებული ფერადი გამოსახულება, რომელზედაც მითითებულია ნებადართული მოძრაობის სიჩქარე .

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის სიჩქარე ტვირთის გათვალისწინებით და ტექნიკური მახასიათებლებით კანონმდებლობით დადგენილზე ნაკლებია?
1 მხოლოდ III
2 მხოლოდ II
3 მხოლოდ I
მძღოლის სურვილისამებრ იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მნიშვნელოვნად გამოხატული ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი მართავს, ან სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც აღნიშნული პირები გადაჰყავს შეიძლება დამაგრდეს საცნობი ნიშანი -,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი" - ყვითელი კვადრატი ინვალიდის შავი გამოსახულებით.

მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მართავენ, ან ტრანსპორტზე, რომელსაც გადაჰყავს ასეთი პირები?
1 მხოლოდ III
2 მხოლოდ II
3 მხოლოდ I
მძღოლის სურვილისამებრ იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს შეიძლება დამაგრდეს საცნობი ნიშანი: - „ექიმი“ − ლურჯი კვადრატი შიგ ჩახაზული თეთრი წრით, რომელზედაც გამოსახულია წითელი ჯვარი .

მძღოლის სურვილისამებრ რომელი საცნობი ნიშანი შეიძლება დამაგრდეს იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელსაც ექიმი მძღოლი მართავს?
1 მხოლოდ III
2 მხოლოდ II
3 მხოლოდ I
საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის ზოგადი შეზღუდვები“ - იძლევა ინფორმაციას სიჩქარის ზოგადი შეზღუდვების თაობაზე, რომლებიც საგზაო მოძრაობის წესებით დადგენილია საქართველოს გზებზე. ნიშანი იდგმება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან.

მოცემული საგზაო ნიშანი იდგმება:
1 საპატრულო პოლიციის საგუშაგოებთან
2 საქართველოს ტერიტორიაზე, შემოსასვლელებში, საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან
3 ავტომაგისტრალის დასაწყისში
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად.
თუ გაზონზე ან ტროტუარზე მყოფ მოთამაშე ბავშვებს სატრანსპორტო საშუალების წინ გზის სავალ ნაწილზე გადმოუვარდათ ბურთი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ:
1 ბავშვები შეიძლება გამოიქცნენ გზის სავალ ნაწილზე ბურთის ასაღებად
2 ბავშვების სავალ ნაწილზე გამოსვლის საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ისინი ვალდებულები არიან მოიცადონ გზის სავალი ნაწილის კიდესთან და დაელოდონ ავტომობილის გავლას
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის.
თუ სატრანსპორტო საშუალება უახლოვდება ტროტუარზე მოთამაშე ბავშვებს, მძღოლმა უნდა:
1 ბავშვებზე ყურადღების მიუქცევლად გააგრძელოს მოძრაობა რათა არ შეუმნას დაბრკოლება მის უკან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს
2 მისცეს მხოლოდ ხმოვანი სიგნალი და შეუფერხებლად გააგრძლოს მოძრაობა
3 შეანელოს სიჩქარე და მზად იყოს დამუხრუჭებისთვის
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სპეციალური საბავშვო ეტლი, სავარძლი ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას, ასევე სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება. ანუ მძღოლი უნდა დარწმუნდეს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში.
სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან დამჭერი მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
1 მხოლოდ, რომ ეტლი, სავარძლი ან დამჭერი მოწყობილობა შეესაბამება ბავშვის სიმაღლეს და წონას
2 მხოლოდ, რომ სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქციიდან გამომდინარე შესაძლებელია ბავშვის გადაყვანისას სპეციალური საბავშვო ეტლის, სავარძლის ან შესაბამისი დამჭერი მოწყობილობის გამოყენება
3 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელიც იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ანუ სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო სასუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში.
სხვა პირისათვის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა აკრძალულია:
1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატმხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს შესაბამისი კატეგორიის ან ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული) აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3 აბ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში
მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს, ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა.
ეკრძალება თუ არა სატრანსპორტო საშუალების მართვა იმ მძღოლს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი დადგენილ მოთხოვნებს?
1 არ ეკრძალება
2 ეკრძალება
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ის, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს, ასევე ის, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია და შესაძლებელია მას მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა და მხედველობა. ანუ მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს ყველ ჩამოთვლილი გარემოება.
თუ სატრანსპორტო საშუალების წინ ქვეითთა გადასასვლელზე გადაადგილდება მოხუცი ქვეითი, მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს:
1 მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითი შეიძლება სათანადოდ ვერ აფასებდეს მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეს
2 მხოლოდ, რომ შესაძლებელია მოხუც ქვეითს მკვეთრად ჰქონდეს დაქვეითებული სმენა ან/და მხედველობა
3 მხოლოდ, რომ მოხუცი ქვეითის რეაქცია უფრო შენელებულია
4 ყველა ჩამოთვლილი გარემოება
ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა სიფრთხილის შემცველია, რადგან ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება, ასევე იგი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას. ანუ ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს.
რატომ არის ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვა საფრთხის შემცველი?
1 მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლის რეაქციის დრო იზრდება
2 მხოლოდ იმიტომ, რომ ნარკოტიკული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ადეკვატურად ვერ აანალიზებს გზაზე არსებულ სიტუაციას
3 ნარკოტიკული თრობა იწვევს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა ფაქტორს
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს მხედველობის პირობებს.
დღე-ღამის ბნელ დროს ან არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის სიჩქარის შერჩევისას მძღოლმა გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს:
1 მხედველობის პირობებს
2 მოცემულ გზის მონაკვეთზე საგზაო მონიშვნით განსაზღვრულ მოთხოვნებს
3 თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობის ზოლების რაოდენობას
4 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი გარემოება გასათვალისწინებელი არ არის
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი.
სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვ აირებში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობა შემცირდება, თუ გამოყენებული იქნება:
1 მხოლოდ ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება
2 მხოლოდ ხარისხიანი საწვავი
3 მხოლოდ არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
4 როგორც ტექნიკურად გამართული სატრანსპორტო საშუალება, ასევე ხარისხიანი და არაეთილირებული (ტყვიის მინარევების გარეშე) საწვავი
მძღოლს ეკრძალება მოძრაობა დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა.
დღე-ღამის ბნელ დროს, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ახლო და შორი განათების ფარების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლის (ჩაქრობის) შემთხვევაში, მძღოლს ეკრძალება:
1 იმ გზაზე მოძრაობა, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება
2 ნებისმიერ გზაზე მოძრაობა, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასზე ხელოვნური განათება
3 მოძრაობა ხელოვნურად განათებულ ორმხრივმოძრაობიან გზაზე
დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით. მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა. ვინაიდან მოცემულ ბილეთში მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე იგი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.

მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გაჩერებულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულზე. დაარღვევს თუ არა იგი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში არ ჩართავს საგაბარიტო სინათლეებს?
1 დაარღვევს
2 არ დაარღვევს
მძღოლს ეკრძალება მოძრაობადღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა. მოცემულ ბილეთში მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები, ხელოვნური განათება არის მაგრამ არასაკმარისი ხილვადობაა , ამიტომ მძღოლს არ აქვს უფლება გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით.

აქვს თუ არა უფლება ავტომობილის მძღოლს გააგრძელოს მოძრაობა ისრის მიმართულებით, თუ დღე-ღამის ბნელ დროს მოძრაობისას მწყობრიდან გამოვიდა უკანა საგაბარიტო სინათლეები?
1 აქვს უფლება
2 არ აქვს უფლება
დაბინდებიდან გათენებამდე, აგრეთვე ნებისმიერი სხვა არასაკმარისი ხილვადობის პირობებში, გზაზე გაჩერების ან დგომის დროს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და მისი მისაბმელი აღნიშნული უნდა იყოს წინა და უკანა საგაბარიტო სინათლეებით, მექანიკური სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გაჩერდეს ან იმყოფებოდეს სადგომზე ნებისმიერი გარე სანათი ხელსაწყოს ჩაურთველად: სავალი ნაწილის და მკვრივი საფარის მქონე გვერდულებს მიღმა. ვინაიდან მოცემულ ბილეთში ავტომანქანა გადასულია მკვრივი საფარის მქონე გვერდულის მიღმა მძღოლი არ არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს.

არღვევს თუ არა მძღოლი საგზაო მოძრაობის წესებს, თუ არასაკმარისი ხილვადობის პირობებში სურათზე მითითებულ ადგილას ავტომანქანა გაჩერებულია გარე სანათი ხელსაწყოების ჩაურთველად?
1 არღვევს
2 არ არღვევს
დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად მწყობრიდან გამოსული (ჩამქრალი) ახლო და შორი განათების ფარებით (ან მათი არარსებობისას) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეებით იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა.
მძღოლს ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების შემდგომი მოძრაობა, თუ:
1 არ მუშაობს ხმოვანი სიგნალი
2 დღე-ღამის ბნელ დროს ერთდროულად ჩამქრალია ახლო და შორი განათების ფარები (ან მათ გარეშე) ან/და უკანა საგაბარიტო სინათლეები იმ გზაზე, რომელზედაც არ არის ხელოვნური განათება ან არასაკმარისი ხილვადობაა
3 მინის მწმენდები არ მუშაობენ დადგენილ რეჟიმში
4 დარღვეულია კვების სისტემის ჰერმეტულობა
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე მსუბუქტი ავტომობილებისათვის უნდა იყოს არანაკლებ: – 1,6 მმ.
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად მსუბუქი ავტომობილების საბურავების პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს არანაკლებ:
1 1,6 მმ
2 1,0 მმ
3 2,0 მმ
აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს.
აკრძალულია თუ არა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, თუ საბურავი ზომით ან დასაშვები დატვირთვით არ შეესაბამება სატრანსპორტო საშუალების მოდელს?
1 არ არის აკრძალული
2 აკრძალულია
© ყველა უფლება დაცულია