აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (15)
 
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1032
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #41

 „სრული მასა“ არის ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი

41

სატრანსპორტო საშუალების “სრული მასა” არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მასა ეკიპაჟის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

2 მოცემული დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების, ეკიპაჟისა და მგზავრების მასა

3 ტვირთით, ეკიპაჟითა და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი

4 სატრანსპორტო საშუალების მასის ნაწილი, რომელიც ღერძზე დაწოლის შედეგად წარმოშობს გზაზე დატვირთვას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #42

 ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი.

42

იმ ორმხრივმოძრაობიან გზაზე, რომელსაც აქვს გამყოფი ზოლი, საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარედ ითვლება:

1 გამყოფი ზოლის მარცხნივ არსებული სავალი ნაწილი

2 გამყოფი ზოლის მარჯვნივ არსებული სავალი ნაწილი

3 ამ ბილეთში ჩამოთვლილი არცერთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #43

 თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფრის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ იგი მეორეხარისხოვან გზაზე იმყოფება.

43

თუ მძღოლი ვერ განსაზღვრავს გზაზე საფარის არსებობას (სიბნელის, თოვლის, ტალახის გამო ან სხვა მიზეზით) და არც პრიორიტეტის ნიშნებია, ითვლება, რომ ის იმყოფება:

1 მეორეხარისხოვან გზაზე

2 მთავარ გზაზე

3 ავტომაგისტრალთან გათანაბრებულ გზაზე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #44

 თუ გზაზე დროებით გადასატან სადგარზე ან საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებულია საგზაო ნიშანი (შემდგომ − დროებითი საგზაო ნიშანი), რომლის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნებს, მძღოლი ვალდებულია შეასრულოს დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები.

44

თუ გზაზე საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები ეწინააღმდეგება იმავე გზის მონაკვეთზე სტაციონარულად დაყენებულ საგზაო ნიშნის მოთხოვნებს მძღოლი ვალდებულია  შეასრულოს:

1 სტაციონარულად დაყენებული საგზაო ნიშნის მოთხოვნები

2 საგზაო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის ავტომობილზე დაყენებული დროებითი საგზაო ნიშნის მოთხოვნები

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #45

 გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში თავსდება ავტომობილზე, საქარე მინის ქვედა მარცხენა კუთხეში.

45

გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიში ავტომობილზე თავსდება საქარე მინის:

1 ქვედა მარცხენა კუთხეში

2 ქვედა მარჯვენა კუთხეში

3 ზედა მარცხენა კუთხეში

4 ზედა მარჯვენა კუთხეში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #46

 სატრანსპორტო საშუალების ნებადართული მაქსიმალური მასა სარეგისტრაციო დოკუმენტით განისაზღვრება. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი.

46

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი არ განსაზღვრავს ნებადართულ მაქსიმალურ მასას, სატრანსპორტო საშუალების ნებადართულ მაქსიმალურ მასად მიიჩნევა:

1 ქარხანა-დამამზადებლის მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი სრული მასის ზღვარი

2 ტვირთის გადამზიდველის ან ექსპედიტორის მიერ ზედნადებით განსაზღვრული მასა

3 სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #47

აკრძალულია  გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას. (ფაქტობრივი მასა არ უნდა აღემატებოდეს ნებადართულ მაქსიმალურ მასას)

47

აკრძალულია თუ არა გზაზე მოძრაობა იმ სატრანსპორტო საშუალებით, რომლის ფაქტობრივი მასა აღემატება ნებადართულ მაქსიმალურ მასას?

1 არ არის აკრძალული, თუ იგი ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებაა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ აღემატებოდეს 11,5 ტონას

2 არ არის აკრძარ არის აკრძალული, თუ იგი ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც გზაზე მოძრაობს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილ ორგანოსთან (უწყებასთან) შეთანხმების შემდგომ, ამ შეთანხმების პირობების შესაბამისად

3 აკრძალულია ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #48

 განსაზღვრული კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს მხოლოდ იმ პირს: ა) რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნებს; ბ) რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული, ჩამორთმეული ან შეწყვეტილი (გაუქმებული). ანუ სწორი პასუხია: რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას.

48

მოტოციკლის, ავტობუსის, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მართვა შეუძლია მხოლოდ იმ პირს:

1 რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებათა მართვისთვის საჭირო ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი მოთხოვნებს

2 რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭა შესაბამისი კატეგორიის ან/და ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ეს უფლება არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი

3 რომელიც აკმაყოფილებს ამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა პირობას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #49

კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება და რომლის ნებადართული მასა არ აღემატება 3500კგ.-ს.

49

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება და რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:

1 აღემატება 4 500კგ-ს

2 აღემატება 3 500კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 4 500კგ-ს

3 არ აღემატება 3 500 კგ-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #50

კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3500კგ-ს ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა არ აღემატება 8-ს.

50

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს არა უმეტეს 3 500 კგ-ს ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე მსუბუქი ავტომობილი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა:

1 არ აღემატება 8-ს

2 აღემატება 16-ს

3 აღემატება 8-ს, მაგრამ არ აღემატება 16-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #51

B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს აგრეთვე უფლება აქვს მართოს  „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა  აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, ხოლო ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს

51

აქვს თუ არა უფლება „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება ავტომობილის დაუტვირთავ მასას, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს?

1 არ აქვს უფლება

2 აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #52

 „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე  მძღოლს უფლება აქვს მართოს  „B“ კატეგორიის ავტომობილი, გადაბმული მისაბმელთან, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს და ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს.(რადგან  ,,BE"კატეგორია , ამიტომ აქვს უფლება რომ აღემატებოდეს 3500კგ-ს)

52

აქვს თუ არა უფლება „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე მძღოლს, მართოს „B“ კატეგორიის ავტომობილი გადაბმული მისაბმელით, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 750 კგ-ს, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3500 კგ-ს?

1 აქვს უფლება

2 არ აქვს უფლება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #53

 „B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს როგორც  მოტორიზებული ტრიციკლი ასევე  კვადროციკლი.

53

„B1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, უფლება აქვს მართოს:

1 მხოლოდ მოტორიზებული ტრიციკლი

2 მხოლოდ კვადროციკლი

3 როგორც მოტორიზებული ტრიციკლი, ასევე კვადროციკლი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #54

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს მინიჭებული კატეგორიის ფარგლებში დაწესებული  „B1“ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებაც.

54

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე რომელი ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება აქვს?

1 „A1“

2 „C1“

3 „B1“

4 „A1“ და „B1“

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #55

 „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე უფლება აქვს, მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4250 კგ-ს.

55

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა:

1 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 8250 კგ-ს

2 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 12000 კგ-ს

3 არ აღემატება 4250 კგ-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #56

 „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს უფლება აქვს, აგრეთვე მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელთან, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 4 250 კგ-ს.

56

„B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს, აგრეთვე უფლება აქვს მართოს თვლიანი სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორი გადაბმული მისაბმელით, თუ ასეთი შემადგენლობის საერთო ნებადართული მაქსიმალური მასა:

1 არ აღემატება 4250 კგ-ს

2 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 5500 კგ-ს

3 აღემატება 4250 კგ-ს, მაგრამ არ აღემატება 75000 კგ-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #57

იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები უნდა დამაგრდეს საცნობი ნიშანი - „კოტები“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლგვერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „კ“ (კოტებიანი სალტეები ნიშნავს საბურავებზე გადაკრულ ჯაჭვებს)

57

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომელზედაც დამაგრებულია კოტებიანი სალტეები?

1 მხოლოდ III

2 მხოლოდ I

3 მხოლოდ II

4 სამივე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #58

სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს მაგრდება საცნობი ნიშანი „სახიფათო ტვირთი“ სწორკუთხედი, ნარინჯისფერი ფირფიტა გარშემო 15 მმ სიგანის შავი არშიით. 

58

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება სახიფათო ტვირთის გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს?

1 მხოლოდ I

2 მხოლოდ II

3 მხოლოდ III

4 მხოლოდ I და II

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #59

იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც მართავს სმენადაქვეითებული მძღოლი მაგრდება საცნობი ნიშანი - „სმენადაქვეითებული მძღოლი“ - ყვითელი წრე შიგნით ჩახაზული  სამი შავი წრით.

59

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს, რომელსაც სმენადაქვეითებული მძღოლი მართავს?

1 მხოლოდ III

2 მხოლოდ II

3 მხოლოდ I

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #60

მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებზე წინა და უკანა მხარეს მაგრდება საცნობი ნიშანი: „სასწავლო-სატრანსპორტო საშუალება“ – წვერით ზევით მიმართული თეთრი ტოლფერდა სამკუთხედი წითელი არშიით, რომელშიც ჩაწერილია შავი ასო „ს“ .

60

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება მართვის სწავლებისათვის განკუთვნილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების წინა და უკანა მხარეს

1 მხოლოდ III

2 მხოლოდ II

3 მხოლოდ I

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია