აირჩიეთ თემა:
ყველა 1.მძღოლის, მგზავრი და ქვეითის მოვალეობა, საცნობი ნიშნები, კონვენცია 2.უწესივრობა და მართვის პირობები 3.მაფრთხილებელი ნიშნები 4.პრიორიტეტის ნიშნები 5.ამკრძალავი ნიშნები 6.მიმთითებელი ნიშნები 7.საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები 8.სერვისის ნიშნები 9.დამატებითი ინფორმაციის ნიშნები 10.შუქნიშნის სიგნალები 11.მარეგულირებლის სიგნალები 12.სპეციალური სიგნალის გამოყენება 13.საავარიო შუქური სიგნალიზაცია 14.სანათი ხელსაწყოები, ხმოვანი სიგნალი 15.მოძრაობა, მანევრირება, სავალი ნაწილი 16.გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით 17.მოძრაობის სიჩქარე 18.სამუხრუჭე მანძილი, დისტანცია 19.გაჩერება დგომა 20.გზაჯვარედინის გავლა 21.რკინიგზის გადასასვლელი 22.მოძრაობა ავტომაგისტრალზე 23.საცხოვრებელი ზონა, სამარშრუტოს პრიორიტეტი 24.ბუქსირება 25.სასწავლო სვლა 26.გადაზიდვები, ხალხი, ტვირთი 27.ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა 28.საგზაო მონიშვნა 29.სამედიცინო დახმარება 30.მოძრაობის უსაფრთხოება 31.ადმინისტრაციული კანონი 32.ეკო მართვა
 
გამოკითხვა
მოგწონთ საიტი?
 
 
რეკლამა

აქ

შესაძლოა

განთავსდეს

თქვენი

სარეკლამო

ბანერი

 
 
შეკითხვების ველი (18)
 
fiqria
ოქტ 15 კვ 2017
13:52
teoria
lela
სექ 16 შბ 2017
11:58
minda avigo saxlidan gausvlelad pravis ageba,
vaja
სექ 09 შბ 2017
15:30
vaja
revaz
აგვ 15 სამ 2017
17:41
Gamarjoba inga me minda saidan damexmarot da tu shemidzlia davicyot scavla da ogond amagebine martvis Mormons gepicebi danarcheni chemze datove pativs cema
gio
აგვ 11 პარ 2017
16:39
gamarjobat gtxov dawvrilebit amixsnat raaris sachi ro ro tqventan viaro?
Maia shumburidze
ივნ 16 პარ 2017
12:21
Minda fravis ageba saxlidan onlain rejimit,vinecadino teoria da biletebi heviscavlo ras mirhevt?tuaris hesazlebeli da ra jdeba ase tu ise
სოფო
აპრ 25 სამ 2017
08:28
გამარჯობათ.. მაინტერესებს ამ ეტაპზე რაიმე ცვლილება ხომ არ არის თეორიულ ან პრაქტიკულ გამოცდაზე... ან ხომ არ იგეგმება რაიმეს შეცვლა? თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ?
ინგა
მაი 01 ორშ 2017
12:59
+სოფოგამარჯობა, ამ ეტაპზე არანაირი ცვლილება არ არ არის, იგეგმება პრაქტიკული გამოცდის ცვლილება,სავარაუდოდ გართულდება და დაემატება ქალაქში გამოცდაც.
Revaz
მაი 15 ორშ 2017
22:23
+ინგაGamarjoba inga shegidzliat rom damexmarot gamocdashi biletebis shescavla minda da tu shegidzliat
nnana
აპრ 23 კვ 2017
08:52
biletebi
Revaz
მაი 16 სამ 2017
11:10
+nnanaDiax biletebze minda vimecadino da shegidzliat rom damexmaro
ინგა
მაი 19 პარ 2017
13:19
+Revazეს საიტი არის იმისთვის, რომ სახლიდან გაუსვლელად ისწავლოთ ბილეთები, საიტზე ბილეთები დალაგებულია როგორც თემატურად ასევე არის გამოცდის სიტუაციაც, ასევე ყველა ბილეთს აქვს თავისი განმარტება (დააწკაპეთ წითელ კითხვისნიშანს) თქვენთვის გასაგებ მარტივ ენაზე, თუ ინდივიდუალურად გინდათ შესწავლა მაშინ უნდა მობრძანდეთ ავტოსკოლაში.
ბილეთების რაოდენობა 1083
B, B1: მსუბუქი ავტომობილი, კვადროციკლი
ბილეთის ნომრით ძებნა:
 
ბილეთის განმარტება #21

გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა) არის საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება, არ განაგრძოს ან არ განაახლოს
მოძრაობა ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს
იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე.(მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ გზის დათმობა არის ვალდებულება,  ხოლო უპირატესობა ანუ პრიორიტეტი - უფლება )

21

გზის დათმობა (დაბრკოლების არშექმნა)" არის:

1 საგზაო მოძრაობის მონაწილის უფლება საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებთან შედარებით, პირველმა იმოძრაოს დასახული მიმართულებით

2 საგზაო მოძრაობის მონაწილის ვალდებულება არ განაგრძოს ან არ განაახლოს მოძრაობა, ან არ განახორციელოს მანევრი, თუ ეს უპირატესობის (პრიორიტეტის) მქონე მოძრაობის მონაწილეს იძულებულს გახდის, უეცრად შეცვალოს მოძრაობის მიმართულება ან სიჩქარე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #22

 დასახლებული პუნქტი არის  განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით.

22

 „დასახლებული პუნქტი" არის:

1 ნებისმიერი ტერიტორია‚ რომელზეც დასახლებულია ხალხი

2 ნებისმიერი გზა რომელიც განკუთვნილია ქვეითთა ინტენსიური მოძრაობისათვის

3 განაშენიანებული ტერიტორია, სადაც შესასვლელი და გამოსასვლელი აღნიშნულია შესაბამისი საგზაო ნიშნებით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #23

დატვირთული მასა (ფაქტობრივი მასა) არის მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით. (მიაქციეთ ყურადღება იმას,  რომ დატვირთული მასა არის მოცმული დროის მონაკვეთში, ანუ დატვირთულია მხოლოდ დროის რაღაც მონაკვეთში და არა მუდმივად.)

23

„დატვირთული მასა" არის:

1 სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგითა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტით

2 ქარხანადამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

3 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #24

დაუტვირთავი მასა (დაუტვირთავი წონა) არის ქარხანა-დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით. (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ დაუტვირთავ მასაში უნდა იყოს საწვავის სრული მარაგი და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტი.)

24

„დაუტვირთავი მასა" არის:

1 ქარხანა–დამამზადებელის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე, მაგრამ საწვავის სრული მარაგისა და ხელსაწყოების აუცილებელი კომპლექტის ჩათვლით

2 მოცემულ დროის მონაკვეთში დაუტვირთავი სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

3 სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების მასა მძღოლის, მგზავრებისა და ტვირთის გარეშე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #25

 დღეღამის ბნელი დრო არის  დროის შუალედი დაბინდებიდან გათენებამდე.

25

 დღეღამის ბნელი დრო“ ნიშნავს:

1 დროის შუალედს 18 საათიდან 24 საათამდე

2 დროის შუალედს გათენებიდან დაბინდებამდე

3 დროის შუალედს დაბინდებიდან გათენებამდე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #26

 ველოსიპედის ბილიკი (ველობილიკი) არის  ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან. (მიაქციეთ ყურადღება იმას , რომ სწორი პასუხია ის , რომელიც იწყება  ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი.)

26

 ველობილიკი არის:

1 ველოსიპედით მოძრაობისათვის განკუთვნილი, შესაბამისი საგზაო ნიშნით აღნიშნული გზა ან გზის ნაწილი, რომელიც კონსტრუქციულად გამოყოფილია სხვა გზისაგან ან გზის სხვა ელემენტებისაგან

2 გზის სავალი ნაწილის ზოლი, რომელიც განკუთვნილია ველოსიპედით მოძრაობისათვის. ველოსიპედის მოძრაობის ზოლი დანარჩენი სავალი ნაწილისაგან გრძივი საგზაო მონიშვნითაა გამოყოფილი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #27

 მიმდებარე ტერიტორია არის ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)

27

„მიმდებარე ტერიტორია" არის:

1 ტერიტორია, რომელიც უშუალოდ გზას ეკვრის და არ არის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალების გამჭოლი მოძრაობისათვის (ეზო, საცხოვრებელი მასივი, ავტოსადგომი, ბენზინგასამართი სადგური, დაწესებულება და სხვა)

2 ურელსო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის (გარდა ტროტუარისა გვერდულისა, ველობილიკისა და ქვეითთა ბილიკისა)

3 ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #28

,,მოძრაობის ზოლი" არის გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე.

28

„მოძრაობის ზოლი" არის:

1 კონსტრუქციულად გამოყოფილი გზის ელემენტი, რომელიც ყოფს მომიჯნავე სავალ ნაწილებს

2 მოძრაობისთვის გახსნილი გზის ან ქუჩის მთელი ზედაპირი

3 გრძივი საგზაო მონიშვნის საშუალებით მონიშნული ან მოუნიშნავი ნებისმიერი ზოლი იმ გრძივი ზოლებიდან, რომლებადაც შეიძლება დაიყოს სავალი ნაწილი, მაგრამ რომელსაც აქვს მოტოციკლისაგან განსხვავებული საავტომობილო ტრანსპორტის ერთ რიგში მოძრაობისათვის საკმარისი სიგანე

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #29

 „ნებადართული მაქსიმალური მასა“ (დასაშვები წონა) არის დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა (ანუ მეტით დატვირთვა რომ აღარ შეიძლება ის არის ნებადართული), რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება.

29

„ნებადართული მაქსიმალური მასა“ არის:

1 მოცემულ დროის მონაკვეთში დატვირთული სატრანსპორტო საშუალების ფაქტობრივი მასა, მძღოლისა და მგზავრების ჩათვლით

2 ტვირთით და მგზავრებით შევსებული, აღჭურვილ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მასა, რომლის ზღვარს ადგენს სატრანსპორტო საშუალების ქარხანა-დამამზადებელი

3 დატვირთული სატრანსპორტო საშუალების მაქსიმალური მასა, რომელიც დასაშვებად არის გამოცხადებული იმ სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ, რომელშიც დარეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #30

 „ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ არის  ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან.

30

„ნელმავალი სატრანსპორტო საშუალება“ არის:

1 ძრავიანი ან უძრავო სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 45 კმ/სთ-ს

2 ძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომლის კონსტრუქციული სიჩქარე არ აღემატება 40 კმ/სთ-ს ან რომელიც აღნიშულ სიჩქარეს ვერ აჭარბებს, ან ეკრძალება გადაჭარბება ისეთი მიზეზით, რომელიც არ არის დაკავშირებული სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადებთან

3 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გზაზე გადაადგილდება არა უმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #31

„სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება“ არის გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება.(მიაქციეთ ყურადღება- დადგენილი მარშრუტით მოძრავი.)

31

„სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება“ არის:

1 ნებისმიერი ავტობუსი, რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 16-ს

2 გზაზე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი, დადგენილი მარშრუტით მოძრავი სატრანსპორტო საშუალება

3 ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომლიც განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად ან ადამიანების გადასაყვანად

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #32

„ტროტუარი“ არის გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის. 

32

„ტროტუარი“ არის:

1 გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან ან გამოყოფილია მისგან კონსტრუქციულად ან გაზონით და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის

2 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი

3 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი ნებისმიერი გზა

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #33

 „ქვეითთა ბილიკი“არის ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღნიშნული იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნით. (მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ სწორი პასუხია ის რომელიც იწყება ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი.)

33

„ქვეითთა ბილიკი“ არის:

1 გზის ელემენტი, რომელიც მიერთებულია სავალ ნაწილთან და განკუთვნილია ქვეითის მოძრაობისათვის

2 ქვეითთა მოძრაობისათვის განკუთვნილი, გზისგან განცალკევებული ბილიკი. ქვეითთა ბილიკი შეიძლება აღნიშნული იქნეს შესაბამისი საგზაო ნიშნით

3 გზის ნებისმიერი მონაკვეთი, რომელიც განკუთვნილია ქვეითთა მოძრაობისათვის

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #34

 „შეზღუდული ხილვადობა“არის გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას.

34

„შეზღუდული ხილვადობა“ არის:

1 გვირაბში გავლისას, დღე-ღამის ბნელ დროს, ნისლის, წვიმის, თოვის და სხვა ბუნებრივი მოვლენების დროს გზის ხილვადობის 300 მეტრზე ნაკლებ მანძილზე შემცირება

2 გარემოება, რომლის დროსაც მოკლე მოსახვევი, აღმართის დასასრული, გამწვანება, გზისპირა ნაგებობა ან გზაზე არსებული დაბრკოლება მოძრაობის მიმართულებით გზის ხილვადობას ისე ამცირებს, რომ აღნიშნულ გზის მონაკვეთზე ნებადართული მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობამ შეიძლება საფრთხე წარმოშვას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #35

 „მგზავრი“ - პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას.

35

“მგზავრი” არის:

1 პირი, რომელიც უშუალოდ მართავს სატრანსპორტო საშუალებას

2 პირი, რომელიც გადასაადგილებლად იყენებს გორგოლაჭებს

3 პირი, რომელიც იმყოფება ან ადის სატრანსპორტო საშუალებაში (სატრანსპორტო საშუალებაზე) ან ჩამოდის სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ მართავს მას

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #36

 „მექანიკური სატრანსპორტო საშუალება“ არის ძრავიანი (თვითმავალი) სატრანსპორტო საშუალება, გარდა ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავისა, მოპედისა და მასთან გათანაბრებული სხვა სატრანსპორტო საშუალებისა, აგრეთვე სალიანდაგო სატრანსპორტო საშუალებისა. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთი.

36

ქვემოდ ჩამოთვლილი სატრანსპორტო საშუალებებიდან, რომელია “მექანიკური სატრანსპორტო საშუალება”?

1 ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავი

2 მოპედი და მასთან გათანაბრებული სატრანსპორტო საშუალებები

3 ტრამვაი

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილთაგან არცერთი

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #37

 „მსუბუქი ავტომობილი“ არის  3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება.

37

“მსუბუქი ავტომობილი” არის:

1 3500 კგ-მდე სრული მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს აღემატება, მაგრამ არ აღემატება 12-ს

2 3000 კგ-მდე დაუტვირთავი მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, აღემატება 8-ს

3 3500 კგ-მდე ნებადართული მაქსიმალური მასის მქონე ავტომობილი (გარდა მოტოციკლისა), რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა, გარდა მძღოლის ადგილისა, 8-ს არ აღემატება

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #38

„მსუბუქი მისაბმელი“ - მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს.

38

„მსუბუქი მისაბმელი“ არის:

1 მისაბმელი, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 750 კგ-ს

2 მისაბმელი, რომლის დაუტვირთავი წონა არ აღემატება 850 კგ-კგ

3 მისაბმელი, რომლის სრული მასა არ აღემატება 950 კგ-ს

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #39

რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი სატრანსპორტო საშუალება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფად მიიჩნევა, თუ იგი: ა) ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს; ბ) არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში; გ) ამ სახელმწიფოში შეტანილია დროებით, მაგრამ არაუმეტეს მისი კანონმდებლობით დადგენილი ვადისა. შენიშვნა. ანუ სწორი პასუხია: ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში.

39

ქვემოთ ჩამოთვლილ რომელ შემთხვევაში მიიჩნევა სატრანსპორტო საშუალება რომელიმე სახელმწიფოს ტერიტორიაზე  „საერთაშორისო მოძრაობა“-ში მყოფად;

1 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეკუთვნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი ამ სახელმწიფოს გარეთ აქვს

2 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ არის რეგისტრირებული ამ სახელმწიფოში

3 მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ქვეყანაში შემოტანილია დროებით, მაგრამ არა უმეტეს ამ სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი ვადისა

4 ამ ბილეთში ჩამოთვლილ ნებისმიერ შემთხვევაში

 

                                                                                             

 
ბილეთის განმარტება #40

 „სატრანსპორტო საშუალება“ არის  გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც  გადაადგილდება ძრავას ან სხვა ძალის გამოყენებით.

40

“სატრანსპორტო საშუალება” არის:

1 გზაზე მოძრავი ან მასზე სამოძრაოდ განკუთვნილი, მხოლოდ ის ძრავიანი მოწყობილობა რომელიც, ჩვეულებრივ, გამოიყენება გზაზე ადამიანების გადასაყვანად ან ტვირთის გადასაზიდად

2 გზაზე მოძრავი ან მასზე მოძრაობისათვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც გადაადგილდება ძრავის ან სხვა ძალის გამოყენებით

 

                                                                                             

 

© ყველა უფლება დაცულია